《 •●თავი მეექვსე●• 》

4 0 0
                                    

ჩემს საძინებელში ასვლისთანავე უცხო ნომრისაგან მესიჯი მომივიდა.

*-ტკბილი ძილი ანგელოზო.

მესიჯი გაუხსნელად წავიკითხე (პირველი, სანამ გავხსნი მესიჯს სულ ასე ვკითხულობ და მეორე, უცხო ნომრებს არც ვპასუხობ). თავიდან ვიფიქრე, რომ ვიღაც მემაიმუნებოდა, თუმცაღა გაბრაზების თავი ნამდვილად არ მქონდა. ამასთან ერთად იმის თავიც არ მქონდა, რომ ამ ნომრის პატრონის ვინაობა გამეგო (იმის მიუხედავად, რომ ამის გაგებას წამებიც არ სჭირდებოდა), მაგრამ მოგვიანებით სიტყვა ანგელოზმა მეტად ჩამაფიქრა და რამოდენიმე პარალელიც გაავლო ჩემს თავში.

Flashback:
-ამ დღის მერე მაინც ვეღარ გნახავ.
-აი აქ ცდები ჩემო... ჩემო... მოიცა შენი სახელი ჯერ არ მიკითხავს?(თეჰიონი)
-და ძალიან გაინტერესებს?
-სიმართლე გითხრა უკვე აღარ, ზედმეტსახელი მოგიფიქრე, ასე რომ ეგეც სრულებით საკმარისია ჩემთვის.(თეჰიონი)
-არ მაინტერესებს შენ რა გსურს, მოვითხოვ და მინდა, რომ ჩემი პირადი დამხმარე იყო.(თეჰიონი)
-არც მე არ მაინტერესებს შენი მოთხოვნა და სურვილი.
-წესით რომ უნდა გაინტერესებდეს, მე კი არ "გავიტანე" რომელიმე
ცნობილი ჯგუფის წევრი.(თეჰიონი)
-და რა! რას იზავ!
-რას ვიზავ და ინფორმაციას გავავრცელებ, შენ ვერ წარმოიდგენ თუ როგორი სისწრაფით მოიცავს ის მთელ სოციალურ ქსელს.(თეჰიონი)
-დემონი ხარ დემონი და მეტი არაფერი!
-იციი... როცა რაღაც მსურს ან ამ შემთხვევაში ვიღაც, ყველაფერზე წამსვლელი ვარ.
სხვათაშორის მომწონს ეგ ზედმეტსახელი, რადგანაც შენს ზედმეტსახელთან პირდაპირ კავშირშია.(თეჰიონი)

ნუთუ... და სიტყვა გამიწყდა.
სიტყვა კი გაწყდა, მაგრამ ფიქრს რა გაწყვეტს (დამიჯერეთ არაერთხელ მიცდია, მაგრამ ჩემს მცდელობას არანაირი აზრი არ აქვს).

*ნუთუ ეს ესემესი მისგანაა... ღმერთო ჩემო რამდენს ბედავს. თავი ვინ ჰგონია! და იქნებ ნომერი აერიათ? ეგეც ხომ შესაძლებელია, ან უბრალოდ დამთხვევაა. ღმერთო რა ვქნა, ესღა მაკლდა, ახლა ნაღდად ვიცი, რომ ამ ღამესაც არ ამცდება ძილის გატეხვა. მოიცადე ნომერი... ნომრით შევძლებ ვინაობის გაგებას. მაგრამ ვითომ ღირს? იქნებ მართლა ის არის და ჯობს არც გავარკვიო? სამოცი ან სამოცდაათი პროცენტით დარწმუნებული ვარ რომ ისაა, ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენია, რომ გადავწყვიტო მსურს თუ არა ასი პროცენტით დარწმუნება. არა შანსი არაა, რომ არ გავარკვიო ვერ დავიძინებ.

Where's my AngelWhere stories live. Discover now