Neun

242 42 28
                                    

სიმღერა :

One Way Or Another - Until the Ribbon Breaks

- სად არის? - ჯინი მსახურთუფორსს ეკითხება, მოუთმენლად იყურება გარშემო.

- ბაღში, - პასუხობს მამაკაცი, მიდის და ალფას გასასვლელისკენ უშვებს.

მინჯუ ხელოვნურ ტბასთან სკამზე ზის და სადღაც შორს იყურება. ომეგა ცუდად გამოიყურება, ვილენში ჩამოსვლის შემდეგ საგრძნობლად დაიკლო, მაგრამ ჯინი პირველად სხვა რამეს ამჩნევს როცა უახლოვდება. ომეგას კისერზე და მარჯვენა ლოყაზე ნაკაწრები აქვს, კრემისფერი სვიტრის ქვეშ კი, დალურჯებული მაჯები მოუჩანს.

- გუშინ რა მოხდა? - ჯინი მის გვერდით ეშვება, მინჯუ კი მაშინვე სკამის კიდისკენ იწევა, -  რა უთხარი? რა გააკეთე?

- ვალდებული არ ვარ რამე გითხრა, - ისევ წინ იყურება, - არც შენ ხარ ვალდებული რაიმე გააკეთო. რომ ვარსებობ ეგეც საკმარისია მისთვის.

- სიმართლე არ არის, - ხმაში ბრაზი ეპარება ალფას.

ბრაზი წესით ჩხუბის შემდეგ უნდა გამქრალიყო, რომელიც ბობისთან მოკლე ხნიანი დიალოგის შემდეგ მოუვიდა. მაგრამ არ გამქრალა, პირიქით, მკერდში მოიწყო ბუდე, დიდხანს დარჩენა არჩია, იქამდე სანამ ჯინი იცოცხლებს. იმიტომ, რომ ეს ბრაზი საკუთარ თავზე აქვს და მეტზე არაფერზე. დალეწილი ხელები ვერ განდევნის ამას, თავიდან ვერ მოაშორებს.

- მისი მზერით და სიტყვებიდან მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. ალბათ მისი პროვოცირება მოახდინე.

- უბრალოდ ვთქვი, რომ სახლში წასვლა მინდოდა, - უბრუნდება ომეგა, ნაკვთებს დასცქერის, რომელიც ერთი წუთით ნაცნობი ჩანდა.

ჯინი უკან იხედება, გრძნობს სიბრაზის ზვავში როგორ იხრჩობა. მინჯუ ისედაც პატარა იყო, თინეიჯერი ომეგა, მაგრამ ახლა თითქოს გამჭირვალეა - შეეხები და დაიმსხვრევა. ტკივილით მიჭედებული სკამზე ზის, თითებს იწვალებს, ტკივილითვე სავსე უზარმაზარი თვალებით შეჰყურებს. ჯინს ეჩვენება, რომ მსუბუქი ნიავიც საკმარისია იმისთვის, რომ ბიჭი ქვიშასავით გაიფანტოს. ყველა სხვა გრძნობა მყისიერად დუნდება, უკანა პლანზე იწევს, ახლა ალფას მხოლოდ მისი გულში ჩაკვრა და ზრუნვა უნდა, მაგრამ მაშინვე უკან იხევს, თითებს კუმავს, თავს ძლივს იკავებს. აკრძალულია. სჯობს ამაზე არ იფიქროს, გონებას დაბინდვის საშუალება არ მისცეს.

TraumWhere stories live. Discover now