《 •●თავი მეათე●• 》

1 0 0
                                    

თეჰიონის pov:
ჩემი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ მისგან ზურგით დავჯექი და თვალი ავარიდე, მან მაინც შეძლო არა მარტო ჩემი თვალების, არამედ მთლიანად ჩემი დაბყრობა და დატყვევება.
და თუ როგორ ახლავე აგიხსნით. ჩვენს ახლომახლო სარკე იყო და სწორედაც, რომ ამ სარკეში მოჩანდა მისი ანარეკლი. სარკეში თაია დავინახე თუ არა იმწამსვე თვალის არიდება ვცადე, მაგრამ გულსა და გონებას სხვა განზრახვები ამოძრავებდათ და საერთოდაც არ სურდათ რომ მე დამმორჩილებოდნენ. ხომ გაგიგიათ გულსა და გონებას ვერ უბრძანებო. ასე რომ მე დავმირჩილდი მათ და ბოლომდე მივენდე, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით იყო თუ არა ეს სწორი გადაწყვეტილება.
როგორც ყოველთვის, როდესაც მას ვუყურებ ათასგვარი სურვილი მიჩნდება. რომელთაც მუდამ წინააღმდეგობას ვუწევ, მაგრამ ახლა ვერ შევძელი. ვერ შევძელი, რომ მათთვის წინააღმდეგობა გამეწია. თაიას სხეულმა კვლავ დამიპყრო და მაიძულა იმის გაკეთება, რაც მომდევნო რამოდენიმე წუთში მოხდა.
ფაქტიურად, როდესაც დავმარცხდი და საკუთარ თავს წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე, ნახევრად გახდილ თაიასკენ შევტრიალდი და ის ხელი დავუჭირე, რომლითაც ჰუდის აწევას ცდილობდა.

***
მომიწია, რომ ჰუდი კიდევ უფრო მაღლა ამეწია, რადგანაც დამწვრობა უფრო ზევით წასულიყო ვიდრე მე მეგონა.
ამ დროს კი როცა ჰუდს მაღლა ვიწევდი, თეჰიონი შემოტრიალდა უეცრად და ხელი დამიჭირა.

-თაია საკმარისია.(თეჰიონი)
*ეს სიტყვები მისგან მეტად ღრმად ისმოდა. მის ამ სიტყვებს ხშირი და ღრმა სუნთქვაც ახლდა თან*
-თეჰიონ რას აკეთებ.

ავტორის pov:
თეჰიონი არაფერს ამბობდა, პირიქით უფრო და უფრო იწევდა თაიას ტუჩებისაკენ, რომელთაც თვალსაც კი არ აშორებდა.
თაიას კი რა შეეძლო გარდა უკან გაწევისა. ხმასაც ვერ იღებდა, რადგანაც თეჰიონმა ისევე იმოქმედა და დაიპყრო თაია, როგორც თაიამ თავის დროზე თეჰიონი. სიმართლე ითქვას წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც კი არ ჰქონია თაიას, მაგრამ ინსტიქტურად მაინც უკან იხრებოდა. ცოტაცღა და სკამიდანაც კი გადაყირავდებოდა, რომ არა თეჰიონის სწრაფი რეაქცია.
ნახევრად გადაყირავებულ სკამს თეჰიონმა ხელი დაავლო და გაასწორა. ამ დროს კი თაიასა და თეჰიონის ტუჩებს, იქამდე სულ ცოტაღა დააკლდათ, რომ შეხებოდნენ.

Where's my AngelDove le storie prendono vita. Scoprilo ora