《 •●თავი მეცხრე●• 》

3 0 0
                                    

თეჰიონის pov:
თაიას ოთახში შევედი, რათა ჩასაცმელად ჩემი ჰუდი მიმეცა. საერთოდ დაუკაკუნებლად არ ვაპირებდი შესვლას, მაგრამ ვიფიქრე, რომ თაია აბაზანიდან გამოსული არ იქნებოდა და შესაბამისად კაკუნის ხმასაც ვერ გაიგებდა, ამიტომ უბრალოდ კარის სახელური ჩამოვწიე და შევედი. ამ დროს კი ჩემი მზერა პირდაპირ თაიაზე შეჩერდა, რომელიც როგორც ჩანს, ჯერ იმ წამს გამოსულიყო სააბაზანოდან და თავისი სხეულისათვის მხოლოდ პირსახოცის შემოხვევა მოესწრო.
ჩემს წინ იდგა თაია, რომელსაც თვალს ვერ ვაშორებდი და მისი სხეულის ყოველი ნაწილის შესწავლას ვცდილობდი. ვუყურებდი თუ როგორ იკვალავდა გზას მის ლავიწზე დაცემული წყლის წვეთი. ვუყურებდი მის თვალებს, რომელშიც მთელ სამყაროს ვხედავ. ვუყურებდი მის ტუჩებს, რომელსაც აქამდე ყოველთვის თავს ვარიდებდი, რადგანაც ჩემი სისუსტე იყო.
თაიას ასეთმა ხილვამ ჩემში ათასგვარი სურვილი აღძრა. მინდოდა მასთან ახლოს მივსულიყავი და შევხებოდი, თუნდაც უკანასკნელად. მინდოდა მისი სურნელი მეგრძნო. მინდოდა ჩვენს შორის ამხელა დისტანციის ნაცვლად მხოლოდ მილიმეტრები ყოფილიყო, რომ ჰაერსაც კი ვერ შესძლებოდა ჩვენს შორის ყოფნა. მაგრამ რა მსურდა ამ მომენტში ყველაზე მეტად? რა და მისი ტუჩები, რომელიც მუდამ მიზიდავს და თავს მაკარგვინებს. ახლაც თავი შეიძლება სრულიად დამეკარგა, რომ არა თაიას ხმა.

-მადლობა ჰუდისთვის.(თაია)
-ააა... ხო ჰუდი... მართალია...  გამომართვი.
*გონზე ჯერ კიდევ ვერ მოვსულიყავი, რის გამოც ძალიან არეულად და დაულაგებლად ვსაუბრობდი*
და ხო ბოდიშსაც გიხდი, დაუკაკუნებლად შემოსვლისათვის.

ამის თქმის შემდგომ თაიამ თავის სხეულს დახედა და დაინახა, რომ პირსახოცის ამარა იდგა.

-ბოდიშს ნუ მიხდი, უნდა მომეფიქრებინა და კარები ჩამეკეტა.(თაია)
-ხო ნუ ერთისიტყვით მე გავალ, გამოიცვალე და ამის შემდეგ შემეხმიანე, რომ შენს დამწვრობას მივხედოთ.
-კარგი.(თაია)

Where's my AngelDonde viven las historias. Descúbrelo ahora