《 •●თავი მესამე●• 》

8 1 0
                                    

თეჰიონის pov:
ეს გოგო წინ და უკან დადიოდა, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ამის გამო გადავწყვიტე, რომ ოდნავ დავხმარებოდი და დამემშვიდებინა.

-ახლა რა უნდა ვქნა? ყველა შემიძულებსს? ნუ ისედაც შემიძულებდა გარკვეული ხალხის რაოდენობა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ არ მინდა, რომ მთელ მსოფლიოს ვძულდე.(თაია)
-მოიცა დამშვიდდი, ექიმებს არაფერი უთქვამთ, შენდა საბედნიეროდ არც მე ვაპირებ რამის თქმას.

ვთქვი და ამის შემდგომ გონება სრულიად დამებინდა. გოგონა უცბათ ადგილიდან გაქრა და ჩემს მკლავებს შორის აღმოჩნდა. ჩვენ ორნი იმდენად ახლოს ვიყავით, რომ მის სუნთქვას, მის გულის ცემასა და მის სუნს, ღმერთო... მის საშინლად ტკბილ და გამორჩეულ სურნელს ვგრძნობდი. ამ გოგოსგან ისეთი მიზიდულობა ვიგრძენი, რომ გაშვება აღარ მინდოდა. მინდოდა სულ ჩემთან, ჩემს მკლავებს შორის დარჩენილიყო და სამუდამოდ მის სურნელს დაებინდა ჩემი გონება.

***
ჩახუტებისთანავე მივხვდი, რომ ეს არ უნდა მექნა. საერთოდ ადამიანების შეყვარებას გავურბივარ, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. ერთი ნახვით შეყვარებისაც არ მჯერა, თუმცაღა ეს მომენტი ამის საპირისპიროს ამტკიცებს. სულ რამოდენიმე საათია რაც ეს ტიპი გავიცანი და უკვე ვეხუტები, ამაზე უკეთესს თაია დადიანი რას იზავდა და რას მოიფიქრებდა? ახლა ალბათ იმასაც იკითხავთ თუ რატომ არ მოვშორდი თავიდანვე და რატომ დავრჩი მის მკლავებში. მე კი გიპასუხებთ, რომ არ შემეძლო და თუ რატომ? ამის მიზეზს ვერ გეტყვით, რადგანაც ვერ ვპოულობ.
ცოტახანში ექიმი შემოვიდა, რამაც ჩვენი ერთიმანეთისგან გაყრა გამოიწვია.
თითქოს მეწყინა, თითქოსდა მისგან მოშორება არ მსურდა. მინდოდა სამუდამოდ მის მკლავებს შორის ვყოფილიყავი, რომელიც სიმშვიდეს მგვრიდდა. თუმცაღა როდესაც ერთმანეთს მოვშორდით ჩემმა გულმა ბათქაბუთქი შეწყვიტა და მივხვდი, რომ ასე სჯობდა, რადგანაც გულის ასეთი ცემა კარგს არასდროს, არაფერს ნიშნავდა.
ექიმმა გვერდი ამიარა და თეჰიონთან დაიწყო საუბარი.

-ბატონო კიმ, ყველაფერი რიგზეა, თუმცაღა უმჯობესი იქნება თუ დღეს აქ დარჩებით და ხვალ წახვალთ.(ექიმი)
-გასაგებია, როგორც უკეთესი იქნება ისე მოვიქცევი, დიდი მადლობა.(თეჰიონი)
-კარგით დაისვენეთ, მე დაგტოვებთ.(ექიმი)
-უკაცრავად ექიმო, ერთი კითხვა მაქვს.(თეჰიონი)
-გისმენთ ბატონო კიმ.(ექიმი)
-თქვენ იცით ვინც ვარ და ისიც იცით თუ რას წარმოვადგენ, ხომ ასეა?(თეჰიონი)
-დიახ ბატონო კიმ თეჰიონ, თქვენი ვინაობა ყველამ, შეიძლება ითქვას და მთელმა მსოფლიომ იცის.(ექიმი)
-ექიმო მინდა გითხრათ, რომ ცდებით და არსებობს გამონაკლისებიც, ერთი შეშლილი გოგოს სახით.
კარგით და ექიმო თუ იცით ჩემი ვინაობა, მაშინ ჩემს კომპანიას რატომ არაფერი შეატყობინეთ?(თეჰიონი)
-თქვენი მდგომარეობა მძიმე არ ყოფილა, გოგონაც მივხვდი, რომ აქაური არ იყო და შესაბამისად მოსალოდნელი პრობლემები, თავიდან ავაცილე ესაა და ეს.(ექიმი)
-გასაგებია, სწორად მოქცეულხართ, გმადლობთ ექიმო.(თეჰიონი)
-ნახვამდის ბატონო კიმ.(ექიმი)

ექიმი გავიდა და უკვე გასაგები იყო ჩემი გადარჩენის მიზეზიც, თუმცაღა ვითომ იყო ეს გადარჩენა?

Where's my AngelWhere stories live. Discover now