თავი 3

727 47 20
                                    

ბოლო წინადადება კბილებს შორის გამოცრაა. მოსახვევი მოიხვჯა და საქმეს სასწრაფოდ დაუბრუნდაა...

ელენე კი გაკვირვებული იდგა, ვერ გაეგო თუ რა მოხდა ამ წამს. ცოტახანში კი სამზარეულოდან გავიდა,  მეთორმეტე მაგიდას მიუახლოვდა და ბეას სიტყვები დათას სიტყვა სიტყვით გადასცა. დათა გაბრაზდა, თითოეული კუნთი დაეჭიმა და ეგონა ცოტაც და აფეთქდებოდა. საშინლად ბრაზობდა და ბრაზის დასამალად ხელები პირზე აიფარა და მეცხრე მაგიდასთან მყოფ ბეატრისს ზიზღია თვალებით გახედა. როგორ გაბედა? რას ჰგავდა მისი საქციელი? საკუთარი თავი ვინ გონია?
ბეას მომღიმარი სახის დანახვისას კიდევ უფრო მოაწვა ბრაზი.
მისი ასეთი ხასიათის ცვლილება არ გამორჩენიათ მეგობრებს. დემნდა და გაბრიელი ორივე უყურებდნენ მეგობარს და მაქსიმალურად ცდილობდნენ სიცილი არ აეტეხათ.

- რა არის ბიჭო რა რეაქციებია?

ვეღარ მოითმინდა და მაინც გააკეთა კომენტარი გაბრიელმა. კითხვას სიცილი, რომ მოაყოლა დათამ მოშავო ფერის თვალები მთლიანად მას მიაპყრო და ვინ იცის რად უჯდებდოა ახლა, რომ არ წამომხტარიყო და გაბრიელისთვის არ ეთავაზა მუშტი. როგორც ყოველთვის გაბრიელმა არასწორ პირობებში, არასწორ ადგილას და არასწორ დროს იხუმრა.

- დათა დაწყნარდი. უბრალოდ გოგოა

- წარმოდგენა არ გაქვს როგორ მძულს ეგ გოგოო!

კბილებს შორის გამოსცრა დათამ და კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.
ბეატრისის საქციელებით დაღლილმა როგორც კი შეამჩნია, რომ ბეას სამუშაო ფორმა აღარ ეცვა, არამედ უკვე ეცვა იგივე რაც უნივერსიტეტში.
არც კი დაფიქრებულა ისე ამოიღო საფულე და ბიჭებს ბოდიში მოუხადა სასწრაფოდ უნდა გავიქცეო და ბეატრისის გასვლის შემდეგ წამის მეასედში რესტორნიდან დათაც გავიდა და ბეატრისს უკან გაჰყვა.
ბეამ მალევე შეამჩნია, რომ უკან მიჰყვებოდნენ და ნაბიჯს აუსწრაფა, დათამაც იგივე გაიმეორა. რამოდენიმე წამში კი ბეა გარბოდა, დათა კი უკან მისდევდა.      საბოლოოდ ერთ ძალიან ნათელ მოსახვევში დაეწია ბეატრისს, ხელი მკლავში ჩაავლო და ძალიან სწრაფად, ისე რომ ბეამ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო დათამ ის კედელზე ააკრო.

მისი თვალებიWhere stories live. Discover now