Zwolf

283 46 24
                                    

სიმღერები:

თავის დასაწყისიდან ჩართეთ:

Beach house - space song

წვეულებიდან:

Titanium - Cover by Alexander Stewart

ვიჰოუპი:

Kat Dahlia - Gangsta (The First Station)

სახლში გაურკვევლობაში მყოფები ხვდებიან მინჯუს. მამის თვალებში გაყინული ასობით ჩუმი კითხვაა, მამიკოს დაბნეული ღიმილი და ნახევრად მძინარე ძმების თბილი ჩახუტებები. დერეფანში იჩოქებს, ბავშვებს ეხუტება, პიჟამოების საყელოებს ცხარე ცრემლებით ასველებს, უფრო ძლიერად იკრავს გულში, იქნებ ტკივილი შეუმსუბუქონ, ცოტათი მაინც. ჩახუტებები ტკივილს ვერ შველიან, პირიქით უფრო აუარესებენ. თუ ამ მომენტამდე უძლებდა, ახლა კაშხალი ჩამოიქცა ემოციური აფეთქებისგან, მაგრამ ეს არ არის ცრემლები, რომელებიც პატარა გარეუბნის ბინაში ადიდდნენ, არამედ კონცენტრირებული, წლების განმავლობაში დაგროვილი, სიმწრის სუნით, ყოველი ტკივილის კუთხიდან წამოსულები. ძმებს ძლივს შორდება, მისაღებში გადის, სახვევს იხსნის და დივანზე მჯდომი მხოლოდ ერთ რამეს ამბობს:

- დავიღალე. ძალიან დავიღალე.

ხუთი საათი გაუვალ სიბნელეში, სადაც ლამპიონებიც კი არ ანათებენ, რადგან სიბნელე, რომელმაც თვალები დაუბნელა შიგნიდან მოდის. ხუთი საათი ერთი მეორეს მიყოლებით სათითაოდ ანადგურებს ყველა უჯრედს. ხუთი საათი თეორიის უარყოფა, რომ თანამედროვე სამყაროში ყველაფრის საკუთარ თავში დამალვა ჯობია, რომ შენი ტკივლის ჩვენება ტაბუა, უბრალოდ ღრმად უნდა დამარხო - შენი პრობლემები არავის სჭირდება. მინჯუს მტკიცედ სჯეროდა ამის, მთელი ცხოვრება ნიღაბს ატარებდა, შეუღწევადობას ასახავდა, გრანიტი იყო. ყველას უღიმოდა : ოჯახს, მამას, ძმებს - ნათესავებს და არანათესავებს, ჟურნალისტებს, მომავალ ქმარს. იმდენს იღიმოდა, რომ ეგონა ერთ დღესაც სახის კუნთების სპაზმის შეიპყრობდა და სამუდამოდ ამ ცივი ღიმილით ივლიდა. თურმე მინჯუს უბრალოდ ადამიანი სჭირდება. ერთადერთი ვინც გაუგებდა, ახლა მის გვერდით დაჯდებოდა და ჩუმად იქნებოდა.

Traumحيث تعيش القصص. اكتشف الآن