ბერმუნდის სამკუთხედი

270 28 1
                                    

კითხვა:-როგორ მოგწონთ?

ყველაფერი ადვილია.
სან ჰი ჰოსოკთან მივა,ეტყვის სიმართლეს და ყველა ბედნიერი იქნება.

შემდეგ ეტყვის,რომ დიბეიმ ზაფხულზე ინახულა:სისხლისმღვრელი რბოლა მოაწყვეს,რომელშიც სანი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდის.ამის მერე იტყვის,რომ უფრო სახიფათო რამდენიმე კვირაში იგეგმება,რომელშიც გადარჩენის შანსი მინუსებშია.ეს საუბარი ჰოსოკი ბედნიერი ღიმილით ნამდვილად არ დამთავრდება.

სან ჰიმ მძიმედ გადაყლაპა მისი საიდუმლო და სკოლაში შევიდა.
ტყავის ქურთუკის საკიდზე დაკიდების შემდეგ,ორიოდე წიგნი,რომელი ხელთ ჰქონდა კარადაში შეაგდო და საკლასო ოთახში შევიდა.

ისევ უჩვეულო სიწყნარე იყო გარშემო.
ამის მიზეზი ჯონგუკი არ შეიძლება იყოს,სან ჰის პირობას ვერ დაარღვევდა.

"-თუ სკოლაში არავის სცემ,მე წაგიყვან რბოლაზე,მაგრამ,თუ გავიგებ,რომ.."

"-არავის ვცემ,მანამ,სანამ რბოლა არ დასრულდება,მაგრამ მხოლოდ სკოლაში."

პირობა ასეთია და ჯონგუკი სერიოზული ჩანდა.

ყიჟინა ატყდა,ხმა ყველა მხრიდან ისმოდა.

კლასის ფანჯრიდან სკოლის ჭიშკარი ჩანდა,რომელიც ფართოდ გაიღო.მის უკან ბავშვები ჩანდნენ,ბრბო უზარმაზარი იყო და მასში ჯონგუკს სისხლიანი მაისურით ადვილად გაარჩევდი.
მას უკან ბედნიერი მოჰყვებოდა,ცისფერი თმის რამდენიმე ღერი წითელი ჰქონდა.
ჰოსოკს კი ხელიდან სისხლი სდიოდა,აშკარაა,რომ ვიღაცას დაარტყა.
სახეები უემოციო ღიმილით ჰქონდათ დაფარული.

სან ჰიმ ამოიოხრა.ჰოსოკი სულ გადაირია?
ნამდვილად გაბრაზდა,თვალებში წითელი სისხლძარევები მკვეთრად გამოჩნდა,საფეთქლებზე კი ვენები დაიბერა.ჰაერი შემოელია,ყოველთვის ასე არ უნდა ხდებოდეს,როდესაც ბრაზობს.ის ფანჯარას აღებს და ღრმად სუნთქვას იწყებს.ბრბო უკვე სკოლაში მემოვიდა,და რამდენიმე წუთში საკლასო ოთახებიც გაივსო.

𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆Where stories live. Discover now