თავი 25

434 32 57
                                    

მზის ამოსვლისთანავე, მზის სხივებმა ბეატრისის სახეზე გაიკვალეს გზა და გოგონას მალევე გაღვიძება აიძულეს.

ბეატრისმა ნელ-ნელა თვალები გაახილა და უცხო გარემოს თვალები მოავლო.

თავიდან ვერ გაიაზრა თუ სად იმყოფებოდა, მაგრამ მალევე გაახსენდა რომ დათას სახლში იმყოფებოდა.

ოთახი საკმაოდ ძლიერ არეულობაში იმყოფებოდა და როგორც დათამ შეჰპირდა მოგვიანებით დაალაგებენ, ასე რომ საწოლის გადალაგების გარდა ოთახში არაფრის გაკეთებას არ ცდილობს.
საწოლი გადაალაგა თუ არა ტანისამოსი გადაიცვა და სამზარეულოში წყლის დასალევად გაეშურა.

სამზარეულოში შესვლისას რამოდენიმე მოსამსახურეს შეეჩეხა, რომელთა უმრავლესობა ბეატრისს ისე უყურებდა თითქოსდა მათ წინ მოჩვენება იდგა.

ქერა, ყავისფერ თვალება გოგო, ბეატრისს ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა და ცდილობდა ამოეცნო მიზეზი თუ რატომ მიიყვანა დათამ იგი საკუთარ სახლში.

უხერხული სიტუაცია ჩამოწვა და გაგრძელდებოდა კიდეც სამზარეულოში დათა რომ არ შემოსულიყო.

როგორც ყოველთვის დღეს მხიარულად იწყებს.
სამუშაო ფორმაში გამოწყობილი, სამზარეულოში შემორბის და საქმეში გართულ საშუალო ასაკის ქალს ეხვება.

- დილამშვიდობისაა გრეტა.

- შე ცუღლუტო, კიდევ რაღაც გინდა ასე არა?

დათამ ხმამაღლა გაიცინა და მხოლოდ ახლაღა მიაქცია ყურადღება დანარჩენ მოსამსახურეებსაც.

- გამარჯობათ.

ზერელედ მიესალმა დანარჩენებსაც და გეზი ბეატრისისკენ აიღო.

მის გვერდით ჩამოჯდა,  ვაზიდან ვაშლია აიღო, ჩაკბიჩა და ვაშლით გამოტენილი პირით საუბარი დაიწყო.

- როგორ გეძინა?

- ასე საშინლად დიდი ხანია არ მიძინია.

მისი თვალებიOnde as histórias ganham vida. Descobre agora