თავი 16

528 35 13
                                    


ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ოთხივე საგვარეულოს შეკრება შედგა.
აგვისტო გავიდა და სექტემბერიც დადგა.
საფრანგეთში უკვე საგრძნობლად აცივდა.
აივანზე ვარჯიშიდან ახალდაბრუნებული ჯეისი იჯდა და გერემოს გაჰყურებდა.
სიცივეს ძალიან შეეწუხებია, მაგრამ აივანზე ჯდომაზე უარს მაინც არ ამბობდა.
ქარი ძლიერად ჰქროდა და ბიჭის სახეს ეხეთქებოდა, გასათბობად ფინჯნით ცხელ ჩაის მიირთმევდა.
ვიტყოდი გარემო მშვიდიათქო, მაგრამ არა..
დღეს ამინდი განსაკუთრებულად ბობოქრობს და ნეგატიურ განწყობას ჰქმნის.
აივნიდან კარგად ჩანს ის ყვავილები, რომელიც ოლივიასთვის ასე მნიშვნელოვანია..
ქარი ნელ-ნელა ერთმანეთის მიყოლებით ტეხავს და ანადგურებს მათ, მაგრამ ქალი მაინც არ ნებდება და ასე ძლიერ ქარშიც კი ცდილობს, რამენაირად გადაარჩინოს და შეინარჩუნოს იგი..
გარემოს და ყვავილების გადარჩენისთვის მებრძოლ ოლივიას თვალს წყვეტს რადგან კარებზე კაკუნი ისმის.
მალევე კი ოთახში კარლა შემოდის და თვალებით ჯეისს ეძებს.
ჯეისი გოგონას ხმის გაგონებაზე ჩაის ფინჯანს მოაჯირზე ტოვებს და ოთახში ბრუნდება.

- გისმენ კარლა?

- ბატონო ჯეის, ბატონმა კაიზენმა მთხოვა გადმოგცეთ იგი საკუთარ კაბინეტში გელით.

- ძალიან გთხოვ თქვენობით და ბატონობით ნუ მომმართავ..

კარლა ნერვიულად იცინის.

- აბა სხვანაირად როგორ?

- უბრალოდ ჯეისი. რადგან საგვარეულოს მმართველის ტიტულს ვატარებ ბატონობით არ უნდა მომმართო..

- კარგით, ჯეის..

- აი კიდევ..

- კარგი ჯეის, მაშინ მე წავალ.

იცინის გოგონა და ოთახიდან გამხიარულებული გადის.

ჯეისი კი მის მოპირდაპირე ოთახისკენ მიემართება და ოთახში დაკაკუნების გარეშე შედის.
როგორც კი ჯეისმა კარები შეაღო, კაიზენმა მზერა საბუთებიდან ოთახში ახალ შემოსულ ჯეისზე გადაიტანა.

მისი თვალებიWhere stories live. Discover now