20 თავი.

504 41 2
                                    

სახლში შევედით. ყველანი მისაღებში ისხდნენ. მხოლოდ ლუი გადი-გამოდიოდა. როგორც კი დამინახა მაშინვე მომვარდა და გადამეხვია. მეც ძლიერად მოვხვიე ხელები.
- სად იყავი?! კინაღამ გული გამისკდა!_ მითხრა გაბრაზებულმა ლუიმ.
- ლუ...შენ მას ვერ ხედავ?_ გვერდზე გავიხედე და ზეინს შევხედე.
- რა თქმა უნდა ვხედავ._ ღიმილით მითხრა და ზეინს სახეში ოდნავ გაარტყა. თან უღიმოდა. ზეინის იღიმოდა.
- თუ ხედავ რატომ გაქვს ეგეთი რეაქცია?_ გაოცებულმა ვკითხე. ნუთუ მათ იცოდნენ ზეინი რომ ცოცხალი იყო და მე არაფერი მითხრეს?!
- ყველაფერს მოგიყვებით._ მითხრა ზეინმა. დივანზე დამაჯინა და გვერდით მომიჯდა.
ის იყო ზეინს საუბარი უნდა დაეწყო რომ ჩემმა თვალებმა უცხო სახე დაინახა და მეც მასზე გადავიტანე ყურადღება. სამზარეულოდან ერთი გოგო გამოვიდა. შავგვრემანი იყო და რატომღაც ჩემი ტანსაცმელი ეცვა. ერთ ხელში პიცა ეჭირა და გემრიელად მიირთმევდა მეორე ხელში კი ჩემი ფორთოხლის წვენი. ეეეე! ჩემი წვენი!
- შენ ვინ ხარ?_ ოდნავ გაბრაზებულად გამომივიდა თქმა. ალბათ იმიტომ რომ არ მიყვარს როცა ჩემს ნივთებს ეხებიან. გოგომ პირი გააღო და რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ ზეინმა დაასწრო.
- ეს ამარაა. ახლავეს მოგიყვები ყველაფერს._ ცოტა ანერვიულდა.- ხომ გახსოვს კოცნა რომ გთხოვე შემდეგ კი ლუის დავემშვიდობე და თვალები დავხუჭე._ მახსოვს. მაგას რა დამავიწყებს. დავეთანხმე და თავი დავუქნიე.- მეგონა რომ ვკვდებოდი მაგრამ უბრალოდ ბევრი სისხლის დაკარგვის გამო გონება დავკარგე. როცა გონს მოვედი პატარა ოთახში, საწოლზე ვიწექი. თავზე კი ამარა მადგა. ჭრილობას მიმუშავებდა._ ამარას გავხედე რომელიც თავჩახრილი იდგა. ალბათ ყველაფერი გაახსენდა.- ყოველდღე ჩემთან ერთი ბიჭი შემოდიოდა...
- დერეკი_ ჩაერთო ლუი.
- რა?! დერეკს ჰყავდი?_ გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. ეგ ნაბიჭვარი!
- ხო. ყოველ დღე მიყვებოდა თქვენს შესახებ და იმასაც მეუბნებოდა რის გაკეთებას გიპირებდათ თქვენ. ისიც კი მითხრა რომ ნაილი და ჰარი მოკლა._ ნაილს და ჰარის გავხედე.
- დავუხატავ მაგ ნაბიჭვარს._ ღიმილით თქვა ნაილმა.
- შემდეგ მითხრა რომ... რომ შვილი გყავდა და მას ჩემი სახელი დაარქვი...თ._ დაამატა და ლუის გახედა. თვალები ამიცრემლიანდა.- მაგრამ როცა გავიგე რომ მუცელი იმ...იმ სირმა მოგიშალა ძალიან გავმწარდი._ ღრმად შეისუნთქა ჰაერი.- ამ დროის მანძილზე ყოველთვის ვცდილობდი გამოქცევას. ორჯერ გამოვიქეცი კიდეც. მაგრამ ორივეჯერ დამიჭირეს._ მაიკა აიწია და ორი ნაიარევი გვანახა.- რომ დავეჭირე ორივეჯერ მესროლეს. ბოლოს მე და ამარა ერთად გამოვიქეცით. სახლში რომ მოვედი არ დამხვდი. ყველას უცბათ ავუხსენი ყველაფერი. როცა გიკითხე ლუიმ მითხრა რომ გარეთ გახვედი.
- როცა დაგირეკე არ მიპასუხე._ გაბრაზებულმა შემომხედა ლუიმ.
- ყველა შეგვაშინე._ ჰარიც გაბრაზებული იყო.
- მე მივხვდი სადაც იქნებოდი და ჩემი ვარაუდიც გამართლდა როცა მინდორში დაგინახე._ დამნაშავისავით ჩახარ თავი ზეინმა.
- კი მაგრამ ლუი_ ლუის გავხედე- შენ მისი საფლავი მანახე.
- იმიტომ რომ ვერ გითხარი ზეინის ცხედარი რომ ვერ ვნახეთ და გადავწყვიტე რომ ცხედრის გარეშე მაგრამ მაინც ჰქონოდა საფლავი... ზეინს.
- მომენატრე._ ვთქვი და ზეინს გადავეხვიე. მალევე მეგიც ჩაგვეხუტა. ბიჭებს გავხედე. ნაილი ადგილზე ცქმუტავდა.- რაღას უცდი, მოდი._ ვუთხარი თუ არა მაშინვე მოვარდა და გადაგვეხვია.- თქვენც._ ლიამს, ჰარის და ლუის გავხედე. ლიამმა გაიღიმა, ჰარიმ თვალები გადაატრიალა. ლუიმ კი ორივე მოახერხა. სამივე გადაგვეხვია. ცოტახანი ესე ვიყავით. ბოლოს ზეინმა დაიწყო წუწუნი რომ ვეღარ ვსუნთქავო და ჩვენც მოვშორდით. მერე შევამჩნიე ამარა რომელიც იღიმოდა და ისე გვიყურებდა. თვალები კი აცრემლიანებული ჰქონდა. მასთან მივედი და გადავეხვიე.
- მადლობა._ ჩუმათ ჩავჩურჩულე.
- რისთვის?_ დაიბნა.
- ყველაფრისთვის._ გავუღიმე და მოვშორდი.
ზეინთან დავბრუნდი და ჩავეხუტე. ცოტახანში კი ლოყაზეც ვაკოცე და გავუღიმე. იმანაც შემომხვია ხელები და თავზე მაკოცა.
- უკვე ვეჭვიანობ._ დაბღვერილმა მითხრა ლუიმ. რომელიც ჩემს წინ იჯდა. გავიცინე და მასთან მივედი. კალთაში ჩავუჯექი და ჩემი ტუჩები მისას მივაწებე. ოდნავ გაიღიმა. ხელები წელზე მომხვია და კოცნაში ამყვა.
- გეყოფათ თორემ ახლა გული ამერევა._ თქვა ნაილმა და გულის რევის იმიტაცია გააკეთა. ლუის მოვშორდი და გავიცინე. ყველა გულიანად იცინოდა. მადლობა ღმერთს. როგორ მომნატრებია მათი სიცილის ხმის გაგონება. რამდენი ხანია ასე კარგად თავი არ მიგრძვნია.
^ ერთი კვირის შემდეგ^
ერთი კვირაა უკვე რაც დერეკს გამწარებული ვეძებთ. თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. ამარასაც დავუახლოვდით მე და მეგი. კარგი გოგოა და მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. იმასაც მივხვდი და გავიგე რომ ზეინი მოსწონს. დარწმუნებული არ ვარ მაგრამ მგონია რომ ზეინსაც. რაც ძალიან მახარებს.
მისაღებში შევდივარ და ყბა ძირს მივარდება. ვხედავ ზეინი როგორ კოცნის ამარას და ისიც არ ეწიააღმდეგება. მაგრამ როცა მე დამინახა, ზეინს ხელი ჰკრა და თავჩახრილი სამზარეულოში გავარდა. ზეინმა ჯერ მას გახედა გაკვირვებულმა მერე კი მე შემომხედა.
- ნ... ნინა?_ დაიბნა. შერცხვაა?😁
- ზეინ! ეს როგორ გამიკეთე?! როგორ მიღალატე?!_ დავუყვირე. სიცილს ძლივს ვიკავებ. ზეინს ფერი წაუვიდა და პირდაღებული მიყურებს.
- მე...იცი...არ...მართლა... რაა?_ ვერ მოაბა სათქმელს თავი. სიცილი ავტეხე და მასაც დაუბრუნდა სახეზე ფერი. ნერვიულად გამიღიმა.
- გეხუმრე ზეინ გეხუმრე. აბაააა მოგწონს?_ წარბები ავუწიე და ღიმილით ვკითხე. თავი დამიქნია. ისევ ავტეხე სიცილი.
Author's Pov
დერეკი თავის სახლში ბუხრის წინ ზის. ეს ის სახლია სადაც დედამისმა იმშობიარა. სადაც ის დაიბადა. ზის და ცეცხლს უყურებს. ცალ ხელში სიგარა უჭირავს მეორე ხელში კი ვისკით სავსე ჭიქა და ჩაფიქრებული ცეცხლს მიშტერებია. ფიქრობს და გეგმებს აწყობს თუ როგორ ამოხოცოს ნინა და მისი მეგობრები. იმის გახსენებაზე რომ გამოუცდელმა გოგომ ის მიწასთან გაასწორა. სიბრაზე უფრო მეტად იბრყობს და ჭიქა ხელში შეატყდა. ის ფიქრობდა რომ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა პირიქით ყველაფერი ახლა იწყება. ფეხზე ღიმილით დგება. სიგარეტს ცეცხლში აგდებს. ბრუნდება, ახალ ვისკის ჭიქას იღებს. მოულოდნელად კარი იღება და სახლში ხელებგაშლილი და მომღიმარი ნაილი შემოდის.
- suprisee_ დაიყვირა. დერეკს შიშისგან ჭიქა ხელიდან გაუვარდა.

Bad or Good (დასრულებული)Where stories live. Discover now