Zweiundzwanzig

284 45 51
                                    

ძააალიან, მართლა ძალიან დაღლილი ვდებ ამ თავს და კომენტარები დამახვედრეთ😪

ისიამოვნეთ💙

~~~~~~~

სიმღერა :

Moby - Mere Anarchy

ჯონგუკი სასოწარკვეთილების ბუდიდან თავის დაღწევას ცდილობს, რომელმაც იუნგის შემდეგ იფეთქა და გასასვლელში იყინება, მისაღებში მთლიან ოჯახს ხედავს, ნამჯუნსაც კი. ჰოსოკის გარდა ყველა გაკვირვებული უყურებს იუნგის, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიდის კიბისკენ, აშკარად რაღაცაზე გაბრაზებული და კაბინეტიდან გამოვარდნილ ალფაში დაბნეულობა ისადგურებს. ჯონგუკის დაბნეულობა დიდხანს არ გრძელდება, რადგან ახლა დრო ფასდაუდებელია, ომეგას ეწევა და იდაყვით აბრუნებს თავისკენ.

- სად აპირებ წასვლას? - იუნგი მოშორებას ცდილობს, მაგრამ ალფა ისე უჭერს, თითქოს რკინის ხელი ჰქონდეს, - გთხოვ, ახსნის საშუალება მომეცი, - ჯონგუკს აუდიტორიის არ ერიდება.

იუნგი ხელს მაინც იშორებს, გაციებული მზერით ათვალიერებს, რის გამოც ყველა სიტყვა ყინულის კუბებად იქცევა, ალფის საყლაპავში იჭედებიან და დაუნდობლად ანადგურებენ :

- სადღაც, შენთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას არ ვაპირებ.

- გთხოვ, ემოციებზე დაყრდნობით ნუ იმოქმედებ, სისულელეს ნუ ჩაიდენ...

- სისულელე აქ დარჩენა და შენი დაჯერება იყო, - გაბრაზებული ამბობს იუნგი. - ემოციებს სად ხედავ? ახლა მშვიდად ვარ და ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ, დასანანია, რომ მთელი ეს დრო ისე ვცხოვრობდი თითქოს დოპინგში ვიყავი, იმ ადამიანის ნდობა გადავწყვიტე, რომელმაც თუ დაფიქრდები ყველაფერი წამრთვა, ჩემი სახლიც კი, საიდანაც უნდა წავიდე.

- გაგანაწყენებ, - ალფა ხმის გაკონტროლებას ცდილობს, რომ ყვირილი არ აუვარდეს, - არსად არ წახვალ.

- აბა მიდი და გამაჩერე, - იუნგი უახლოვდება და თვალებით თავიდან ფეხებამდე წვავს.

TraumWhere stories live. Discover now