თავი 33

388 32 77
                                    

დანიშნულების ადგილას მისვლისას ბეატრისს უკვე ჩაძინებოდა.
სებასტიანმა ღიმილით გადახედა მას და სახეზე ხელი ჩამოუსვა.
სახე კვლავ სველი ჰქონდა, როგორც ჩანს კვლავ არ შეუწყვიტავს ტირილი.
მანქანა დააყენა თუ არა ბეატრისის მძინარე სხეული ხელში აიყვანა და გოგონა სახლისკენ წაიყვანა.
შესვლისას რამოდენიმე დაცვას მოუხმო და ყურში რაღაც უჩურჩულა ხოლი შემდეგ კი ბეატრისი საკუთარი ოთახისკენ წაიყვანა.
ეს ოთახი ჯერ კიდევ მაშინ მოუწყო როდესაც ბეატრისი დათას სახლში იმყოფებოდა.
თითქოსდა დანამდვილებით იცოდა, რომ გოგონა მას დაუბრუნდებოდა და წინასწარ გაამზადა ყველაფერი.

როდესაც სებასტიანმა, ბეატრისი საწოლზე დააწვინა გოგონა შეიშმუშნა და საწოლზე გადაკოტრიალდა.
თითქოსდა ეგონა კვლავ იმ საწოლზე იწვა სადაც ერთი დღის წინ დათას გვერდით ეძინა, მაგრამ როდესაც მის თავზე წამომდგარი და მომღიმარი სებასტიანი დაინახა საწოლიდან წამოხტა და იქაურობა შიშით შეათვალიერა.

- დამშვიდდი.

უთხრა სებასტიანმა და გვერდით მიუჯდა.
ბეატრისმა მათ შორის მანძილი გაზარდა და სებასტიანს მზერა აარიდა.

სებასტიანმა ფეხსაცმელები გაიხადა და საწოლზე უფრო კომფორტულად მოკალათდა.

- გააკეთე რაც გთხოვე?

- დათას ამბავი? მის მოსაძებნად ხალხი გავგზავნე.

იცრუა სებასტიანმა და ხელები თავქვეშ ამოიდო.

- და რა გაარკვიეს? ცოცხალია? უსაფრთხოდაა?

სებასტიანმა გულში გადაიხარხარა ხოლო შემდეგ კი ბეატრისს გახედა.

- მკვდარია.

კვლავ იცრუა სებასტიანმა და თვალები მოხუჭა.
მალევე გაისმა ოთახში ბეატრისის ჩუმი ქვითინის ხმა, რომელიც გოგონას მხრების ცახცახს იწვევდა.
ბეატრისის ქვითინმა სებასტიანს თვალების გახელა აიძულა.
თვალები გაახილა თუ არა ბეატრისს სახე ხელით ააწევინა და ნამტირალი თვალების დანახვისას თავი მარჯვნივ გააწევინა.

მისი თვალებიWhere stories live. Discover now