4 თავი

810 56 3
                                    

- რა მოხდა?_ მკითხა ლუიმ. ხმა არ ამომიღია ისე ვაჩვენე შეტყობინება.
მან წერილი ხმამაღლა წაიკითხა. სახეზე ყველას შიში და ამავდროულად გაბრაზება დაეტყოთ. მარტო მე ვერ ვხვდები რა ხდება? მაგრამ ეჭვი არ არის იმაში რომ კარგი არაფერი ხდება. ლიამმა მანქანა გზიდან გადააყენა. ყველანი გადავიდნენ მანქანიდან. მეც მათ გავყევი.
- დარწმუნებული ვარ ჩვენი სახლი ალყაშია._ თქვა ლუიმ და აქეთ-იქით დაიწყო სიარული.
- სად წავიდეთ?_ იკითხა ნაილმა.
- იქ სადაც ვერ მოგვაგნებს და ნინაც დაცულად იქნება_ ჰარიმ მე შემომხედა.
- ტყის სახლი?_ თქვა ლიამმა და ყველას თვალი მოავლო.
- ბოლს და ბოლოს მეტყვით რა ხდება? ვინ არის M.M?

    ყველა ჩუმად იყო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ყველა ჩუმად იყო. მხოლოდ ლუი მიყურებდა, დანარჩენები კი თვალს მარიდებდნენ.
- ერთი M მაიკლსონს ნიშნავს, ხო? მეორე M?
- მარკ მაიკლსონი._ თქვა ნაილმა.- მამაშენის მტერი._ დაამატა.
ვისი?! მამაჩემის?! გამორიცხულია. ალბათ რამე ეშლებათ. მამაჩემი ერთი ღარიბი, მექალთანე, ნაბიჭვარი იყო. არც კი ვიცი სადაა. მოიცაა ის... ის კოლინზი ვინც მოკლეს მამაჩემია?
- არა. გამორიცხულია. ეს უბრალოდ შეუ...
- პრობლემა გვაქვს._ გამაწყვეტინა ჰარიმ.
ამის მიზეზიც ჰქონდა, რადგან ჩვენთან თითქმის ყველა მხრიდან მანქანები გაჩერდნენ. იქედან შეიარაღებული ხალხი გადმოვიდნენ და ალყაში მოგვაქციეს.
- მშვენიერია_ ჩაილაპარაკა ნაილმა.
ლუიმ ხელი ჩამჭიდა და მის გვერდით დამაყენა.
- როგორც ჩანს, სადღაც გეჩქარებათ. ჩვენ კი შეგაყოვნეთ_ თქვა ვიღაც ბიჭმა, რომელიც ჩვენს წინ დადგა.
სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. ისე მომინდა მისთვის სახის ახევა. მან ბიჭებს თვალი მოავლო. არცერთი ხმას არ იღებდა.
- ზეინი სად გყავთ?_ თქვა სერიოზულად. რამოდენიმე წამში კი ღიმილით გააგრძელა.- ა, ხო. ის ხომ ამ დანით დავჭერი._ ხელში დანა აათამაშა. ლუიმ სიბრაზისგან ხელი ძლიერად მომიჭირა.- ნუთუ იმ პატარა ჭრილობამ მოკლა.
- სტეფან, გირჩევნია მოკეტო._ კბილებში გამოცრა ლიამმა.
- თორემ რა?
- თორემ მაგ დანას უკანალში გაგითხრი!_ თქვა ლუიმ რომელიც ჩაშავებული თვალებით უყურებდა სტეფანს.
მოულოდნელად, ნაილმა გადაიხარხარა.
- ამას მართლა იზამს, სტეფან_ თქვა და ისევ არანორმალურად, ხმამაღლა გაიცინა ნაილმა.
სტეფანი გაბრაზდა და სახიდან ის გამაღიზიანებელი ღიმილიც მოშორდა. მიყვარხარ ნაილ. სტეფანი ახლა მე მომიბრუნდა.
- შენ ალბათ კოლინზი ხარ. ძალიან ლამაზი ყოფილხარ._ ხელი ჩემსკენ წამოიღო, რომ სახეზე შემხებოდა. მაგრამ ლუი წინ დაუდგა.
- არ გაბედო!
- ოუ... ლუი. ნუთუ შეყვარებული ხარ?_ ისევ ეს ღიმილი.
- არ მიეკარო!_ ლუი ძლივს იკავებდა თავს, რომ სახეში არ დაერტყა.
- კარგი, კარგი. მე არ შევეხები, მაგრამ მარკს ვერ გადაურჩება._ ლუიმ ვეღარ მოუთმინა და სტეფანს სახეში თავი ჩაარტყა. რის შედეგადაც სტეფანს ცხვირი გაუტყდა. მაშინვე მიიფარა ხელი ცხვირზე.- წაიყვანეთ!
ყველა ერთ დიდ ფურგონში შეყარეს, ჩემს გარდა. მე სხვა მანქანისკენ წამათრიეს. წამათრიეს, რადგან გავუძალიანდი. ერთს ხელზეც ვუკბინე და ლუისკენ დავაპირე გაქცევა, რომელიც ჩემსავით ცდილობდა ჩემკენ წამოსვლას. დამიჭირეს. თავზე რაღაც ჩამომაფარეს და ყველაფერი დაბნელდა. მხოლოდ ლუის სიტყვები მესმოდა.
- არ დანებდე... არაფერზე დაეთანხმო... ჩვენზე არ იფიქრო... გადაგვარჩენენ... მიყვარხარ.
ამდენი სიტყვებიდან ჩემს თავში მხოლოდ ბოლო სიტყვა მეორდებოდა.
სიბნელე... სიბნელე. ისევ სიბნელე. არ ვიცი რამდენიხანი ვიჯექი ორ კაცს შორის. თავზე ნაჭერჩამოცმული, მაგრამ ვიცოდი რომ სტეფანიც ამ მანქანაში იყო. რადგან ენა არ გაუჩერებია. იმასაც მივხვდი რომ ჩემს წინ იჯდა. ხოლო როდესაც ზეინი ცუდათ ახსენა, ფეხი გავუქანე და ჩემდა საბედნიეროდ იქ მოვარტყი, სადაც მინდოდა. როცა მისი ყვირილი გავიგონე გავიღიმე რაზეც ნამდვილად ვიცი რომ ნერვები მოეშალა.
- გიხაროდეს რომ მარკის მომავალი გოგო ხარ._ თქვა სტეფანმა, მაგრამ არა ღიმილით და მხიარულად.
- წადი შენი_ ისევ გავიღიმე.
არ ვიცი რამ მომცა ამდენი გამბედაობა. ალბათ, ზეინის გამო შურისძიებამ ან ჩემი გატაცება და იმ აზრმა რომ მათ ვჭირდები. ამიტომ არაფერს დამიშავებენ. შეიძლება ბიჭების გამოც ან ლუის სიტყვების წყალობით. არ ვიცი, მაგრამ ჩემი ასეთი უშიშარი თავი, თუნდაც ვიცოდე რომ ასეთი არ ვარ, მაინც მომწონს. ფიქრებიდან მანქანის გაჩერებას გამოვყავარ. ვიღაც ხელს მკიდებს და ძირს გადავყავარ. ამ რაღაცას თავიდან ისევ არ მაშორებენ! ორივე მხრიდან ხელს მკიდებენ და სადღაც მივყავარ. კიბეზე ფეხი წამოვკარი და კინაღამ წავიქეცი.
- ვერ თქვით კიბე თუ იყო?!_ ამის თქმიდან რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ხელი გამიშვეს და თავზეც მომხსნეს.
სინათლეზე შეუჩვევლობის გამო თვალებს ვჭუტავდი და ხშირად ვახამხამებდი.
- გამარჯობა, ნინა._ მომესალმა ჩემს წინ მჯდომი კაცი.
ხმას არ ვიღებდი, უბრალოდ ვუყურებდი და თვალებიდან ცეცხლს ვაფრქვევდი.
- თავიდან დავიწყოთ. გამარჯობა, ნინა. მე მარკ მაიკლსონი ვარ. შენი მომავალი მეუღლე.

Bad or Good (დასრულებული)Where stories live. Discover now