《 •●თავი მეთორმეტე●• 》

2 0 0
                                    

*მოიცა ახლა თეჰიონმა რა თქვა? ანუ სიზმარი არ ყოფილა? ანუ მე ის მართლა ვუთხარი? მართლა ვუთხარი, რომ მიყვარდა? ღმერთო ჩემო ცუდად ვარ, ვინმემ მომასულიერეთ. არაა შანსი არ არის, ვერ დავიჯერებ. ღმერთო ეს რა გავაკეთე. მოიცა მოიცა, თუ ეს სიზმარი არ ყოფილა, ანუ გამოდის რომ... გამოდის რომ... მან მე მაკოცა? ანუ ის კოცნა რეალური იყო? ღმერთო ჩემო ცუდად ვარ, მე კიმ თეჰიონმა მაკოცა? ნეტა თუ მოეწონა? თაია მეტი საფიქრალი არ გაქვს? რა სისულელეებს ბოდიალობ. მაგრამ რატომაა სისულელე? სიმართლე, რომ ვთქვა მართლა მაინტერესებს ისევ გაიმეორებდა თუ არა იმავეს. და მინდა კიდევაც, რომ გაიმეოროს. ნეტა იცის, რომ მაგ მომენტში მეღვიძა? ესეც აუცილებლად უნდა გავარკვიო.

თეჰიონის pov:
თაიას სახლში წაყვანა და მისი ნივთების წამოღება გადავწყვიტე, იმის შემდგომ რაც ბიჭებს ყველაფერი ავუხსენი. თანაც თაიასთან მარტო საუბარი ახლა ნამდვილად მჭირდებოდა, მაინტერესებდა ახსოვდა თუ არა წუხანდელი საღამო, როცა მითხრა რომ ვუყვარდი (პ.ს. კოცნას რაც შეეხება: როცა თაიამ თეჰიონს უთხრა, რომ უყვარდა უგონოდ იყო ისე ეძინებოდა. ამიტომაც თეჰიონს ჰგონია, რომ კოცნის პერიოდში თაიას უკვე ეძინა).

-ჯუნ თაიას თავისი სახლიდან ნივთების წამოღებაში უნდა დავეხმარო. გუშინაც გამოსაცვლელი, რომ არ ჰქონდა ჩემი ჰუდი ვათხოვე.
-კარგი თეჰიონ, შენ ისედაც მორჩი უკვე საქმეს და შენი აქ ყოფნაც საჭირო აღარაა.(ნამჯუნი)
-მაშინ საერთო საცხოვრებელში ვიქნები, თაიას ნივთებს იქ გადავიტან. კი ჩემი პირადი დამხმარეა, მაგრამ ვფიქრობ ჯობს ჩვენს საერთო საცხოვრებელში იცხოვროს და არა ჩემს სახლში.
-ხო გეთანხმები, ეგრე ჯობს. თანაც კარგი გოგოა ბევრი რამ ეხერხება და ძალიანაც გვეხმარება.(ნამჯუნი)

ნამჯუნთან საუბრის შემდეგ თაიას შევატყობინე, რომ წასვლის დრო იყო და დაახლოებით 5 წუთში თაიას სახლის გზასაც დავადექით. მთელი გზა მისთვის არაფერი მიკითხავს, არადა ძალიან მინდოდა, რომ გუშინდელზე გვესაუბრა. ისიც ამ ყოველივესთან დაკავშირებით არაფერს ამბობდა.

Where's my AngelWhere stories live. Discover now