ის,რაც გვაცინებს,ჩვენს ატირებასაც იწვევს

257 25 0
                                    

როდესაც რამე არ ვიცით და გვინდა გავიგოთ,თუ რატომ.ქვეცნობიერი იწყებს ყველა შესაძლო ვარიანტის მოფიქრებას, მაგრამ ჩვენ,ბოლოს,მაინც ვერ ვიღებთ სასურველ პასუხს.

ხომ უნდა არსებობდეს მიზეზი რატომაც სძულს დიბეის სან ჰი ასე ძლიერ.ერთ დროს ისეთი მოსიყვარულე და თავაზიანი ადამიანი,მონსტრად იქცა.ამ ყოველივეს ახსნა უნდა ჰქონდეს.
ღამის ორი საათია.
სან ჰი საწოლიდან წამოდგა,ფეხზე სახვევი გამოიცვალა და გასასვლელად მოემზადა. ქმედება,რომელსაც ცოტა ხანში ჩაიდენდა არ იყო ადვილი.
მთელი ცხოვრება გულის ტკენას გაურბოდა.დიბეიმ როგორღაც მოახერხა და დაამსხვრია კედელი მასსა და სან ჰის შორის,მაგრამ მოგვიანებით ისევ თავისი ხელით ააგო,თანაც ძალიან მყარად.

სან ჰი პარკში,ბაიკთან გაჩერდა,ჯიბიდან მობილური ამოიღო და მანამ,სანამ ზარს გაუშვებდა რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა.

-შეგიძლია შევხვდეთ?-იკითხა ყურმილის აღებისთანავე.

-სად?-არ ჩამორჩა ისიც და ცივი,უხეში ტონით იკითხა.

-სკვერში,ჩემს სახლთან ახლოს,-წინადადება დაამთავრა,თუ არა გათიშა სან ჰიმ და დანიშნულების ადგილისაკენ წავიდა.

დიბეის მთელი ნახევარი საათი ელოდებოდა.რამდენიმე წუთი იმასაც ფიქრობდა,არ მოვაო,მაგრამ ფიქრები ბაიკის ნაცნობმა ხმამ გაუფანტა,რომელიც მთვარის შუქზეც კი ბზინავდა.
ბიჭმა მოტოციკლი შესასვლელთან გააჩერა,ჩაფხუტი ზედ შემოდო და ყველანაირი მისალმების გარეშე სან ჰის გვერდით მოკალათდა.

-რა გინდოდა?-იკითხა ჩუმად ჩაფრენილი წუთების შემდეგ.განა არ იცოდა,რომ ერთ დღეს ეს მომენტი დადგებოდა?მათ ხომ ყველაფერი ჯერ კიდევ გასარკვევი აქვთ.დაშორება სიტყვების გარეშე,ძალიან დამაბნეველი მოვლენა,რომელიც ვერც ერთმა დაივიწყა.

-რაღაც მინდოდა მეკითხა,-ჩაახველა და ხმა ჩაიწმინდა სან ჰიმ.რთულია წარსული ტკივილის გახსენება.ის,თითქოს ხელმეორედ გტკენს,-რატომ გძულვარ ასე ძლიერ?-უსასრულობაში იყურებოდა ის.

𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆Where stories live. Discover now