ნამდვილი გრძნობა

263 26 14
                                    


-მიყვარხარ,-ისევ გაიმეორა ჯონგუკის ბაგეებმა და თვალები გაახილა,-სან ჰი.

-გუკ,-ღიმილს ვერ იკავებდა გოგონა და ფრთხილად ჩაიცინებდა ხოლმე,-მინდა, რომ შენი სიტყვები სერიოზულად მივიღო.

-ზუსტად ის ვიგულისხმე,რაც ვთქვი,სან ჰი,-ჯონგუკის თვალებში სილაღე და ბედნიერება იკითხებოდა,-და ეს ადრე უნდა მეთქვა,მაგრამ არ აღმოვჩნდი იმდენად მამაცი,რომ ეს შენთვის გამემხილა,მაპატიე.

-კარგია,რომ სიმამაცე მოიკრიბე,თორემ დიდი ხნით ვერ დაგელოდებოდი,-გაიცინა სან ჰიმ,რამაც ბიჭის გაღიმებაც გამოიწვია.

-ყველაფერზე ვიფიქრე და მივხვდი,რომ შენს დაკარგვას ვერასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს,ამიტომ გთხოვ,მომეცი კიდევ ერთი შანსი,რომ დაგიმტკიცო,თუ რაოდენ წრფელია ჩემი გრძნობა შენ მიმართ,-თქვა გუკმა და გოგონას დამატყვევებელი ღიმილით შეხედა.

განა ახლა იყო ფიქრის დრო?როდესაც ცხოვრება ახალ-ახალ შესაძლებლობებს წინ გიდებს.ბედნიერების გამო,იმ სიხარულის ხათრით,რომელსაც სან ჰი ჯონგუკის გვერდით განიცდის და იმ უსაზღვრო სიყვარულის დამსახურებით, რომელიც მათ ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ.

სან ჰი გაჩუმდა.რეალობის გაანალიზება არ ყოფილა ასე ძნელი არასოდეს.
გული გამალებით უცემდა და აჩქარებდა გოგონას,რომ ჯონგუკისთვის თანხმობა მალე მიეცა,მის გონებაშიც კი არ იყო ეჭვი იმასთან დაკავშირებით,რომ შეიძლება ბიჭი ტყუოდეს.ეს ყველაფერი რეალური იყო,სინამდვილე და რაც მთავარია,ამას ორივე გრძნობდა,მათ ერთმანეთი უყვარდათ.
უაზრობა იქნებოდა სან ჰის მხრიდან უარის თქმა,ასე არ არის?
სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ არ მოდის,მაგრამ იშვიათად თუა ისეთი, რომ მის გამო ბრძოლა და ტკივილის ატანა ღირდეს.
ამ ორი ადამიანის ცხოვრება არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი,მაგრამ მათ ერთმანეთი იპოვეს,შეუყვარდათ,ატკინეს, თუმცა ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი გაივლის,თუ გული წრფელი გრძნობითა და სიყვარულით ძგერს.

𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆Where stories live. Discover now