8 თავი

658 46 2
                                    




-აქ იყავი, არ გამოხვიდე!_ მიბრძანა ლუიმ.
- არა! რა ხდება?_ მასთან მივედი.
გარეთ გავიხედე. სრული ქაოსი იყო. ყველა აქეთ-იქით დარბოდა. მეგიმ წინ ჩამოგვირბინა. არც გაჩერებულა ისე, მიაწოდა ლუის იარაღი. ლუიმაც გადატენა ხელი დამავლო და ოთახიდან გავედით. კიბეებზე ჩავირბინეთ. ისევ გასროლის ხმა. ამჯერად ბევრჯერ გაისმა, ბევრი იარაღიდან.
- ლუი, რა ხდება?_ ლუი მიმარბენინებდა.
- თავს დაგვესხნენ. აქედან უნდა წახვიდე.
- რა?! არა!_ გავაჩერე და ჩემკენ შემოვაბრუნე.
- აქ საფრთხეში ხარ. ნაილი წაგიყვანს.
- არა! იარაღი მომეცი და ჩემს თავს მე თვითონ დავიცავ. თუ საჭირო იქნება ადამიანსაც მოვკლავ, მაგრამ შენ არ... აღარასდროს მიგატოვებ._ ლუი გაფართოებული თვალებით მიყურებს. არ მოელოდა ამას თუ ვეტყოდი. ის კი არა, ჩემი თავის მე თვითონ მიკვირს.
როცა ლუიმ რაღაცის თქმა დააპირა. ჩვენს წინ ნაილი გაჩერდა.
- წავიყვანო?_ ჰკითხა ნაილმა ლუის. ლუი მე მიყურებდა, მე კი მას.
- არა. ჩემთან დარჩება._ გავიღიმე. როცა ნაილს გავხედე, გაკვირვებული უყურებდა ლუის.- ვისი ხალხია?_ ლუი ნაილს შეუბრუნდა.
- მარკის. რა თქმა უნდა.
- მარკი და სტეფანი სად არიან?_ ვიკითხე და იქვე უგონოდ მყოფ კაცს, რომელიც ძირს ეგდო, იარაღი ავაცალე.
- არ ვიცი. მეგი და ლიამი წავიდნენ შესამოწმებლად.
კარებში ვიღაც შემოვარდა. ის იყო ჩვენთვის უნდა ესროლა, რომ ჩვენს უკნიდან ჰარიმ დაასწრო.
- სახლი ალყაშია. ითხოვენ მაიკლსონი და ნინა გადავსცეთ._ თქვა ჰარიმ და ყველას თვალი მოგვავლო.- რაც შეუძლიათ ჩვენს ბიჭებს აკეთებენ. მაგრამ ბევრნი არიან მალე სახლში შემოვლენ.
- დროა მათ ნინა გავაცნოთ._ თქვა ლიამმა, რომელიც მეგისთან ერთად მოვიდა ჩვენთან. ორივე სისხლიანი იყო, მაგრამ თვითონ დაჭრილები არ იყვნენ.
- როგორ? _ იკითხა ლუიმ.- მარკი და სტეფანი სად არიან?_ დაამატა.
- ნიკის სახლში უნდა წავიყვინოთ. _ თქვა მეგიმ და სახიდან სისხლი მოიწმინდა- და ხო გაიქცნენ ის ნაბიჭვრები.
ყველას სახე დაგვემანჭა. არა და როგორ მინდოდა სამაგიეროს გადახდა.
- თქვენ წადით, ჩვენ კი აქ დავრჩებით._ ჰარიმ ნაილს ბეჭზე ხელი დაჰკრა და ორივე მოგვცილდნენ.
მე, ლუი, ლიამი და მეგი უკანა გასასვლელიდან გავედით. წინ რამდენიმე შეიარაღებული კაცი გადაგვეღობა. დავაპირე მესროლა, მაგრამ დამასწრეს და ჩემს გარდა, ყველამ მოკლა თითო კაცი მაინც. მანქანაში ჩავჯექით და ჩემთვის უცნობი გზით წავედით. გზაში არავინ ხმას არ იღებდა. როგორც იქნა ლიამმა დაიწყო საუბარი.
- იქ კი მივალთ მაგრამ, როგორ გადმოვიბიროთ ისინი ჩვენს მხარეს?
- წარმოდგენა არ მაქვს._ თქვა ლუიმ და დაფიქრდა.
- იქნებ დაელაპარაკოს._ იმედიანად თქვა ლიამმა.
- და რა ვუთხრა? გამარჯობათ, მე თქვენი ახალი უფროსი ვარ-მეთქი? თუ თქვენი ნაბიჭვარი აწ გარდაცვლილი ბოსი, ჩემი მამა იყო და ახლა მე მინდა მისი ადგილითქო?_ უკვე ვყვიროდი.
- გამოდგება. ცოტა დაამუშავე. მანამდე კი ვიდეოს ვანახებ მე მათ._ თქვა მეგიმ და უკან გამოიხედა.
- რა ვიდეოს?_ გამოფხიზლდა ლუი.
- სანამ თქვენ გეძინათ მე ორივე ნაბიჭვარი ვაწამე და მაქ ვიდეო სადაც მარკი მოთქვავს და ლანძღავს ნიკის "ჯარისკაცებს" ამ ვიდეოს პლიუს კარგი სიტყვა და ჩვენსკენ გადმოვლენ._ კმაყოფილი სახით თქვა მეგიმ და ლიამს გახედა, რომელიც საჭესთან იჯდა და მეგის უყურებდა ხოლმე.
ყველა გაჩუმდა. ჯანდაბა! რა ვთქვა? რა ვუთხრა მათ რომნჩემი დაიჯერონ? ისიც არ ვიცი როგორ მივმართო მათ. თუ ჩემი არ დაიჯერეს რას იაზამენ? ისევ მარკთან ამოვყოფ თავს? რა გავაკეთოო. როგორ მოვიქცე ცუდათ, როცა კარგი ვარ?
ლუიმ თავზე მაკოცა და თვალებში შემომხედა.
- კარგად ხარ?
- კი. ჩემს სიტყვაზე ვფიქრობ. რა მოხდება თუ არ დამიჯერებენ?_ თვალები ძირს დავხარე.
ვიგრძენი როგორ მომაწვა თვალებზე ცრემლები. არასდროს მიყვარდა მამაჩემი, ახლა კი ამ მდგომარეობის გამო, რაშიც მის გამო აღმოვჩნდით, უფრო მეტად ვბრაზდები მასზე.
- ნუ გეშინია. ის თქვი რასაც გიქრობ და გგონია რომ მათთან გაჭრის. შენი მჯერა და შენც დაიჯერე შენი თავის._ ნაზად და ვნებიანად მაკოცა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ისე აღარ ვნერვიულობ, როგორც წეღან.
- თითქმის მივედით._ თქვა ლიამმა და საჭეს ხელები მაგრად ჩასჭიდა.
მეგიმ თავისი იარაღი გადატენა და თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ამ გოგოსგან ბევრი რამ უნდა ვისწავლო. მთავარია ახლა გადავრჩეთ.
ნაძვებით დაფარულ ჩიხში შევედით. დიდი, თეთრი სახლი. სახლი კი არა სასახლე იყო. იმხელა იყო, რომ ყველა ოთახის დათვალიერებას ერთი თვე მოუნდები. ჭიშკარი სახლიდან მოშორებით იყო. ჭიშკართან სამი დაცვა იდგა. ჩვენს დანახვაზე იარაღები მოიმზადეს. მანქანა ლიამმა მათგან მოშორებით გააჩერა. ძირს გადავედით და მათკენ წავედით. ლუიმ შეამჩნია რომ შიშისგან სადაცაა კანკალს დავიწყებ. ხელი ჩამჭიდა და ყურში ჩამჩურჩულა, რომ არ შემშინებოდა და მკაცრი გამომეტყველება მიმეღო. მეც რაც შემეძლო დავუჯერე. ლუი მართალია. არ უნდა შემამჩნიონ რომ მეშინია, თორემ არცერთ ჩვენგანს არ გვაცოცხლებენ.
- ვინ ხართ?_ იკითხა ერთ-ერთმა დაცვამ.
- ეს ნინა კოლინზია. ნიკ კოლინზის შვილი._ თქვა ლუიმ და ჩემზე თავიტ ანიშნა.
დაცვას თვალები შუბლზე აუვიდა. სამივემ ერთმანეთს გახედეს.
- შემომიშვებთ ჩემს სახლში?_ რაც შეიძლებოდა მკაცრად და თავაწეულმა ვკითხე მათ. არ ვიცი ასეთ მომენტებში საიდან მიჩნდება ამდენი გამბედაობა.
- იცით..._ დაიწყო მეორემ, მაგრამ არ ვაცადე.
- რა?!_ თითქმის ვუყვირე და წარბები მაღლა ავწიე.
მაგარია! ორი წუთის წინ შიშისგან კინაღამ ჩავიფსი და ახლა კბილებამდე შეიარაღებულ დაცვას ვუყვირი! ეს მართლა მე ვარ?
მგონი მართლა შეეშინდათ. მესამემ ხელი რაღაცას დააჭირა და ჭიშკარიც გაიღო. დარწმუნებული ვარ ყველა გაოცებულია, როგორც მე. დიდ ბილიკს დავადექით. არავინ მოგვყვებოდა. წინ ლიამი და ლუი მიდიოდნენ. უკან მე და მეგი. მეგი ჩემი არაღი გამომართვა და ხმარება მასწავლა. ასევე ტექსტზეც მითხრა რაღაცეები, მაგრამ მე მაინც არ ვიცი რა ვთქვა.

Bad or Good (დასრულებული)حيث تعيش القصص. اكتشف الآن