თავი 40

275 27 19
                                    

ირისი და კაიზენი, კაიზენის ოთახში იმყოფებოდნენ. კაიზენი საქორწინო მოსაწვევებს მოწყენილი სახის გამომეტყველებით აგზავნიდა, ხოლო ირისი იწვა კაიზენის საწოლზე და ფიქრობდა.
ფიქრობდა რატომ მიდიოდა კაიზენისა და ჯეისის ურთიერთობა ასე ცუდად.
სტეისის აქ მოსვლის პირველივრ დღიდან ცდილობდა რაიმე ისეთი გაეკეთებინა, რომ ქორწილი საბოლოოდ ჩაშლილიყო, მაგრამ მისი ყველა მცდელობა მარცხით სრულდებოდა, მაგრამ ირისი მაინც არ ნებდებოდა და არც დანებდებოდა.

- ვერ ვიჯერებ, რომ ხვალ მაგ ალქაჯზე ქორწინდები. - მოწყენილი ხმის ტონით თქვა ირისმა და საწოლზე გადაკოტრიალდა. კაიზენმა ეკრანს თვალი აარიდა და საწოლზე მწოლარე გოგონას გახედა. იცოდა თუ როგორ ძლიერ ცდილობდა გოგონა ამ ყოველივეს გამოსწორებას და ეშინოდა კიდეც მართლა არ გამოსვლოდა..
ეს, რომ მომხდარიყო ყველაფერი ხომ უკუღმა დატრიალდებოდა..

- როგორც ძმა რჩევას მოგცემ, სტეისის თავი გაანებე თორემ მაგრად მოგხვდება. - ირისმა საწოლზე კოტრიალი შეწყვიტა და წამოჯდა. ძმას მოჭუტული თვალებით გახედა.

- ვისგან მომხვდება შენგან? - ირისმა დამცინავად გადაიხარხარა, შემდეგ კი ჯიბიდან კაიზენის სუსტი წერტილი დრეიკი ამოაძვრინა.

- ჩემგან არა დედასგან და ძალიან გთხოვ ეს გველი მომაშორე!
დაიყვირა კაიზენმა როდესაც ირისმა დრეიკი მიუახლოვა.

- იცი რას ვერ ვხდები? იმდენ ცუდ ადამიანს კლავ და ამ ერთი პაწაწინა გველის როგორ გეშინია? - კაიზენმა ირისს გამაფრთხილებელ გახედა და იქვე მყოფ ქილას ხელი დაავლო.

- ჩასვი! - ირისმა ჯერ დრეიკს გახედა, შემდეგ კი კაიზენის ხელში მოთავსებულ ქილას.

- ჩემს ბავშვს მაგას ვერ ვკადრებ!
შეუბღვირა კაიზენს და დრეიკი ჯიბეში ჩაიცურა.

- გეფიცები შენც და შენი გველიც, ორივე ბუნების შეცდომა ხართ!
ერთ დღეს შენს გველთან ერთად აქედან მოგისვრი!
რა გეტყობა ახლა შენ, ჩემი დობის შე მართლა ბატო! - კაიზენმა ირისს თავში ხელი წამოარტყა.

მისი თვალებიKde žijí příběhy. Začni objevovat