Drei

299 43 34
                                    

იუნგი გაჭირვებით გადმოდის მანქანიდან, აიგნორებს დაცვის დახმარების მცდელობას. ომეგა ძალაგამოცლილი იძირება სავარძელში, ლანჩზე უარს ამბობს და ლიმონიან წყალს ითხოვს.

- დღეს ადრე მოხვედი, - საღებავით დაფარული თეჰიონი, ოთახში შევიდა და მანაც წყალი მოითხოვა.

- ახლა რაღას აკეთებ? - იუნგი დაღლილად ეკითხება, შენიშვნის მიცემის გარეშე.

- დღეს ხელოვნად გახდომის იდეით გავიღვიძე, - თვალებს ატრიალებს უმცროსი, - ბაღში გატარებული ორი საათის შემდეგ, სადაც ვარდის დახატავს ვცდილობდი და რომლის ნაცვლად შუაზე გაჭრილი საზამთრო მივიღე, მივხვდი, რომ...

- მხატვარი ვერ გახდები, - მკრთალი ღიმილით პასუხობს იუნგი.

- სამყარო დაკარგავს ჩემნაირ ხელოვანს, - უსწორებს ძმა.

- გამოუსწორებელი ხარ, - ოხრავს იუნგი, - ყოველ დილა შენი თავის ძიებაში ხარ. რა არ ცადე? ხან მოცეკვავე იყავი, მეთუნუქე, ხანაც შეფ-მზარეული, ფოტოგრაფი, ხანაც მოდელი ,,Bangtan Secrets'' - თვის...

- კიდევ ბევრი რამ არის საცდელი, - თეატრალურად ამოიოხრა თეჰიონმა და დივანზე დაჯდა.

- უმჯობესი იქნებოდა, ახალგაზრდა ოსტატო თუ სამზარეულოში მომეხმარებოდი, ტერასაზე აივნის თხუპნის მაგივრად, - ჯი, მინების ოჯახის დიასახლისი და ბეტა, რომელიც თეჰიონს ზრდიდა ბოლო წლების განმავლობაში, წყალს აწვდის მას.

- კარგი, ახლა ნუ დაიწყებ, - წუწუნებს ომეგა, - ჩვეულებრივად ვსაუბრობ და ყოველთვის აფუჭებ ყველაფერს.

- ჩემი მოვალეობაა, გასწავლო არა მარტო ენები, ეტიკეტი და მოქცევის წესები, არამედ სახლის მოვლა-პატრონობაც...

- ბლაბლაბლას მეტს ვერაფერს ვიგებ, - აწყვეტინებს თეჰიონი.

- ძალიან უხეში ხართ ახალგაზრდავ და მე ვარ პასუხისმგებელი ამის გამოსწორებაზე! - არ ნებდება ბეტა.

TraumWhere stories live. Discover now