Eins

586 54 19
                                    

,, კანონი ყველასთვის ერთია. სწორედ კანონებმა და მათმა დაცვამ მიიყვანა ტრაუმი კეთილდღეობამდე. კანონის უზენაესობის უარყოფას ვერავინ ბედავს. ასე იყო, არის და იქნება... "

- იმ გიჟებს რატომ უსმენ?- ცხრა წლის ბიჭი გადაბრუნებულ ყუთზე მჯდომ კაცთან მიდის და მის გვერდით, მიწაზე იკავებს ადგილს.

- რომც არ მინდოდეს, არ შემიძლია არ მოვუსმინო - ალფა იღიმება, - ყველა სპიკერიდან ყვირიან და პირს არ ხურავენ. მნიშვნელობა არ აქვს რამდენს დაამტვრევ, მაინც ახლებს დგამენ. და როგორც ამბობენ, იცნობდე შენს მტერს, - თბილად უღიმის ბავშვს და ყორნისფერ თმებს უჩეჩავს.

- ამასაც დავამტვრევ, - წარბშეკრული უყურებს ლაუდსფიქერს პატარა ალფა, - ღამით ბოძზე ავძვრები და დავამტვრევ.

- არ მინდა ერთ დღეს ჩამოვარდე და სპიკერის გატეხვის მაგივრად, რამე მოიტეხო.

- არ ჩამოვვარდები. და თუ მაინც ჩამოვვარდი ჰოსოკი დამიჭერს, - ამაყად პასუხობს ბიჭი.

- ჰოსოკს სულ ახლახანს მოურჩა გატეხილი მკლავი ამ გასვლის შემდეგ, - კაცი იცინის და თემას ცვლის: - მამიკო როგორ არის?

- ცუდად, - ბავშვი ჩუმად პასუხობს, - დღეს წამლის მოსატანად გახვალ?

- დონას ველოდები, უსაფრთხო გასასვლეს ეძებს. იმ ნაბიჭვრებმა ბოლო ხვრელიც ჩაკეტეს და ჯარისკაცები დააყენეს კედელთან.

- არ მაინტერესებს, - წარბები შეჭმუხნა ბიჭმა, - ჩემი ხერხებით გავიკვლევ გზას ჯარისკაცებში და მამიკოს წამალს მაინც მოვუტან.

- ძალიან ნუ აღელდები. ის ჩემზე მეტად არ გიყვარს, - ალფა თავის ვაჟს უღიმის, - ღამით წავალ, შენ კი მასთან იჯდები.

იმ ღამეს, იუონი , ჯონგუკის მამა, არსად გასულა. ლინი, ალფის მეუღლე, ალფების ამ დიალოგიდან სამი საათის შემდეგ გარდაიცვალა, ხანგრძლივ ავადმყოფობასთან ბრძოლაში დამარცხდა, რომელმაც ნელ-ნელა შიგნიდან შთანთქა. ომეგა სასაფლაოზე ძმის გვერდით დაკრძალეს, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა, ხელისუფლების სასტიკი რეჟიმის გამო.

TraumWhere stories live. Discover now