《 •●თავი მეორე●• 》

8 1 0
                                    

მოვედი საავადმყოფოში, შევედი პალატაში, იქვე საწოლთან არსებულ სკამზე დავჯექი და ფიქრი დავიწყე.

*აი ხომ შეიძლება დღე გავიდეს ისე, რომ შარი არ ავიკიდო. არა რაა... რას ვცოდავ ასეთს... მაინცდამაინც დღეს, როცა უნივერსიტეტში პირველი დღე მაქვს ვიღაც ტიპს ვყარაულობ. ან საერთოდ რატო ვარ აქ, არ ვიცნობ და არაფერი, ვერც მიჩივლებდა, რადგანაც შანსი არაა დავენახე. ისიც კი გასაკვირი იქნება, რომ ახსოვდეს საერთოდ რა მოხდა.

ამ ფიქრებს სხვა ფიქრი მოჰყვა და თავისდაუნებურად მოიცვა ჩემი გონება.

*ის ვიღაც სიმპათიური იყო?

ეს ეს იყო გავიფიქრე და ამ ადამიანმა თვალები გაახილა.
ძალიან მინდოდა იმ წამს ადგილიდან გავმქრალიყავი, თუმცაღა გავშეშდი. ამის მიზეზი კი მისი იდუმალი და ღრმა თვალები იყო. გავშეშდი... ადგილიდან ვერ ვიძროდი, თითქოს რაღაც მიზიდავდა და ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ მაძლევდა. თუმცა ამ მდგომარეობიდან მისმა ხმამ, მისმა სექსუალურმა ხმამ გამომიყვანა.

-შენ რატომ გხედავ... მოიცა მოვკვდი?(???)
-არ მომკვდარხარ, მაგრამ მოიცა რას გულისხმობ?
-თუ არ მოვკვდით რატომ ხარ აქ?(???)
-თუ ის გინდოდა, რომ იქ დამეტოვე სადაც ეგდე და არ დაგხმარებოდი, ახლავე წავალ არაა პრობლემა, შენი დრო და თავი ისედაც არ მაქვს.
-ვაუ პირველი ადამიანი ხარ ვინც შენობით მომმართავს.(???)
-ჩემს თანატოლს გავხარ, ამასთან ერთად არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ თ-ებით გელაპარაკო.
-და თუ გეტყვი, რომ არსებობს?(???)
-თუ არსებობს ერთი მიზეზი მაინც დამისახელე.
-ამას სერიოზულად იძახი?(???)
-კი და რა შეამჩნიე აქ არასერიოზული.
-მოიცა ახლა არ მითხრა, რომ ვერ მცნობ.(???)
-და უნდა გცნობდე?
-წესით რომ კი.(???)
-ასე გამოცანებით გავაგრძელოთ? თუ ამოღერღავ იმას ვინ ხარ.
-ღმერთო... ეს ვინ შეშლილს გადამკიდე.(???)
-იტყვი საბოლოოდ, თუ წავიდე.
-მოიცა, შემთხვევით დანაშაულის არიდებას ხომ არ ცდილობ?(???)
-დანაშაულის არიდება, რომ მეცადა თავიდანვე მოვტყდებოდი და თანაც, რა დანაშაულზეა საუბარი?
-ამ ყველაფრის გამო, მინიმუმ თხუთმეტ წელს მოგისჯიდნენ, მაქსიმუმ კი სამუდამოს.(???)
-არ მინდა იმედები გაგიცრუო, მაგრამ ამის გამო თავისუფლების აღკვეთას 1 წლის ვადითაც კი არ მომისჯიდნენ.
-და რას იზავ თუ გეტყვი, რომ კიმ თეჰიონი ვარ.(თეჰიონი)
-ტაშს დაგიკრავ და შენ რა გსურს, რომ გავაკეთო?
-ღმერთო ჩემო, ახლა ჭკუიდან გადამიყვან.(თეჰიონი)
-სხვათაშორის მაგაში ბადალი არ მყავს.
-მოდი თავს ნებას დავრთავ და გკითხავ, ყურში კარგად გესმის?(თეჰიონი)
-კი, თანაც საკმაოდ კარგად.
-მაშინ ჩემი სახელი და გვარი რატომ ვერ გაიგე?(თეჰიონი)
-კიმ თეჰიონ, მგონი გასაგებად გითხარი, რომ ყურთ მესმის.
-მოიცა... ანუ არაფერს გეუბნება ეს სახელი და გვარი?(თეჰიონი)
-თქვენდა სამწუხაროდ არა.
-კარგი... მაშინ გუგლი გეტყვის იმას თუ ვინ ვარ, შეგიძლია ჩემი სახელი და გვარი დასერჩო?(თეჰიონი)

საძიებო სისტემაში ჩავწერე კიმ თეჰიონი და უამრავი ინფორმაციისა და ფოტოების ამოყრისას მივხვდი, რომ მაგრად დამერხა.

*ღმერთო ჩემო ახლა ნამდვილად მოვკვდები, რატომ ამოყარა ამ ტიპის ამდენი ფოტო. ნუთუ მართლა ვინმე ცნობილია.

-შეგიძლია, რომ პირველივე ბმული გახსნა და ხმამაღლა წაიკითხო?(თეჰიონი)
-მოიცა მოიცა, თუ მართლა ეს პიროვნება ხარ, ვიღაც კიმ თეჰიონი, რომელიც საკმაოდ ცნობილი აღმოჩნდა და რომელსაც ასევე არ ვიცნობ, ექიმებმა რატომ არ გააშუქეს ეს ყველაფერი? შენ, რომ მართლა ეს ვიღაცა იყო დანამდვილებით გეტყვი, რომ აქ ახლა არ ვიქნებოდი. შესაძლოა, რომ გავხარ და მის სახელს იყენებ.
-სწორედ ეგ იყო თუ გახსოვს ჩემი პირველივე შენდამი დასმული კითხვა, თუ რატომ იყავი აქ.(თეჰიონი)
-ანუ ამას გულისხმობდი?
-დიახ.(თეჰიონი)
-ახლა რა უნდა ვქნა? ყველა შემიძულებსს? ნუ ისედაც შემიძულებდა გარკვეული ხალხის რაოდენობა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ არ მინდა, რომ მთელ მსოფლიოს ვძულდე.
-მოიცა დამშვიდდი, ექიმებს არაფერი უთქვამთ, შენდა საბედნიეროდ არც მე ვაპირებ რამის თქმას.(თეჰიონი)

წინ და უკან დავდიოდი, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, ამის გაგონებისთანავე კი უდიდესი შვება ვიგრძენი. არვიცი რატომ, მაგრამ იმ წამსვე ვენდე მის სიტყვას და ესეც არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ წამსვე გავქანდი და ჩავეხუტე.

Where's my AngelDove le storie prendono vita. Scoprilo ora