13 თავი

566 40 1
                                    


     მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი სად მივდიოდით ან ვის უყვიროდა და რატომ. ერთ საათში ადგილზე ვშეშდები, როცა ლუი მანქანას სასაფლაოს წინ აჩერებს. არაფერს უთქვამს ისე გადავიდა. სასაფლაოს შესასვლელთად იდგა და მიცდიდა. მეც გამოვფხიზლდი და მასთან მივედი. ჩვენი ხელები ერთმანეთში ახლართა და ისე შევედით. გული გამალებით მიცემდა. ვიცი და ვგრძნობ სადაც მივდივართ. თვალები ამიცრემლიანდა ლუის ხელს ვუჭერ. ვგრძნობდი ისიც ნერვიულობს. ხმამაღლა სუნთქავს. რამდენიმე წუთში ის დავინახე რისი დანახვაც არ მინდოდა. ჩვენს წინ ზეინის საფლავი იყო.
- ეს...ეს_ ტირილი ამივარდა. საფლავთან ჩავიკეცე.
ლუიც ჩაიმუხლა და მიწაზე ხელი გადაატარა. ხელი მომუჭა და მიწა ხელში მოიქცია. ვტიროდი და თავი საფლავზე მედო.
- ის ჩემი ნახევარ ძმა იყო._ დაიწყო ლუიმ, რომელსაც ხმა უკანკალებდა.- მამაჩემმა როცა მიგვატოვა, ზეინის დედასთან წავიდა. როცა ზეინი დაიბადა, ისინიც მიატოვა._ თავი ავწიე, ცრემლები მოვიშორე და ლუის შევხედე.- მან მიპოვა. თავიდან ცუდი ურთიერთობა მქონდა მასთან მაგრამ ის ყველანაირად ცდილობდა ჩემთან კარგი ურთიერთობა ჩამოეყალიბებინა და ეს გამოუვიდა. ჩვენს შორის ჩემდა შეუმჩნევლად ძმობა გაჩნდა._ თავი აწია და მე შემომხედა.- ერთმანეთი ბევრჯერ გადაგვირჩენია და ბევრჯერ გვიჩხუბნია. უფრო მეტად ის ზრუნავდა ჩემზე. ის ასრულებდა უფროსი ძმის მოვალეობას._ სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა როგორც მე.
მასთან მივედი და ჩავეხუტე. ერთმანეთს ძლიერად მოვხვიეთ ხელები.

***

- სად მივდივართ?_ ვეკითხები როცა მანქანაში ვბრუნდებით.
- სახლში._ მეუბნება და მანქანას ძრავს.
- მარკს და სტეფანს აწამებ?_ ჩემი კითხვა მისთვის მოულოდნელი იყო. მაშინვე გამომხედა.
- მეგიმ გითხრა, ხო?
- ესე იგი მართლა შენ გყავს ისინი. რატომ არ მითხარი?!_ ხმას ვუმატე.
- იმიტომ, რომ მათ ნახვას მოინდომებ._ მშვიდად ამბობს.
- დიახაც მოვინდომებ.
- არ მინდა ისინი ასეთ მდგომარეობაში ნახო._ ისიც უმატებს ტონს. მგონი პირვლად ვჩხუბობთ. რაც არ მომწონს.
- ლუი. ზუსტად მაგ მდგომარეობაში უნდა ვნახო ისინი და უარესი უნდა დავმართო მე.
ლუიმ ისევ გამომხედა. ცოტახანი მიყურებდა.
- კარგი.
- კარგი? ანუ წამიყვან მათთან?
- ხო._ გამეღმა. გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე.გაეღიმა, მაგრამ მაშინვე დასერიოზულდა.
სახლში მივედით. სანამ ლუი თავის საქმეს მოაგვარებდა დერეკთან, მე გამოვიცვალე და მოხერხებულად ჩავიცვი.
მთელი გზა ლუის ჩემი ხელი ეჭირა. მე კი იმაზე ვფიქრობდი როგორ გამეგდო ფეხქვეშ მარკი და სტეფანი.
მანქანა ერთ შენობასთან გააჩერა. შენობის გარშემო რამდენიმე შეიარაღებული დაცვა იდგა. გადმოვედით და შიგნით შევედით. ყველა გვესალმება. ჩვენც თავის დაქნევით ვპასუხობთ. ერთ კარებთან გავჩერდით. ლუიმ გამომხედა. ღრმად ჩავისუნთქე და შესასვლელად მოვემზადე.
- ვინ გინდა რომ იყო?_ მკითხა მოულოდნელად.
- რას გულისხმობ?_ დამაბნია ასეთმა კითხვამ.
- Bad or good?
- Bad._ ვუპასუხე მოკლედ. გაიღიმა.
- შეიძლება გინდა მაგრამ მაინც კარგი ხარ._ მითხრა და კარები შეაღო. პირველი ის შევიდა. მეც უკან მივყევი.
ოთახში საშინელი სანახაობა დამხვდა. მარკი ოთახის ერთ კუთხეში იყო დაბმული, რაღაც რკინის ძელზე. სტეფანი კი მის მოპირდაპირე კუთხეში. ორივე ძირს იჯდნენ და ორივე დასისხლიანებულები იყვნენ. იატაკზეც სისხლის კვალი ეტყობოდა. მარკს თავი დაბლა ჰქონდა დახრილი. სტეფანს კი უკან ჰქონდა გადაგდებული. ორივე საშინლად გამოიყურებოდნენ. ერთი მხრივ შემაძრწუნებელი სანახაობა იყო, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან სასიამოვნო. ორივემ თავი გაასწორა და ჩვენ შემოგვხედეს. მალევე მზერა შეცვალეს ად ახლა მარტო მე მიყურებდნენ.
- ახლა პრინცესას დროა?_ იკითხა მარკმა და ძლივს გაიღიმა.
- გსიამოვნებს ასეთს რომ გვხედავ?_ თქვა სტეფანმა.
- თან როგორ.
ოთახში იქვე მდგარი მაგიდიდან პატარა დანა ავიღე. არ ვიცი რას ვაკეთებ, მაგრამ ჩემს თავსაც არ ვეწინააღმდეგები. მარკთან მივედი. დანა ჯერ სახეზე გადავატარე. ცოტათი დავაწექი, მაგრამ კანი არ გამიჭრია. ნელ-ნელა ქვევით ჩავდიოდი. როცა ჭრილობებს ვაწვებოდი და კიდევ უფრო ვუღრმავებდი. თავშეკავებულად ყვიროდა.
- გტკივა?! ეს ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით, რაც მე ვიგრძენი როცა ზეინი მოკალი._ დანა ასოზე დავაჭირე.
- აააა... ზეინი მე არ მომიკლავს. ეს...ეს სტეფანმა გააკეთა..._ ბოლო ხმაზე ყვიროდა. არანორმალურად გადავიხარხარე.
- მაგრამ შენ გაეცი ბრძანება._ დავისისინე და დანა მუცელზე დავუსვი. სისხლმა იფეთქა.
- არა! არა! მე... მე არ მითქვამს მოკალითქო._ ყვირის. როგორი სასიამოვნოა მისი ყვირილის მოსმენა. თთქოს საყვარელ სიმღერას უსმენ რომელიც დიდიხანია არ მოგისმენია.
დანა გვერდზე გადავდე და ახლა შავი, წვეტიანი კასტეტი ავიღე. მხოლოდ ახლა ვამჩნევ ლუის გაოცებულ და შეშფოთებულ სახეს, მაგრამ ვაიგნორებ. ახლა სტეფანთან მივდივარ.
- ესეიგი შენ მოკალი, არა?_ ღიმილით ვეუბნები. არ მეღიმება, მაგრამ მინდა რომ მთელი არსებით დავტკბე ამ მომენტით.
- არა! არა! გთხოვ!_ თავს აქნევს და ფართხალს იწყებს.
მთელი ძალით მუცელში ვურტყამ. ყვირის, მე კი მეღიმება. მგონი ჩემში სერიული მკვლელი ცხროვრობდა და ახლა გამოიღვიძა. ახლა სახეში გავარტყი. პირიდან სისხლი გადმოაფურთხა.
- გსიამოვნებს?!_ ვუყვირი. თავს უარის ნიშნად აქნევს._ მე ძალიან._ ვიცინი და ახლა ასოში ამოვარტყი. იყვირა. მე კი სიცილს ვუმატე.
უცბად მკლავში ხელი ჩამავლეს და ოთახიდან გამიყვანეს.

Bad or Good (დასრულებული)Where stories live. Discover now