ნეტავ,ოდესმე შენც შეგიყვარდები?

241 29 5
                                    

ხალხოო..კომენტარები მჭირდება. ჰეჰე.🌝💫🧡🥰

ყველაფრის გათვალისწინებით სან ჰიმ გვიანობამდე დაძინება ვერ მოახერხა და თავისთავად ვერც ადრე გაღვიძება.

-სან ჰი,შვილო,-ტკბილად ეძახის ბებო და ნელა არწევს შვილიშვილს.

-ბებო,დამაძინე,გთხოვ,-ადგომა უჭირს სან ჰის,რაც ძალიან იშვიათად ხდება. ალბათ,ჰაერის ბრალია.

-ვიღაც,ლამაზი ახალგაზრდები მოვიდნენ შენთან ჰოსოკთან ერთად,-უჩურჩულა ბებომ და ოთახი დატოვა.

ვიღაც..ლამაზი..ახალგაზრდები?

სან ჰი დენდარტყმულივით წამოფრინდა ფეხზე და ასეთივე სისწრაფით ჩაირბინა ქვევით.

-აქ რა ჯანდაბას აკეთებთ?-შეჰყვირა მან.უმალ მიიქცია ბიჭების ყურადღება,რომლებიც მისაღებში ისხდნენ და ბებოს გამომცხვარ ნამცხვარს მიირთმევდნენ.

-როგორი სტუმართმოყვარეობაა,- განკიცხვით ჩაილაპარაკა ბებომ და ბიჭებს მაგიდაზე წვენით სავსე ჭიქები დაულაგა.

-სან ჰი,-თბილად დაუძახა ჰოსოკმა,ადგა და მეგობარს მთელი ძალით ჩაეხუტა,-როგორ მომენატრე,-გოგონა ნეტარებით გაიტრუნა მის მკლავებში.ახლაღა მიხვდა ჰოსოკთან ჩახუტების ფასს.

-მეც მომენატრე,ჰოს,-დაიჩურჩულა სან ჰიმ.

დივანზე სამი ბიჭი იჯდა.ბედნიერი,ჯიმინი და შუგა,რომელსაც სახეზე ძალდატანება ეხატა.სან ჰიმ კარებისკენ გაიხედა,იქ არავინ ჩანდა.
არ უნდოდა მოეკითხა,მაგრამ მასზე ფიქრობდა.
ბიჭები მხიარულები ჩანდნენ,მითუმეტეს ბედნიერი და ჯიმინი,რადგან ახალ გარემოში ყოფნა უხაროდათ,თანაც აღფრთოვანებით დათანხმდნენ სან ჰის დახმარებაზე,როდესაც გაიგეს,რომ მას ყვავილების მაღაზიისთვის უნდა მიეხედა.

გოგონამ პიჟამა გამოიცვალა და ისევ მისაღებში დაბრუნდა.

-აბა,რამ მოგაფიქრათ ამ სიშორეს წამოსვლა?-იკითხა ნამცხვის ჭამასთან ერთად სან ჰიმ.

𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆Where stories live. Discover now