Ende

424 42 109
                                    

სიმღერები :

დასაწყისიდან, განსაკუთრებით ქალაქზე, მის აღწერაზე და შეჯახებაზე :

Dairy Of Dreams - Traum:A

იუნგუკი ქასითან ერთად სცენის შემდეგ და თეჰიონის მონოლოგი :

EDEN - Wake Up

ბოლო სცენა :

a-ha - Take On Me (MTV Unplugged - Summer Solstice)

- როგორ არის? - იუნგი თანამოსაუბრეს ეკითხება ტელეფონზე და ახლად დაუთოებულ პერანგს კუჭავს. - ჭამს მაინც? - მთელი ძალით იჭერს ტელეფონს ლოყაზე. 'უბრალოდ ჰო თქვი' - გონებაში ეხვეწება მინჯუს.

- არ მოგატყუებ, თითქმის არ ჭამს. ჩაკეტილია, - პასუხობს მინჯუ და დიდხანს ეჭიდება სიტყვებს. - მიზანი აქვს, მის საფლავთან მისვლა, თითქოს ამისთვის ცოცხლობს. ამისთვის შრომობს. ჯინი და სადღეღამისო მეთვალყურეობა რომ არა, ომშიც წავიდოდა. უბრალოდ არ ვიცი... - ნერწყვს ყლაპავს მინჯუ. - არ ვიცი როგორ დავეხმარო, როგორ შევუმსუბუქო ტანჯვა.

იუნგის ტელეფონის მეორე მხარეს მძიმე ოხვრა ესმის, მკვეთრი პაუზა, ხვდება რომ მინჯუ ძალას იკრებს, მომენტს წელავს და თვითონაც იგივეს აკეთებს. ახლა არა, მაშინ როცა მიზნის მიღწევის ზღვარზეა, რომლისთვისაც ძალიან ბევრი დაგეგმა და ბევრიც დაკარგა. ძლიერი უნდა იყოს, და დაე, ძმის გამო გული და ნეკნები გაუტყდეს, თამაშის შეწყვეტა და მასთან დაბრუნება მოითხოვონ - იუნგი არ გატყდება.

- ექიმს დავურეკეთ, რადგან თეჰიონი არ ლაპარაკობს, - განაგრძობს მინჯუ. - ჯერ-ჯერობით სიახლე დამაიმედებელი არ არის. საშიშროება არსებობს რომ დარდისგან ხმა დაკარგოს.

- არა გთხოვ, ეს არა, - იუნგი თვალებს ხუჭავს, მაგრად აჭერს ერთმანეთზე და ფიქრობს რა ძნელია იყო ძლიერი, როდესაც სუსტის მეტი არაფერი ხარ. იუნგის სისუსტე მისი ოჯახია. მასში მხოლოდ ერთი დარჩა. - მის სიმუნჯეზე მე გამოვიგონე, თავის მოჩვენება ვაიძულე, - კბილებს ერთმანეთზე ემალის დამსხვრევამდე აჭერს, ტკივილით სავსე ყმუილს გამოშვების საშუალებას არ აძლევს. - ეს ყველაფერი ჩემი ბრალია, - პასუხობს. - ჩემი საწყალი თე, როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს. მეზიზღება ჩემი თავი მანდ არ ყოფნის გამო.

TraumWhere stories live. Discover now