《 •●თავი მეოთხე●• 》

5 1 0
                                    

უკვე გასაგები გახდა ჩემი გადარჩენის მიზეზი. ამასთან ერთად თეჰიონსაც ხვალ გაწერდნენ და შემეძლო ახლა თავისუფლად წავსულიყავი სახლში, სადაც დარწმუნებული ვარ გოგოები მელოდებოდნენ, ნუ უფროსწორად დარწმუნებული ვარ ჩემგან "ცხელ-ცხელი" ამბების მოყოლას ელოდებიან, მას შემდგომ რაც ვიღაცა ტიპი ვახსენე.
ნუ მოკლედ ექიმის პალატიდან გასვლისთანავე მეც გადავწყვიტე, რომ სახლში წავსულიყავი.

-ნახვამდის კიმ თეჰიონ, ვიმედოვნებ რომ აღარასდროს არსად შევხვდებით.
-მოიცადე ქალბატონო ასე მალე საით გაგიწევია?(თეჰიონი)
-ასე მალე? იცი რამდენი ხანი ვიყავი აქ შენს გამო?
-ჯერ ესერთი შენს და არა ჩემს გამო, ხო მართლა ამის მერე შეეცადე აღარავის დაეჯახო.(თეჰიონი)
-არ დაგჯახებივარ, უბრალოდ ზედმეტად მშიშარა აღმოჩნდი.
-არა რაა პირდაპირი მნიშვნელობით მაოცებ, ჩემი ვინაობა გაიგე, მაგრამ ისევ ისე აგრძელებ ჩემთან საუბარს.(თეჰიონი)
-ხო ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ამ დღის მერე მაინც ვეღარ გნახავ.
-აი აქ ცდები ჩემო... ჩემო... მოიცა შენი სახელი ჯერ არ მიკითხავს?(თეჰიონი)
-და ძალიან გაინტერესებს?
-სიმართლე გითხრა უკვე აღარ, ზედმეტსახელი მოგიფიქრე, ასე რომ ეგეც სრულებით საკმარისია ჩემთვის.(თეჰიონი)
-კარგი, როგორც შენ გინდა ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მივდივარ.
-არსადაც არ წახვალ.(თეჰიონი)
-რაა? და რატომ? შენ რატომ მიწყვიტავ?
-მე არაფერს გიწყვიტავ.(თეჰიონი)
-კი როგორ არა გეტყობა.
-ერთ წინადადებას შემოგთავაზებ, შემდგომ კი შენ გადაწყვიტე ის თუ რას იზავ.(თეჰიონი)
-და იქნებ არც მაგ წინადადების მოსმენა მსურს?
-ღმერთო შენნაირი ჯიუტი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია.(თეჰიონი)
-ჩემნაირი იდეალური ადამიანი მართლაც, რომ ვერასდროს შეგხვდებოდა.
-მაგრამ შენ შემხვდი, ხომ ასეა?(თეჰიონი)
-უფრო ლამის დაგეჯახე, ვიდრე შეგხვდი.
-მოკლედ არ მაინტერესებს შენ რა გსურს, მოვითხოვ და მინდა, რომ ჩემი პირადი დამხმარე იყო.(თეჰიონი)
-არც მე არ მაინტერესებს შენი მოთხოვნა და სურვილი.
-წესით რომ უნდა გაინტერესებდეს, მე კი არ "გავიტანე" რომელიმე
ცნობილი ჯგუფის წევრი.(თეჰიონი)
-და რა! რას იზავ!
-რას ვიზავ და ინფორმაციას გავავრცელებ, შენ ვერ წარმოიდგენ თუ როგორი სისწრაფით მოიცავს ის მთელ სოციალურ ქსელს.(თეჰიონი)
-რა პრობლემა გაქვს ვერ ვხვდები!? იცი რაა... დემონი ხარ, დემონი და მეტი არაფერი!
-იციი... როცა რაღაც მსურს, ან ამ შემთხვევაში ვიღაც, ყველაფერზე წამსვლელი ვარ.
სხვათაშორის მომწონს ეგ ზედმეტსახელი, რადგანაც შენს ზედმეტსახელთან პირდაპირ კავშირშია.(თეჰიონი)
-კარგი... სიმართლე გითხრა უკვე ძალიან დამღალა ამ ყოველივემ, ასე რომ თანახმა ვარ.
გავხდები შენი დამხმარე, ოღონდ გარკვეული ვადით.
-ძალიანაც კარგი, შევთანხმდით.(თეჰიონი)
-რა უნდა გავაკეთო და ეს ყოველივე რამდენ ხანს გაგრძელდება.
-მოდი ჯერჯერობით ერთ წელზე შევთანხმდეთ, დანარჩენს კი ხვალ ჩემი გამოწერისას გაგაგებინებ.(თეჰიონი)
-კარგით ბოს, ახლა წასვლა შემიძლია?
*ირონიით ვუთხარი*
-კი ახლა შეგიძლია წახვიდე, მაგრამ იცოდე გაქცევა არც კი სცადო, იმიტომ რომ მაინც გიპოვი.(თეჰიონი)

პასუხი აღარ გამიცია, უბრალოდ გამოვბრუნდი და კარებისაკენ სვლა დავიწყე. ერთი სული მქონდა მას მოვშორებოდი და სახლში მივსულიყავი.

თეჰიონის pov:
მთელი ღამე ფიქრებმა არ დამაძინა, მასზე ფიქრებმა. სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი იმ ყოველივეს თქმას რაც მაშინ ვთქვი. არც მისთვის რაიმის დაძალებას, მით უმეტეს დამუქრებით. მაგრამ... როდესაც გულმა და გონებამ მისი დაკარგვის საფრთხე იგრძნეს თითქოს და ძალით ამალაპარაკეს. ამ მომენტში ვეღარც ტვინს და რაც ყველაზე მეტად მაშინებს, ვეღარც გულს ვერ ვიმორჩილებდი.

***
სახლში მივედი ფეხით, რადგანაც მოტოს გასაღები იმ ვაჟბატონის პალატაში დამრჩა. უკან მიბრუნებას კი ნაღდად არ ვაპირებდი იმ ყოველივეს შემდგომ, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ამის გამო ხვალ მასთან მისვლა ყველა ვარიანტში მომიწევს და ვერ ავიცილებ მის დამხმარედ ყოფნას. ნუ რაღაც იმედებს მაინც ვიტოვებდი, რომ როგორმე თავს ავარიდებდი და აღარ შევხვდებოდი. პოვნითაც მიპოვიდა არა კვახი!.. იდიოტია და მეტი არაფერი. მაგრამ ახლა ჩემ მოტოს იქ ნამდვილად ვერ დავტოვებ, შანსი არაა... თავსაც კი გავწირავ მისთვის, რასაც ახლა პირდაპირი მნიშვნელობით ვაკეთებ.
სახლში როგორც ველოდი გოგოები დამხვდნენ (ერთად არ ვცხოვრობთ, თუმცა ჩემი სახლის გასაღები ორივეს აქვს, ისევე როგორც მე მათი და უმეტეს დროს ერთად ვატარებთ).
გამიხარდა მათი აქ ყოფნა. დამღლელი დღის შემდეგ მართლაც, რომ ძალიან მშველის ხოლმე მათთან საუბარი. ამასთან ერთად, ალბათ გახსოვთ სისწრაფის გამო სახლის კარებიც ღია, რომ დამრჩა ამაზეც მთელი დღე ვნერვიულობდი. თუმცაღა მათი დანახვისას ამ ნერვიულობამაც გადამიარა, რადგანაც სახლში ამ დროის მანძილზე ისინი იყვნენ.

-ღმერთო როგორ დავიღალე ვერც წარმოიდგენთ მგონია, რომ ახლა მოვკვდები.
-აბა რა მოხდა მიდი მოყოლა დაიწყე, პოპკორნიც კი გავაკეთე ბლომად.(სელიმი)
-სელიმ ვფიქრობ ახლა გვიანია, თან თაიას შეხედე ძალიან გადაღლილი სახე აქვს, მგონი აჯობებს დაისვენოს და მერე მოგვიყვეს ყველაფერი.(ვივიენი)
-მართალი ხარ ვივიენ, თაია ჯობს, რომ უკვე დაწვე და დაისვენო.(სელიმი)
-ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიყვარხართ.
-ჩვენც გვიყვარხარ.(ვივიენი)
-ძილინებისა თაია.(სელიმი)
-ტკბილი ძილი.

ავედი ჩემს საძინებელში და უკვე ძილს ვაპირებდი, როდესაც უცხო ნომრისაგან მესიჯი მომივიდა.

*-ტკბილი ძილი ანგელოზო.

Where's my AngelWhere stories live. Discover now