《 •●თავი მეთერთმეტე●• 》

4 0 0
                                    

თეჰიონი სტუდიაში შევიდა, მე კი ჯერ გონს ვერ მოვსულიყავი და ვიდექი ასე გაუნძრევლად. ათასობით ფიქრი მიტრიალებდა თავში და ჩემს თავზე ნერვები ძალიან მეშლებოდა, რადგანაც კვლავ ვერ შევძელი, რომ მასთან ჩემი რეალური გრძნობები მეღიარებინა. არ ვიცი ასე რატომ ხდება. როდესაც ვფიქრობ, რომ უკვე მტკიცედ მაქვს მასთან ყველაფრის აღიარება გადაწყვეტილი. ბოლოს მაინც უკან ვიხევ. ყოველთვის უკან ვიხევ და გავრბივარ. ვერ ვხვდები რა მსურს რეალურად და თეჰიონსაც ამ ყოველივეთი ძალიან ვტანჯავ. ასე გაგრძელება კი აღარ შეიძლება.
ცოტახანში, როცა ცოტა გონზე მოსვლა შევძელი, მეც შენობაში შევედი.
შესვლისთანავე თვალებით თეჰიონს ვეძებდი და აი შევძელი, რომ მეპოვნა კიდეც. კუთხეში არსებულ პუფზე იჯდა და პირდაპირ მე მიყურებდა. უფროსწორად, ჩემი სხეულის ქვედა ნაწილს, რომელსაც მისი თქმით ჰუდი, რომელიც მან მომცა საერთოდ არ მიფარავდა. მისი მოსაცმელი კვლავ ხელში მეჭირა, თუმცაღა შემოხვევას არ ვაპირებდი. არ გეგონოთ, რომ თეჰიონს რაიმეს გამო ჩავუჯიბრდი, ან რაიმე მსგავსი. ასე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვიქცევი, რომ მაინტერესებს მისი მომავალი ქმედება რა იქნება და მაინტერესებს ის თუ, რას გამოვიწვევ ჩემი სიჯიუტით.
ცოტახანში, მის ასეთ მზერას ვეღარ გავუძელი და თვალი ავარიდე, თუმცაღა უშედეგოდ. წამებში თეჰიონი ჩემს წინ გაჩნდა, მოსაცმელი გამომართვა და წელზე ისე ძლიერად შემომახვია, რომ სუნთქვა რამის შევწყვიტე. თუმცა ეს კიდევ არაფერი. რეალურად სუნთქვა მას შემდგომ შევწყვიტე, რაც ჩემს ყურს მიუახლოვდა.

-ანგელოზო რატომ მაბრაზებ? ხომ გითხარი, რომ ჩემი საკუთრება ხარ და ისიც გითხარი, რომ არავის აქვს უფლება ჩემს საკუთრებას უყუროს მეთქი. რაც არ უნდა უარყო, ჩემი ხარ გასაგებია? თუ მაინცდამაინც უნდა მომიწიოს შენთვის იმის დამტკიცება, რომ მე მეკუთვნი? თუ ასეა, თუ გსურს ამწამსვე დაგიმტკიცებ. მე არანაირი პრობლემა მაქვს.(თეჰიონი)
*ყურში ღრმა, ჩახლეჩილი და სექსუალური ხმით მიჩურჩულა და ნელ-ნელა უკან გაიწია, შემდგომ კი ადგილს დაუბრუნდა*

Where's my AngelWhere stories live. Discover now