ახალი შესაძლებლობა?

223 26 20
                                    

რადგან თოვს,ეს თქვენ ახალი თავი
😅🥰

ხომ იცით,ნათქვამია-სიყვარული ყველა დაბრკოლებას გადალახავსო.ნაწილიბრივ ეს სენტენცია რეალური და დამაფიქრებელია,მაგრამ მაშინ,როცა სიყვარულზე შენ თვითონ ამბობ უარს,სიტყვები უბრალოდ ჰაერში გაიფანტება,აორთქლდება.

კოცნა,ის აუცილებელი კომპონენტია ურთიერთობაში,რომელიც ამჟღავნებს გრძნობებს საუბრის გარეშე,როცა შეგიძლია დახუჭო თვალები და უბრალოდ მიენდო შეგრძნებებს,თითქოს ღრუბლებზე დადიხარ და ისღა დაგრჩებია ინავარდო,მაგრამ სან ჰის არ უგრძვნია სინავარდე,არც სურვილი,რომ ეს გაგრძელებულიყო,რადგან რა გარანტია ჰქონდა,რომ ჯონგუკი იმავეს წუხელ სონიასთან არ აკეთებდა?!
გოგონას სიბრაზის ცეცხლი მოედო მთელს სხეულზე,ჯონგუკს ხელი ჰკრა და უხეშად მოიშორა.

-რა ჯანდაბას აკეთებ?-იყვირა სან ჰიმ,-გგონია,ყველაფერი შეგრჩება,ჯონგუკ?როგორც არ უნდა მიყვარდე არ მოგცემ ჩემი გათელვის საშუალებას,-წამით ხელები მუხლებს დააყრდნო და თავი რამდენჯერმე შეარხია,-არ მინდა,რამე საერთო გვქონდეს!-თქვა საბოლოოდ სან ჰიმ და ოთახი გადაკვეთა გარეთ გასასვლელად.

ჯონგუკი დაბნეული,სამყაროსგან მოწყვეტილი დავარდა მუხლებზე და თავი ხელებში ჩარგო.რამდენიმე წუთი მსგავს პოზიციაში მყოფს გონება,თითქოს გადაუტრიალდა,ჩაწითლებული თვალები ერთ წერტილს მიაპყრო კედელზე და ჩუმად ჩაილაპარაკა:-"რა გავაკეთე!"

როდესაც გონს მოვიდა ღამის ორი საათი იყო,იატაკიდან წამოდგა და წონასწორობის შესანარჩუნებლად დივანს დაეყრდნო.

-ამის დედაც,-იყვირა და დივანზე ლამაზად დალაგებული ბალიშები,ორივე ხელით,ძირს გადმოყარა.ემოციურად დაღლილს ენერგია აღარ ჰქონდა და საძინებელ ოთახში გავიდა,რომ დაესვენა.
ჯონგუკი მიხვდა,რომ მისი შეცდომის უკან შიში იმალებოდა.შიში იმისა,რომ მარტო დარჩებოდა მაშინ,როდესაც სიყვარულისაგან გონება ჰქონდა არეული. არ უნდოდა,რაიმე შეცდომის გამო ბოლოს მარტო აღმოჩენილიყო.ალბათ,ის ფიქრობდა,რომ სან ჰი ისეთი ძლიერი პიროვნებაა,რომელსაც ჯონგუკის მიტოვება ყოველგვარი სინანულის გარეშე შეუძლია,მაგრამ რატომ არ დაფიქრებულა აქამდე გოგონას გრძნობებზე?რატომ არ დაფიქრებულა,რომ შესაძლოა სან ჰის ისე ძლიერ უყვარს გუკი,რომ მის მიტოვებას ვერ შეძლებდა გული ათას ნაწილადაც რომ დაეფლითა მისთვის?!
ახლა კი მართლა დაკარგა ის,ვის შესანარჩუნებლადაც წამოიწყო ეს ფარსი.
ჯონგუკი დაიღალა სიყალბით და უბრალოდ დაიძინა.

𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆Wo Geschichten leben. Entdecke jetzt