《 •●თავი პირველი●• 》

12 2 0
                                    

გამარჯობა მე თაია ვარ, თაია დადიანი, მომავალი პროკურორი, რომელიც პრობლემებს პრობლემებზე და შარს შარზე ამატებს მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმარისად ბევრი აქვს. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ არც დღევანდელი დღე ყოფილა გამონაკლისი.
ამჟამად ვიმყოფები კორეაში (არა კორეელი არ ვარ და არც რომელიმე კორეელ ბიჭზე ვარ გადარეული), უფრო კონკრეტულად კი სეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში ვარ. რა მინდა აქ? სიმართლე, რომ გითხრათ ჩემს თავს უკვე ოცდამეშვიდედ ვუსვამ მაგ კითხვას და ვფიქრობ იმაზე თუ, რომელი სულელი უდარაჯებდა უცნობს (ნეტავ ყველასათვის ისეთი უცნობი ყოფილიყო, როგორც ჩემთვის) თავისი პალატის საწოლთან, რომელიც ლამის მოტოთი გაიტანა.

მოდით ცოტა უკან გადავახვიოთ...

*ტელეფონის ხმა:
-ნეტა რომელი იდიოტი მირეკავს ასეთ დროს.
*ტელეფონს ვუპასუხე*
-აეეე!.. ქალბატონო სადმე ხომ არ აგვიანებთ შემთხვევით? შენს ლოდინში მე და სელიმს ერთი პარასკევიც აღარ დაგვრჩა.(ვივიენი)
-ახლა თუ მოვედი და დაგერიეთ ორივეს არაა... ერთი პარასკევის მაგივრად, ერთი დღე დაგრჩებათ.
-კიდევ ჩვენ რომ გვიბრაზდება ამას უყურე ერთი, საათს მაინც დახედე არ გაწყენდა.(ვივიენი)
-ხუთის წუთები იყო, ჯერ ამწამს დავიძინე.
-შენი წამი, როგორც ჩანს ოთხ საათს შეადგენს.(ვივიენი)

ტელეფონი გავთიშე თუ არა საათს დავხედე და აი აქ დამასხა ცივმა ოფლმა. ცხრის ოცდაოთხი წუთი იყო და გამოიცანით ვინ დააგვიანა პირველივე დღეს უნივერსიტეტში? რა თქმა უნდა მე, თაია დადიანმა.
წამებში გავემზადე, ასე რომ პირდაპირი მნიშვნელობით გვამს ვგავდი. ავიღე ჩემი მოტოს გასაღები და სასწრაფოდ გავქანდი გარეთ.
ღმერთო, აი რატომ არ მიყვარს სწრაფად რამის გაკეთება, სათანადოდ ვერ გაემზადებით და რაღაც სასწაულ არსებას ემსგავსებით. ჩემსავით! შესაძლოა სახლში, კიარადა... საერთოდ სახლი დაგრჩეთ ღია, ნუ შესაბამისად გასაღებიც, ისევე როგორც მე და საბოლოოდ ალბათ ჩემსავით, თქვენც ვიღაცას დაეჯახებით, არა ფეხით, არამედ მოტოთი.
ნუ... მე ღმერთმა ასე ძალიანაც არ დამსაჯა და არ დავჯახებივარ, მაგრამ ამ შეჩვენებულს გული წაუვიდა. ამაზე კი მე მომიწია ზრუნვა.
რა თქმა უნდა ასე ვერ დავტოვებდი და საავადმყოფოში წავიყვანე, რის გამოც უფრო მაგრად დავაგვიანე კიდეც, თუმცა ექიმთან გასაუბრებისა და იმის გაგების შემდეგ, რომ ეს ვიღაცა კარგა ხანს არ გაიღვიძებდა, უნივერსიტეტში წასვლა გადავწყვიტე.
მისვლისთანავე ჩემი გადამრჩენელები და ამავდროულად ჩემი სავარაუდო მკვლელები, ჩემი დაქალები, ვივიენი და სელიმი დამხვდნენ.

-შეგიძლია მადლობა რამიონზე დაპატიჟებით გადაგვიხადო.(სელიმი)
-მე სოჯუზეც არ ვიტყოდი უარს.(ვივიენი)
-ვაიმეე მეგონა, რომ მაწამებდით და საბოლოოდ მომკლავდით.
-თავიდან განვიხილავდით მაგასაც, მაგრამ საბოლოოდ რამიონსა და სოჯუზე გავაკეთეთ არჩევანი.(სელიმი)
-თაია რა სიფათი გაქვს.(ვივიენი)
-ხო აი ისეთი თითქოს ვიღაცა გაიტანე.(სელიმი)
-ვაიმე ის ტიპი.
-ვინ ტიპი, რა ხდება.(ვივიენი)
-ვიღაც ტიპი მართლა გავიტანე, ნუ... თითქმის.
-რო გითხრა არ ველოდი თქო, მოგატყუებ.(სელიმი)
-მერე აქ რას აკეთებ? გეძებენ? თუ უკვე დაგიჭირეს?(ვივიენი)
-ხო გითხარით... მთლად არ გამიტანია მოვასწარი მოტოს გაჩერება, მაგრამ იმ ტიპს შიშისგან გული წაუვიდა და ამიტომ კიდევ უნდა წავიდე.
-მართალი ხარ, აბა ეგრე ხომ არ დატოვებ, აქ ჩვენ მოვაგვარებთ.(ვივიენი)
-თაია... ის ვიღაც სიმპათიური იყო?(სელიმი)
-არ დავკვირვებივარ დიდად, მაგრამ მგონი რომ კი და რა ხდება, რატომ გაინტერესებს?
-ბედი გაგხსნია დაო.(სელიმი)
-ღმერთო ჩემო, შენ მართლა არაფერი გეშველება.
-შენ იცინე და იდეალური დასაწყისია ურთიერთობისთვის.(სელიმი)
-გეთანხმები სელიმ, ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ვერცერთ ქეიდრამის სიუჟეტს ჩამოუვარდება ეს ყოველივე.(ვივიენი)
-აჰა ესეც აჰყვა ახლა, გეფიცებით ერთი ჭკუისები ხართ.
-კი ვართ, ისევე როგორც შენ.(ვივიენი)
-კაი ახლა უნდა წავიდე, მადლობა გოგოებო ყველაფრისთვის, ძალიან მიყვარხართ.
-ჩვენც უზომოდ გვიყვარხარ.(სელიმი და ვივიენი)

გეფიცებით ეს ორი ადამიანი ჩემი წამალია, ერთი განსხვავებით ესენი ტკბილები არიან.
მოვედი საავადმყოფოში, შევედი პალატაში, იქვე საწოლთან არსებულ სკამზე დავჯექი და დავიწყე ფიქრი სელიმის დასმულ კითხვაზე.

*ის ვიღაც სიმპათიური იყო?

ეს ეს იყო გავიფიქრე და ამ ადამიანმა თვალები გაახილა.

Where's my AngelWhere stories live. Discover now