თავი 28

439 32 66
                                    

🔞🔞🔞🔞🔞
_________________________________________
მომხდარით თავზარდამცემული ბეატრისი ხმას ვერ იღებდა.
კედელთან ჩაცუცქულიყო, და ერთ წერტილს მიშტერებოდა.
არც დათას ანერვიულებული და გაბრაზებული ხმის ტონი ესმოდა და ვერც ბიჭის ხელებს გრძნობდა რომელიც სახეზე უჭერდა და ცდილობდა ხმა მის ყურებადმე მიეწვდინა.
დათა, ბეატრისს მხრებში ავლებს ხელს და ძლიერად აჯანჯღალებს რის შედეგადაც ბეატრისი საბოლოოდ გონზე მოდის.

- გეკითხები მეთქი ეს ვინ გააკეთა?!

ბეატრისის სახეზე ცრემლი კვლავ მოგორავს.

- გთხოვ უბრალოდ აქაურობას მომაშორე.
სახლში წავიდეთ.

დათა საუბარს აღარ აგრძელებს.
ხვდება თუ რაოდენ ცუდ მდგომარეობაშია ბეატრისი და არც ცდილობს გოგონას თავი საუბრით მოაბეზროს.
გასვლისას ქურთუკს იღებს,
რომელიც სახლიდან გამოსვლისას მისცა გოგონას, შემდეგ კი მხრებზე აფარებს და გოგონას სხეულზე მჭიდროდ იკრავს.
ბარს ბეატრისთან ერთად ტოვებს და სახეზე გადათეთრებული გოგონა რამოდენიმე ასეულ მეტრში გაჩერებულ მანქანისკენ მიჰყავს.
ბეატრისს წინა სავარძლის კარებს უღებს და კომფორტულად დაჯდომაში ეხმარება, შემდეგ თავად კი საჭესთან ჯდება.
ბეატრისი გაფითრებულია და დათას წინაშე ცრემლების შეკავებას არც კი ცდილობს.

- ჰეი, ნუ ტირი ყველაფერი კარგადაა.. ყველაფერმა ჩაიარა.. ჩემს გვერდით ხარ ტრის..

- არაფერი არ არის კარგად დათა!

დაიყვირა ბეატრისმა და მანქანის ფანჯარას ხელი იმდენად ძლიერად მიჰკრა რომ შუშა ჩაიმსხვრა ხოლო ბეატრისს ხელიდან სისხლი ნაკადულივით წამოუვიდა, მაგრამ იმ მომენტისთვის თითქოსდა მგრძნობელობა დაეკარგა და ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობდა.

- ეს უკვე მეორედ მოხდა დათა მეორედ!

ბეატრისმა სისხლიანი ხელები სახეზე დაისვა და ცრემლებს ნება მიცა თავისი საქმე საუკეთესოდ შეესრულებინა.
დათა, გოგონას ჩაქინდრულ თავს ხელით აწევინებს, შემდეგ ხელებში იქცევს და ბეატრისს აიძულებს პირდაპირ თვალებში შემოხედოს.

მისი თვალებიWhere stories live. Discover now