განა შემიძლია ამის უარყოფა?

238 26 26
                                    

ეს თავი არც მე მჯერა...😂♥️

რბოლა დილის ხუთ საათამდე გაგრძელდა.როგორც ბანდის ლიდერმა თქვა სან ჰის ყველა ისე ერკინებოდა,როგორც საკუთარ თანამოძმეს,ამიტომ ბრძოლა გამარჯვებისთვის სახალისო გამოდგა.
დაღლილი,ძალაგამოცლილი გოგონა სახლში წავიდა და კარგად გამოიძინა,რადგან მეორე დილით სკოლაში წასვლას ნამდვილად ვერ მოახერხებდა.

უცნაურია,მაგრამ ლი სან ჰი არავის შეუწუხებია შუადღემდე.მერე კი სახლში ჰოსოკმა,ბედნიერმა და ჯინმა მიაკითხეს.

-როგორ ხართ,ბიჭებო,-ახალგაღვიძებულს ჰგავს სან ჰი.

-კარგად ვართ,სან ჰი,-ამბობს ჯინი,-შენი ნახვა მოგვინდა,რადგან სკოლაში არ იყავი.

-თავს შეუძლოდ ვგრძნობდი ამ დილით და გადავწყვიტე დავრჩენილიყავი,-ამბობს სან ჰი და ისეთ სახეს იღებს ჰოსოკის გარდა ყველას სჯერა.

-ამ საღამოს მოხვალ,არა?-კითხულობს ბედნიერი.

-აუცილებლად მოვალ,-ჰპირდება სან ჰი და ნამჯუნს უღიმის.

                ***
  
საღამო ხანს სან ჰი შეკრებაზე მივიდა. მართალია გადაწყვიტა,რომ ჯონგუკისა და სონიას ბედნიერებით უნდა გაეხარა,მაგრამ  გულის სიღრმეში მათი აკუწვის სურვილი სჭამდა,რადგან გუკი პაემანზე წასული დახვდა.
თეჰიონი სან ჰის მდგომარეობაში შედიოდა და ზედმეტადაც აბუქებდა,ამიტომ მას გვერდიდან არ სცილდებოდა და ყველა სურვილს უსრულებდა,რადგან ფიქრობდა,რომ ამით გოგონას გულს გადააყოლებინებდა და ტკივილს შეუმსუბუქებდა,სან ჰი ამას ნამდვილად აფასებდა.

ახლა ისხდნენ მეგობრები წრეზე და ერთმანეთს შეკითხვებს რიგ-რიგობით უსვამდნენ.

-სან ჰი,როდის მოგივიდა ბოლოს აზრად კორეის დატოვება?-იკითხა ჯიმინმა.

-გუშინ,-დაუფიქრებლად უპასუხა სან ჰიმ.

-ნამჯუნ,-მიმართავს თეჰიონი,-ვიცი,რომ შენი ზედმეტსახელებიდან ყველაზე მეტად "ბედნიერი" მოგწონს,მართალი ვარ?

𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆Where stories live. Discover now