როდიდანაა სიმართლე ასეთი მწარე?

281 25 44
                                    

შოკში ვარ!!

-ჯონგუკ...-სან ჰის სიტუაციას იაზრებს და ჯონგუკის მკლავებისაგან თავის დაღწევას ცხილობს,მას არაფერი გამოსდის.ის ძლიერია,ყველა ასფექტით,მაგრამ,როდესაც საყვარელი მამაკაცის მკლავებში ნებივრობა ასეთი სასიამოვნო და თავბრუდამხვევია შენი ძალები უკანმოუხედავად გტოვებენ.

-გაჩუმდი,-ამბობს გუკი და აგრძელებს პროცესს,რომელიც გამოხატავს:
სურვილს,სიყვარულს და იმ გრძნობას,რომელცას გუკი ახშობდა მთელი ეს დრო.
ლი სან ჰი კი ხვდებოდა,თუ რატომ ინიღბავდა ჯონგუკი თავს შეყვარებულით.

საბოლოოდ,ბიჭმა მოახერხა სან ჰის გაშვება და მისგან დისტანციის დაკავება,მაგრამ სურვილი,რომ შეხებოდა ისევ,თავშეუკავებლად და ხარბად, არსად მიდიოდა,მას კი უწეევდა შეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ ცდუნებას.

-გუკ,-თბილად თქვა სან ჰიმ,-ვხვდები,რომ ეს შემთვის სულაც არ არის ადვილი გადასაწყვეტი,-როგორც არ უნდა გაუჭირდეს ჯონგუკს სან ჰი მის გვერდით იქნენა,ეს აშკარაა და ბიჭი ამას ხვდება.

-მე თავიდანვე მქონდა გრძნობა შენს მიმართ,მაგრამ ვერ ვხვდებოდი ამ ყოველივეს,-აღიარებს გუკი და მას გულზე ეშვება,უზარმაზარ ლოდს იშორებს,-არ ვიცი,რატომ შემოვაბრუნე სიტუაცია ისე,თითქოს შენს მიმართ არანაირი სიმპათია გამაჩნდა,არადა სულ პირიქით იყო,-ისინი ერთმანეთს თვალებში უყურებენ.

-ჯონგუკ,-უახლოვდება სან ჰი მას და არ წყვეტს თვალით კონტაქტს,- იმედია, იცი,რომ ამ აღიარების შემდეგ თავიდან ვერ მომიშორებ.

-არც მინდა შენი თავიდან მოშორება,-გამომწვევად ამბობს გუკი,-მეტიც,მინდა,რომ ჩემს გვერდით მყავდე,როგორც ადამიანი,რომელსაც ვერავის დავუთმობ,მაგრამ..

-არა,-აწყვეტინებს სან ჰი მკაცრი მზერით,-არ მინდა,მოვისმინო,რომ არსებობს ჩვენს ურთიერთობაში სიტყვა-"მაგრამ".-ღრმა სუნთქვით მოძრაობებს აკეთებს ის,- ჯონგუკ,არაერთხელ მაქვს ნათქვამი ჩემი გრძნობების შესახებ და არ ვაპირებ,ეს დიდი დროით შევიანხო გულში.

𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆Where stories live. Discover now