პროლოგი

815 37 2
                                    

სკოლა მაფერხებს,მაგრამ სწავლა მიყვარს.

უცხოეთიდან მის გამო დავბრუნდი.არ ვნანობ,რადგან მეგობრებს მოვინახულებ.

დედა ყოველთვის ამრეზით უყურებდა ჩემს ჰობს,ამის მიუხედავად შევძელი და მამას საქმიანობა გავაგრძელე.

მოგზაურობა მას შემდეგ შემიყვარდა,რაც თეთრთმეტი წლის ასაკში სოფელში წავედით.
მამასთან ერთად არასოდეს გავსულვარ მარტო,ისიც სეულისგან შორს,მაგრამ იმ დროის მოგონებები მუდამ ჩემი ფავორიტია.

მამა,ის ჩვენი ერთ-ერთი თავგადასავლის
დროს დაიღუპა,როდესაც ქუქის კუნძულზე გამგზავრება გადავწყვიტეთ.

დილით ამაღლებულ განწყობაზე მყოფი მაღვიძებს და მეუბნება,რომ თვითმფრინავის ბოლო ორი ბილეთი იყიდა,თითქოს ბედიაო.

დედა არასოდეს მოგვყვებოდა,რადგან ფიქრობდა,რომ მეტი დროის ხარჯვა არ არსებობდა,ამიტომ გვიწევდა მარტო წასვლა.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ,მამამ ძლიერად ჩამჭიდა ხელი,მეც მომღიმარმა ავხედე და ბორტზე ავედით.

ოთხი საათი,ან უფრო მეტი იქნებოდა გასული.თავი მამას მხარზე მედო და მშვიდად მეძინა,მაგრამ ხალხის მაღალმა  ხმამ ძალიან შემაშინა.

შავებში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი თვითმფრინავს დაპატრონებოდა და მგზავრებს იარაღს უმიზნებდა.

ალბათ,იმ წუთს ისეთი შეშინებული ვიყავი ტირილიც დამავიწყდა.
ჩემს თავს ვამხნევებდი-"არაფერი მოხდება-თქო" და ზუსტად მაშინ,როდესაც თვალები გავახილე მარცხენა ხელზე თბილი სითხე ვიგრძენი.

კანკალმა ამიტანა,ვერაფერს ვაცნობიერებდი.

კივილის და გოდების ხმები ყოველი მხრიდან მესმოდა,ყურები მიწუოდა,გული კი საგულედან გადმოხტომას ლამობდა.

სისხლი,თითქოს გამიცივდა და მოგვიანებით გაიყინა,ვეღარ ვგრძნობდი თბილი სითხის სიმხურვალეს მტევანზე.თვალები მეხუჭებოდა.

მამამ სწორედ მაშინ სული განუტევა.
ბედნიერი მოკვდა,ჩემს გვერდით.

მას შემდეგ არაფერი მახსოვს,
ჩემს საძინებელში გავიღვიძე.

ფოიეში უამრავი თეთრებში ჩაცმული ადამიანი იდგა.

დედასთან მივირბინე,თვალცრემლიანი იყო,ვკითხე-"რა უნდა უცხო ხალხს ჩვენს სახლში-მეთქი." პასუხი არ დამიბრუნა.

და მივხვდი-მამასთან ერთად ვეღარასდროს ვიმოგზაურებდი.

რამდენიმე წლის შემდეგ დიდი ძალისხმევის და ტანჯვის შემდეგ,გადავწყვიტე რომ ჩემი მდგომარეობა მამას გულს ძალიან დასწყვეტდა,ამიტომ თვითმფრინავის ბილეთები ვიყიდე და იტალიაში გავემგზავრე.

ორი ბილეთი-ჩემთვის და მამასთვის.

პოპკორნს და ჩიფსებს არ ვითხოვ,მაგრამ მინდა,რომ ისიამოვნოთ😉😘

𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆Where stories live. Discover now