შენი წასვლა ჩემში დიდ დაღს დასვამს

230 26 4
                                    

-არ ვიცი,-ამბობს ჰოსოკი.
ნამჯუნის დაკითხვისგან უკვე თავი სტკივდება.

-როგორ,თუ არ იცი,-არ ნებდება ნაჯუნი და გაღიზიანებულ მეგობარს გვერდს უვლის რათა წყალი მოუტანოს და ცოტათი მაინც გამოსტყუოს სასურველი ინფორმაცია.-შენი ვერაფერი გავიგე.გუშინ ლამის აფეთქდი სიბრაზისგან,რადგან სან ჰი წასვლას აპირებს და დღეს მშვიდად ზიხარ და ტელევიზორს უყურებ.

-გთხოვ,ნამჯუნ,თავი დამანებე,-ისევ მშვიდად განაგრძობს მეგობრის თავიდან მოშორებას ის.

-რა ხდება?-მისაღებ ოთახში თეჰიონი შემოდის,ხელში ჩიფსებით სავსე თასუ უჭირავს,-რატომ წუწუნებ,ჰოსოკ?

-ნამჯუნმა თავი მომაწყინა,-ამბობს ბიჭი და ტელეფონს იმარჯვებს.თეჰიონი ცისფერთმიანს უყურებს მომლოდინე სახით.

-მე ვცდილობ გავარკვიო რჩება,თუ არა სან ჰი კორეაში,რადგან ჰოსოკი ძალიან წყნარადაა.-სწრაფად რჩება სათქმელს ბიჭი და სავარძელში თავსდება.

-ამაზე იღლიდი თავს?-დაინტერესდა თეჰიონი,-პირდაპირ სან ჰის რატომ არ კითხავ?-ნამჯუნს სახე გაუბრწყინდა და სწრაფად წამოფრინდა ადგილიდან.

-კარგი რა,თეჰიონ,სან ჰის სიურპრიზის გაკეთება უნდოდა,რა ჯანდაბად არ ჩუმდები?-წამოაყვირა ჰოსოკს.

-მე რა ვიცოდი,შენს დახმარებას ვცდილობდი,-გაბრაზდა თეჰიონი, ოთახიდან გავიდა და ჰოსოკს მიაძახა:-უმადური.

ჯონგუკი,რომელიც სახლიდან გასვლას აპირებდა მათი საუბარი მოისმინა.თავი უცნაურად იგრძნო.
ჰოსოკი სან ჰის საუკეთესო მეგობარია,მაგრამ ბოლო დროს ისინიც საკმაოდ დაახლოვდნენ იმისთვის,რომ სან ჰის ჯონგუკისთვის ეთქვა დარჩენას,თუ აპირებდა.
დღეს მშობლებთან დარჩენას აპირებდა,ხვალ კი გოგონასთან ლაპარაკს, მაგრამ მანამდე მოთმინება სჭირდებოდა. რაღაც უნდა მოეფიქრებინა საბაბად,რომ შეხვედროდა.
გზაში რამდენიმე საათი დაჰყო,რომ მშობლიურ კერამდე მისულიყო.

𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆Where stories live. Discover now