თავი 17

427 32 13
                                    

- ეს ადგილი აქედან რამოდენიმე საათის სავალზეა.

ამბობს ოლივერის გვერდით მჯდომი ენზო და სმარტფონს უკანა სავარძელზე მჯდომ ფიამას აწოდებს.
ფიამაც მალევე ართმევს და სათვალთვალო კამერებს აკვირდება.
კარგია ის ფაქტი რომ გამტაცებლები ბავშვებზე ფიზიკურად არ ძალადობენ, ან ჯერ არ უძალადიათ..
კამერებში ხედავდა ბავშვების უმოწყალო მზერას და გულში სევდას გრძნობდა.
არცერთი მათგანი ათ წელზე დიდი არ იქნებოდნენ..
ცრემლებით იღვრებოდნენ და საკეტის გახსნას ცდილობდნენ, მაგრამ რათქმაუნდა საკეტი ისე მაგრად იყო ჩაკეტილი რომ მათი პატარა თითები ვერაფერს მოიმოქმედებდნენ.

- ოლივერ რა თქვი რამდენი არიან?

ოლივერმა საჭე მოაბრუნა და ფიამას წინა სარკიდან გახედა.

- როგორც გავარკვიე სულ სამნი არიან. ყოველი შემთხვევაში მე როდესაც დასაზვერად წავედი ადგილზე მხოლოდ სამნი იმყოფებოდნენ..

- მათი ვინაობა ცნობილია?

- დიახ. საიმონ, მარკ და პიტერ ჰაირსები.
ერთი ოჯახის წევრები არიან და საზოგადოებაში კარგი სახელით ნამდვილად არ გამოირჩევიან.

ფიამა ტუჩებს ერთმანეთს მაგრად აჭერს როდესაც ხედავს თუ როგორ იღება კარები და როგორ შედის ერთერთი მათგანი იმ ოთახში სადაც ბავშვები არიან ჩაკეტილნი.
როგორც ოლივერმა მოახსენა ის რომელიც ბავშვებთან შევიდა მარკი იყო.
მარიკი საკანს ხელებს სასტიკად ურტყამს და ბავშვებს უყვირის რომ ტირილი შეწყვიტონ, მაგრამ მისი ეს საქციელი ბავშვების უფრო ატირებას იწვევს.
ფიამა ნერვებ მოშლილი აგდებს სმარტფონს სავარძელზე და სახეს ხელებში რგავს.
უბრალოდ ცუდად ხდება როდესაც იაზრებს თუ რისი გადატანა უწევთ ამ პატარა და უმწეო არსებებს ასეთ პატარა ასაკში, როდესაც პირველად შეიტყო თუ რა შეემთხვა მათ თავი ბავშვების ადგილას წარმოიდგინა და მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება იმისა, რომ გააკეთებდა ყველაფერს რასაც კი შეძლებდა..
ბავშვების გადასარჩენად..

მისი თვალებიWhere stories live. Discover now