შენი სახელი

254 26 21
                                    

სან ჰი მისაღებში დაბრუნდა და ადგილი იუნგის გვერდით დაიკავა.

-ალბათ,სკოლაში გაიგო,-ჯიმინი და ჰოსოკი ცალკე საუბრობდნენ.

-მეც ასე ვფიქრობ,-პასუხობს ჰოსოკი.

-ბიჭებო,-ყველას ყურადღებას იქცევს სან ჰი,-ეს როგორ მოხდა?

-კარგად ჩვენც ვერაფერი გავიგეთ,- ამბობს ნამჯუნი,-მაგრამ ღმერთს მადლობა,რომ სერიოზული არაფერია.

რამდენიმე წუთში მეორე სართულიდან კარის დაკეტვის ხმა მოისმა.ყველამ კიბის მიმართულებით გაიხედა,რომელზეც სონია აუღელვებლად,მკრთალი ღიმილით მოაბიჯებდა.სან ჰის გულში ისარივით მოხვდა გოგონას უცოდველი სახე და სიხარულისაგან აკიაფებული თვალები.
თეჰიონმა,როგორც კი შეამჩნია სან ჰის მტკივნეული გამომეტყველება, მაშინვე ჩასჭიდა მარჯვენა ხელი და გაუღიმა მას.

გოგონა ბიჭებს დაემშვიდობა,მადლობა გადაუხადა მათ იმისათვის,რომ ჯონგუკის ნახვის უფლება მისცეს და სახლიდან გავიდა.

-წავალ ჯონგუკს ვნახავ,-ამბობს ჯიმინი და სწრაფად შორდება უხერხულობაში გამომწყვდეულ მეგობრებს.

-რას ნიშნავდა ეს ღიმილი?-იკითხა ჯინმა ჩუმად,მაგრამ ისე,რომ ყველას გაეგონა.

-კარგს არაფერს,-უბრუნებს პასუხს ნამჯუნი.

-ვისთვის როგორ,-ამბობს იუნგი და მხრებს იჩეჩს,როდესაც რამდენიმე წყვილი თვალი მის გაბურღვას იწყებს,შესამჩნევად იღიმის ის.

-სან ჰი,-ეძახის ჯიმინი გოგონას,-ჯონგუკს შენი ნახვა უნდა,-მაგრამ წამალმა მოქმედება დაიწყო და მალე ჩაეძინება.

-კარგი,ჯიმინ,-სან ჰი ნელა მიიწევს ჯონგუკის ოთახისაკენ.ახლა ნამდვილად არ უნდა მასთან საუბარი და თუ მას სძინავს ეს ძალიან კარგი იქნება.სან ჰი თავიდან ვერ იშორებს სონიას ღიმილს,რომელიც ნამდვილად ბედნიერებისაგან იყო გამოწვეული და რაც უფრო მეტს ფიქრობს ამაზე,მით უფრო არ უნდა ჯონგუკის დანახვა,ხოლო,როდესაც ის ოთახში შედის ჯონგუკის დახრჩობის სურვილი მაქსიმუმს აღწევს,მაგრამ მისი მძინარე,მშვიდად მფშვინავი სახის შემჩნევის შემდეგ წარმოუდგენელია ადამიანი არ მოლბეს,-ჯონგუკ,შენი არ მესმის,-ამბობს სან ჰი და საწოლის გვერდით მდებარე სავარძელზე იკავებს ადგილს,-ნეტავ,შემეძლოს ყველაფრის გაგება.

𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆Where stories live. Discover now