თავი 43- " ბოლო ბრძოლა "

335 20 96
                                    

- უფიქრდები მაინც რის გაკეთებას აპირებთ?! - გაბრაზებული ყვირის კაიზენი, როდესაც გაიგო თუ რის გაკეთებას აპირებდნენ სამეული.

- ვიცოდი, რომ ასეთი რეაქცია გექნებოდა, მაგრამ..
კაიზენმა დივნის თავს ხელი ისე ძლირ მოუჭირა, რომ მისმა ხელმა გათეთრება იწყო.
ენზოს გაბრაზებული მზერით აკვირდება.

- ენზო გაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებით. ბოლოს ცეცხლს, რომ ვეთამაშეთ ყველამ კარგად ვიცით თუ როგორ სასტიკად დავიწვით და დავითუთქეთ. მითხარი გინდა, რომელიმე შენი ახლობელის სიცოცხლე საფრთხეში ჩავარდეს?
ენზომ თვალები მჭიდროდ დახუჭა და წამიერად დაფიქრდა.
კაიზენი სავსებით მართალი იყო. სიმწრისაგან და ტკივილისაგან ნატანჯი ენზოს გამო შეიძლებოდა უამრავი ადამიანი დაღუპულიყო, მაგრამ მას ეს ყოველივე ფიამას გამო უღირდა. ამ ყველაფერს ფიამას გამო აკეთებდა და რაც არ უნდა დაჯდომოდა მანამ არ მოისვენებდა სანამ სებასტიანს ოთხ კედელში არ გამოკეტავდა.
მართალია შეეძლო ღამე მიჰპაროდა სებასტიანს და მისთვის შუბლი გაეხვრიტა, ან ყელი გამოეჭრა, მაგრამ ენზოს აზრით ის ასეთ ადვილ სიკვდილს არ იმსახურებს.
ენზოს აზრით სებასტიანი მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება უნდა დატანჯულიყო და მტანჯველი სიკვდილით მომკვდარიყო.

- იმ ყოველივეს შემდეგ რაც დე ლუკების საგვარეულომ დანარჩენ საგვარეულოებს გაუკეთა.. დავიჯერო სულ ოდნავ მაინც არ გსურთ იძიოთ შური ამის გამო? დავიჯერო ფიქრობთ, რომ დე ლუკების საგვარეულო დაშლას არ საჭიროებს?
საგვარეულოები ხომ იმიტომაა შექმნილი, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ? სებასტიანი რას აკეთებს?
ამ ყოველივეს არ აკეთებს..
საგვარეულოებს ანადგურებს, გადარჩენაში კი არ ეხმარება.
გადარჩენაში ერთმანეთს მხოლოდ დანარჩენი სამი საგვარეულო ეხმარებით.
კაიზენი წამით ჩაფიქრდა და სიმართლე, რომ ვთქვათ ენზოს ნათქვამმა დააფიქრა კიდეც.
ეცადა გაეხსენებინა ერთი მომენტი მაინც როდესაც სებასტიანმა რომელიმე საგვარეულოს დასახმარებლად ხელი შეაშველა, მაგრამ რათქმაუნდა ვერ გაიხსენდა, რადგან სებასტიანს ასეთი რაღაც არასოდეს გაუკეთებია.
არც სებასტიანს და არც ჯოზეფს.
სებასტიანის შემთხვევაში მართალია, რომ ამბობენ რაც მამა ის შვილიო.

მისი თვალებიWhere stories live. Discover now