Siebenundzwanzig

268 39 38
                                    

ისიამოვნეთ<3

~~~~~~~

სიმღერა :

Missio-Kamikazee (stripped)

ყველა ცოტათი კამიკაძეა, როცა საქმე სიყვარულს ეხება(2)

წავიდა. ამჯერად საბოლოოდ. მანქანიდან არ გადმოსულა, არ დაემშვიდობა, დამახსოვრების უფლება არ მისცა ჯონგუკს, მისი გამოსახულების თან წაღების, ხმისა და სურნელის. შუშის მიღმა ცოცხალი დატოვა განშორების ცეცხლში, რათა დამწვარიყო და სამუდამოდ განადგურებულიყო. იმ ღამემდე თითქოს ჯონგუკი თავისი შეცდომების მთაზე ადიოდა, შხამიანი სიტყვების, ღალატის, ტყუილის, ხელებს ძვლებამდე იტყავებდა, მხოლოდ მისი ღიმილისთვის, გამოხედვისთვის, სულ პატარა მინიშნებისთვის რომ აპატია. გასაგებია. თავდაყირა მიფრინავს თავისი სიყვარულის ფრაგმენტებთან ერთად, მაგრამ ვერ პოულობს სწორ გზას. სამარადისოდ იფრენს, იმ ადგილის გარეშე სადაც სიმშვიდეს მოიპოვებს, მხრის გარეშე, რომელზეც თავს დადებს და ამოისუნთქებს, ირგვლივ შემოხვეული ხელების გარეშე, მარტოობის უსასრულო ოკეანეში ჩაყვინთავს.

თავის კაბინეტში ზის, შიგნით არავის უშვებს, ერთი საათით საქმეები გააუქმა, ერთ საათზე მეტი მისთვის ამ სიტუაციაშია - ფუფუნებაა. იუნგი წავიდა, მის ქუჩაზე შუქი ჩააქრო, თითქოს ეს საკმარისი არ იყო, დაბრუნდა და ლამპიონები დაამვტრია, ჯონგუკის სული სამუდამო სიბნელისთვის და სიციარიელისთვის გაიმეტა. იუნგი მხოლოდ ძლიერი კი არ არის, ყველაზე ძლიერია ვისაც კი ჯონგუკი აქამდე შეხვედრია, თვითონ ჯონგუკზე ძლიერიც. ჯონგუკი კი სუსტია, უკვე მაზერატის წინ ხოხვისთვის იყო მზად, იუნგიმ კი თავისი სიყვარული საყლაპავში ჩაუშვა, ყელი დაინაკუწა, გადაყლაპვა აიძულა თავს - საკუთარი ჯანმრთელობით გადაიხადა.

წავიდა. ერთი სიტყვა, ექვსი ასო. ორად გაყოფილი ერთი ცხოვრება. ჯონგუკი ამიერიდან ასე დარჩება - ნახევრად გულგატეხილი. ომეგა დაკარგა. მაგრამ მიუხედავად სიბრაზისა და წყენისა, ბრალს ზუსტად ორად ყოფს.

TraumWhere stories live. Discover now