《 •●თავი მეშვიდე●• 》

2 0 0
                                    

ვეცადე, რომ გოგოებისათვის მთელი დღის თავგადასავალი მოკლედ და ლაკონურად მომეყოლა.
რა თქმა უნდა კითხვებიც დამაყარეს, რაც უპასუხოდ არ დამიტოვია და სწორედ ამ მომენტში, თეჰიონისგან კიდევ ერთი მესიჯი მომივიდა.

*-ანგელოზო სადაცაა გამომწერენ, გელოდები და გაქცევა არ სცადო, როგორც ხედავ შენი პოვნა შემიძლია.

ესემესი წავიკითხე და რაღაცნაირად ჩამეცინა კიდეც, ამან კი გოგოების ინტერესი გამოიწვია და მათთვის ტელეფონის ჩვენების მეტი აღარაფერი დამრჩენოდა.

-ღმერთო ჩემო, კიდევ ანგელოზოვო.(სელიმი)
-ვიცი ხოო... გამაღიზიანებელია არაა?
-რა გამაღიზიანებელი ქალო, ძალიან საყვარლობაა.(სელიმი)
-ამ ყოველივეს მეც კი არასერიოზულად მივიჩნევდი, მაგრამ ამჯერად სელიმს ვეთანხმები.(ვივიენი)
-მეგონა, რომ შენ მაინც გედო თავში ტვინი და ახლა კიდე ამას ჰყვები?
-სელიმს კი არ ვჰყვები ფაქტებს ვსაუბრობ.(ვივიენი)
-უი თაია ამის კითხვა სულ გადამავიწყდა, ბითიესიდან რომელია? ნუ ყველა იდეალურია და აზრი საერთოდ არ აქ რომელი იქნება, მაგრამ მაინც მაინტერესებს.(სელიმი)
-რომელია და კიმ თეჰიონი.
-ახლა ორმაგად დავრწმუნდი, რომ ვერხარ.(სელიმი)
-ეგ რა შუაშია ამ მომენტთან.
-რა შუაშია და კიმ თეჰიონი მეძახდეს ანგელოზს და ვღიზიანდებოდე? არ არსებობს.(სელიმი)
-რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის, სულ არ მაინტერესებს. თავისი ცნობადობა ზედმეტში გადასვლის უფლებას არ აძლევს.
-რავიცი... რავიცი... მე ჯეიქეიმ რო დამიძახოს ანგელოზი, უარს არ ვიტყოდი.(ვივიენი)
-თქვენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, ასე რომ წავედი. გნახავთ დღეს, თუ არ დამეზარა თქვენი სისულელეების მოსმენა კიდევ ერთხელ.
-კაი მიდი მიდი და ჩვენც გვიყვარხარ.(ვივიენი)
-ხო წადი, დემონს ნუ ალოდინებ ანგელოზო.(სელიმი)
-ვერ ვხვდები ჩემს მხარეს ხართ თუ იმისი.
-რათქმაუნდა შენს მხარეს ვართ, საერთოდ ეგ კითხვა როგორ დაგვისვი?(ვივიენი)
-კარგი ხოო... მაშინ მეც მიყვარხართ.
-კაი წადი უკვე.(სელიმი)
-რამე თუ დაგჭირდა დაგვეკონტაქტე.(ვივიენი)

Where's my AngelWhere stories live. Discover now