Achtzehn

377 49 45
                                    

სიმღერები:

The devil within-digital daggers

ვიჰოუფი:

Quand C'est (Stromae)

- შენთვის რამე დაისხი, - ქაი თავს პორტატული ბარისკენ იქნევს, რომელიც წყლით და როგორც ჩანს ალკოჰოლითაა გარშემორტყმული და ალფაც უზარმაზარ ჯაკუზში ჩაძირვას განაგრძობს.

მთელი იატაკი სავსეა ცარიელი ბოთლებით, სიგარეტის ნამწვავებით, რომლებიც პირდაპირ ფილებზე იყო ჩამწვარი და გახსნილი აბების პაკეტებით. სამი ომეგა საჩქაროდ აგროვებს ტანსაცმელს იატაკიდან, ნორმალურად ვერც იცვამენ და უკან მოუხედავად ტოვებენ აბაზანას. ლუ უკვე ნანობს რომ უფროსის შემოთავაზებით არ ისარგებლა და არ დალია, რადგან ქაი ფეხზე დგება და არც კი ცდილობს სიშიშვლის დამალვას, მისკენ მიდის. ალფის შიშველ სხეულზე წყლის წვეთები მიედინებიან, სველ თმას უკან იწევს და ბარიდან სუფთა ჭიქას იღებს.

- მომახსენე, გისმენ, - ქაი სასმელს ყლუპავს და ისევ ლუს უბრუნდება.

ლუ ჰანი ოცდაოთხი წლისაა, ალფა, რომელიც ხშირად ერევათ ომეგაში, მისი მყიფე და დელიკატური გარეგნობის გამო. ლუ ტურების ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, მათ ჩვიდმეტი წლის ასაკში შეუერთდა, ჯერ კიდევ მაშინ როცა ქაი ქუჩის ბანდებს ხელმძღვანელობდა. ცეცხლსა და წყალში ერთად გაიარეს, ძმებად ითვლებიან, მაგრამ ლუ ქაის მაინც უფროსს ეძახის.

- დიდი ალბათობით, მონაწილეობის მიღება მოგვიწევს ისეთ კრებაში, რომელშიც ყველა ქალაქის მეთაური იქნება, რომელიც, კონფედერაციის წესების მიხედვით, ყოველწლიურად იმართება და ამჯერად ის შენს გამო გაიმართება. რაღაც შესავალივით, - ამბობს ლუ.

- ჯანდაბაში წავიყვან მაგ წესებს, - ქაი ვისკის ამთავრებს და ისევ ბოთლს სწვდება.

- ეჭვიც არ მეპარებოდა ამ პასუხში, - მოთმინებით პასუხობს ლუ და ცდილობს მელნით დაფარულ მკერდს არ შეხედოს, მაგრამ საკუთარ თავს კარგავს, მზერას ქვევით ასრიალებს, ბრტყელ მუცელზე იშლება და დიდი გაჭირვებით, თვალებს ისევ თანამოსაუბრეს უსწორებს.

TraumWhere stories live. Discover now