თავი 6

615 50 10
                                    

ენზო ოთახში შევიდა და გაკვირვებული ბეატრისი ოთახიდან გაიყვანა. ბეატრისი გაკვირვებული იდგა, ვერ ინძრეოდა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ენზოს მიჰყავდა. ბეატრისის წელზე ხელი შემოეხვია და მანქანისკენ მიყავდა. საშინლად არ უნდოდა გოგონას სებასტიანისა და დავითის დიალოგი მოესმინა. ისიც არ მოსწონდა, რასაც სებასტიანი აკეთებდა. არ იცოდა რატომ, მაგრამ ფიქრობდა, რომ ეს გოგონა ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნიდა სებასტიანს. გოგონა წინ დააჯინა და რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ჰკითხა:

- ბეატრის კარგად ხარ?

ბეატრისმა მწვანე თვალები ენზოს მიაპყრო. ჩუმად იჯდა, ისევ არ შეეძლო განძრევა და ვერც ხმას ვერ იღებდა, ფიქრობდა რომ ენა ჩაუვარდა და ეს იყო მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ პასუხობდა ენზოს შეკითხვას. იმდენად ნერვიულობდა, ნერვიულობის შედეგად ფეხების ბაკუნიც დაიწყო და ყელი საშინლად გაუშრა. ბოლოს ვერ მიხვდა, წარმოდგენა არ აქვს საიდან აღმოაჩინა საკუთარ თავში ძალა ხმა ამოეღო, ძალიან ხმადაბლა უთხრა:

- წყალი მინდა.

ენზომ მანქანას თვალი შეავლო და წყლის ბოთლს თვალი, რომ ვერ მოკრა, მანქანიდან გადავიდა დ სახლში შევიდა. ერთ-ერთ მოსამსახურეს ბოთლით წყალი სთხოვდა და სანამ ქალი წყალს მოიტანდა ყური დაუგდო სებასტიანის ხმამაღალ დიალოგს დავითთან.
ამხელა სახლში მხოლოდ სებასტიანის ხმა ისმოდა.
თავს ედგა დავითს და ჩაშლილი შეხვედრისთვის ლექციებს უკითხავდა. ისე თითქოს შვიდი წლის გახლდათ, რაღაც დააშავა და უფროსი ჭკუას არიგებდეს.

- ეს დედაფეთქებული შეგეძლო მოგეცადა და შეგეძლო გოგო წესიერად შემოგეყვანა.

- მე ჩემი საქმე დავასრულე! ახლა ფული მომეცი და მე აქედან გავქრები!
მაქსიმალურად ცდილობდა დივანზე მჯდარ დავითს არ მივარდნოდა და ცხვირი არ ჩაელეწა მისთვის.
მისი საუბარი ჭკუიდან შლიდა. მხოლოდ ფულზე ამახვილებდა ყურადღებას და სხვა არაფერზე. სებასტიანი კი იმაზე ფიქრობდა თუ როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს ბეატრისი და მის გადაწყვეტილებაში ცოტაოდენი ეჭვიც კი ეპარებოდა.

მისი თვალებიWhere stories live. Discover now