19 თავი.

484 44 6
                                    



ახლა ვხვდები რომ ადგილზე ვარ გაშეშებული და ეშმაკის ბორბალს მივშტერებივარ. ამ ჯერად უკვე ვტირი. ცრემლები მოვიწმინდე და ჩემთვის უკვე ნაცნობ ადგილისკენ წავედი.

FlashBack

ფანჯარა ჩამოვწიე და სახეზე ცივი ჰაერი დამეტაკა. ძალიან მესიამოვნა. ახლა დავაკვირდი გარემოს სადაც მივდიოდით. ჩვენ რა ტყეში მივდივართ?

- ზეინ, სად ვართ?

- ჩემს საყვარელ ადგილას._ გამომხედა თვალი ჩამიკრა და ისევ გზას გახედა.

- აუ რა დროს არ მქონდა მობილურიი_ ისევ სიცილს ვიწყებ.

- ამას არასდროს დაივიწყებ?

- არა._ ისე ვიცინი რომ ხველა ამიტყდა. ასე მემართება ხოლმე. ზეინმა უკან ხელი გადაყო და წყლის ბოთლი მომაწოდა. მეც დავლიე და დავწყნარდი.

წინ რომ გავიხედე ხეები მთავრდებოდა და თვალმიუწვდომელი მინდორი ჩანდა. მანქანა მინდვრის დასაწყისში გააჩერა. ძირს ჩავიდა. მე ისევ მანქანაში ვიჯექი და გამოშტერებული ჩემს წინ გადაშლილ ულამაზეს ხედს მივჩერებოდი.

- მანდ აპირებ ყოფნას?_ თავი ჩამოწეულ ფანჯარაში შემოყო. როცა მას აღფრთოვანებულმა გავხედე ჩაიცინა, ლოყაზე მიჩქმიტა და მინდვრისკენ წავიდა.

მეც გადმოვედი და მას უკან გავყევი. მინდორზე დაჯდა. წინ გადაშლილ ჰორიზონტს უყურებდა. ულამაზესი ცა, ყვავილები, ჩიტები, სხვადასხვა ფერის პეპლები. აქაურობა მართლაც რომ სამოთხეს ჰგავდა. ზეინის გვერდით დავჯექი. დიდიხანი არცერთი ხმას არ ვიღებდით. ორივე ან მხოლოდ მე დატყვევებული გავყურებდი მდელოს. მასთან ახლოს მივიწიე და თავი მხარზე დავადევი.

-იცი..._ შემომხედა. ოდნავ იღიმოდა. მეც მას შევხედე.- ჩემს ძმას, ლუის. შენს მიმართ გრძნობები აქვს._ თავი გავასწორე და გაოცებულმა გავხედე.

- რა?! როგორ? მე ხომ ორი დღის წინ გაგიცანით. თან...

- ასევე მეც_ არ მისმენდა. არც მიყურებდა. არ ვიცი რა ვთქვა. ის კი თავისთვის აგრძელებდა.- სურათებში ბევრჯერ მყავდი ნანახი, მარგამ როცა კარებთან დაგინახე როგორ იდექი და უცოდველი სახე გქონდა, გულმა გამალებით დამიწყო ცემა. არ ვიცოდი რა მემართებოდა._ ღმერთო, ახლა გული წამივა. ეს ცხადი არ არის! ისევ მძინავს. ვინმემ სახეში გამარტყას. ან რა ჯანდაბა მატირებს!

Bad or Good (დასრულებული)Where stories live. Discover now