6 თავი

770 57 6
                                    

   ჯერ კიდევ თვალებგაფართოებული ვუყურებ მეგის. ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთ ამპულაში თუ ვნახავდი.
- კარგ დროს მოვედი?_ იკითხა ღიმილით მეგიმ.
- შესანიშნავ_ უთხრა ლუიმ და ფეხზე ძლივს ადგა.
    მე ისევ გაშტერებული ვიდექი და მეგის ვუყურებდი.
- მეგი?_ ძლივს ვამბობ.- შენ... ვერ ვამთავრებ, რადგან ლუი მეხვევა. თავს კისერში ვუდებ და მსუბუქად ვკოცნი. ისიც საპასუხოდ მკოცნის.
- კარგი, გეყოთ. უნდა წავიდეთ._ ამბობს მეგი და თვალებს ატრიალებს. ლუი მშორდება. მიღიმის, შუბლზე მკოცნის და მარკისკენ ტრიალდება.

 სახეში ძლიერად ურტყამს, რის გამოც მარკი ძირს ეცემა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

სახეში ძლიერად ურტყამს, რის გამოც მარკი ძირს ეცემა. მე სტეფანთან მივდივარ და მთელი ძალით ვურტყამ სახეში. არ იქცევა რა თქმა უნდა. მისთვის რა უნდა დამეკლო?! დარტყმისგან მხოლოდ ტუჩი გაუსკდა. რაც ჩემთვის საკმარისი არ იყო, მაგრამ ამ მომენტში ამას დავჯერდი და მაინც მესიამოვნა.
- დამიჭირე._ მეუბნება მეგი და ერთ იარაღს მაწვდის.
   მეც ვართმევ და სტეფანს ვუმიზნებ. როგორ მინდა ვესროლო და აქვე, ჩემს ფეხებში დალიოს სული. მაგრამ არ შემიძლია ჯერ მაინც. ასე ადვილად ვერ დაიძვრენს თავს. მეგი მეორე იარაღს ლუის აწვდის, ის კი მარკს უმიზნებს. მეგიმ ორივეს ხელები შეუკრა და ოთახიდან გაიყვანა. ჩვენც უკან მივყევით. დერეფანში მკვდრები ძირს არეულად იყო მიმოფანტული. ერთი ოთახიდან ნაილი და ჰარი გამოვიდნენ.
- ლიამი სადაა?_ ნერვიულად ჰკითხა მეგიმ ჰარის.
- ამ ოთახში მხოლოდ ნაილი იყო. ის ოთახი დამრჩა._ თითით ბოლო ოთახისკენ მიგვითითა. მეგი ოთახისკენ გაიქცა და ფეხით შეამტვრია.
- კარგად ხართ?_ იკითხა ნაილმა, რომელიც არანაკლებ ნაწამები იყო.
- კი_ უპასუხა ლუიმ. მე კი უბრალოდ თავი დავუქნიე და მეგის გავხედე, რომელსაც ლიამი მოჰყავდა.
  გარეთ გავედით. უზარმაზარ სახლში ვყოფილვართ. სახლის გარშემო უამრავი შეიარაღებული კაცი დგას. თავიდან შემეშინდა, მაგრამ როცა ლუიმ მითხრა რომ ისინი ჩვენს გადასარჩენად არიან აქ, ცოტა დავმშვიდდი. ყველანი ერთ დიდ მანქანაში ჩავჯექით. ჩვენს უკან მანქანაში კი მარკი და სტეფანი.
   საჭესთან მეგი იჯდა. ლიამი მის გვერდით. ჩვენ კი უკან. მეგისთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაოგნებული ვარ. მეგიმ სარკეში გამომხედა.
-როგორც ჩანს გაურკვევლობაში ხარ._ მითხრა ღიმილით.
   რა აღიმებს!  ფეხზე ძლივს ვდგავართ!
- ძალიან დიდხანს გეძებდით. ძლივს გიპოვეთ. ესეც მარკის ერთ-ერთი ლაქიის დამსახურებით. დიდიხანი არ დამჭირვებია, მალევე გამოვტეხე.
- ჩემი გოგო._ ჩაიბურტყუნა ლიამმა და მეგის ფეხზე ხელი დაადო.
  რა?! ისინი ერთად არიან? ჰმ... უხდებიან.
- ისე ბევრს გაუძელი. არ მოველოდი._ თავი ასწია ნაილმა და ძლივს გაიღიმა.
- მეც არ მოველოდი._ ვთქვი და ლუის უფრო მეტად ავეკარი.- მეგი შენ... ანუ შენც..._ სიტყვებს ვერ ვპოულობდი. ან დაღლილი ვარ ძალიან, რაც აშკარაა, ან კიდევ რას ვეკითხები მეც არ ვიცი.
- ხო, ნინა. მეც ბანდაში ვარ. როგორც ყველა დანარჩენი.
- ყველაფერს სახლში მოგიყვებით._ თქვა ჰარიმ. რომელიც სავარძელზე იყო მიყუდებული და თვალები დახუჭული ჰქონდა. მე მეგონა ეძინა. ჰმ...
- რომელ სახლში, ჰარი? მარკს რომ აქვს ალყაში მოქცეული?_ იკითხა ლიამმა და უკან მოიხედა.
- მაგრამ მარკი ჩვენ გვყავს._ ისევ ნაილი.
   მიკვირს ლუი რომ არაფერს ამბობს. მხოლოდ მკლავზე ნაზად მეფერება და ტუჩები თავზე აქვს მოდებული. ალბათ , რამეზე ფიქრობს. საინტერესოა რაზე.

Bad or Good (დასრულებული)Where stories live. Discover now