ვუყვარვარ,თუ არ ვუყვარვარ?

268 31 44
                                    

ცოცხალი ვარ,ხალხო😂💫

სამწუხაროა,მაგრამ ცხოვრებაში ყველა დაღმართ აღმართი მოჰყვება.
წვიმის შემდეგ ისევ გამოანათებს მზე,მაგრამ ამ დიდ,კაშკაშა მზესაც ღრუბლები გადაფარავენ ხოლმე.

ლი სან ჰი,გოგონა,რომელმაც შეიყვარა,გულგატეხილი დარჩა და უკვე აღარ ადარდებს შეამჩნევს მის ცრემლებს გარშემომყოფი ადამიანები,თუ არა.ისინი ხომ მაინც იმას ხედავენ,რაც უნდათ და აწყობთ?

რა აზრი აქვს სიყვარულს,თუ ის მხოლოდ ცრემლებს,ზიზღს და უბედურებას მოიტანს?
როგორები ვიქნებოდით ადამიანები გრძნობების და განცდების გარეშე-მოსიარულე მკვდრები?!

ყველა კაცმა,რომელიც ლი სან ჰის საკუთარ თავზე მეტად უყვარდა,დატოვა.

მამამისი-სამუდამოდ წავიდა.
დიბეიმ-უპატიებელი შეცდომა დაუშვა,ახლა კი ჯონგუკმა საბოლოოდ გაანადგურა.

ჰოსოკის საუბარი წვერ მოტეხილი ფანქრით ხატვას გავდა,სამ ჰის არაფერი ესმოდა,მხოლოდ ერთ წერტილს მიშტერებოდა და ღაპა-ღუპით სცვიოდა ცხელი ცრემლები ღაწვებზე.
ჰოსოკიც არ ჩანდა კარგ მდგომარეობაში,მაგრამ მას ხომ არ გამოუცდია ეს საშინელი გრძნობა,რასაც ახლა სან ჰის გული განიცდის?!
ჰოსოკი სწორად მოიქცა,რა თქმა უნდა,ადრე უნდა გაეკეთებინა ეს,მაგრამ ის სწორად მოიქცა.
საბოლოოდ,მეგობარი სახლში მიიყვანა და თვითონაც მასთან დარჩა,რადგან სან ჰის ამ მდგომარეობაში მარტო ვერ დატოვებდა.

ლი სან ჰიმ მთელი დღე მარტომ გაატარა საძინებელოთახში,ტირილის და მოთქმის გარეშე,მხოლოდ ეძინა.
ჰოსოკიც არ აწუხებდა,ის მისაღებ ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა მანამ, სანამ ნამჯუნმა არ დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა,მაგრამ ჰოსოკმა მიზეზები აუხსნა და ნამჯუნმაც გადაწყვიტა სან ჰისთან მისულიყვნენ.

ერთი საათი არ იქნებოდა გასული,მთავარ კარზე დააკაკუნეს,ჰოსოკმა ბიჭები სახლში შეიპატიჟა და ყველა მისაღებში განათავსა.

𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆Where stories live. Discover now