16 თავი

518 40 1
                                    



            ბევრი რჩევისა და კამათის შემდეგ შავ ტოპს და მოკლე ქვედაბოლოს ვიცმევ ასევე ტყავის ქურთუკს. ქვევით ჩავდივარ მეგი კი თავის ოთახში გადის. პირველად ხდება რომ ჩემს ნაცვლად მეგის ვუცდით. დიდიხანი ლოდის შემდეგ მეგი ჩამოდის. ბავშვს ძიძას უტოვებს და ჩვენც მანქანაში ვსხდებით. ამ ჯერად დერეკიც ჩვენთან ერთად არის.
ერთ კაზინოში შევდივართ. ვერ ვიტან აქაურობას. სიგარეტის და სასმელის სუნი ტრიალებს ყველგან. მეორე სართულზე ავედით და ერთ-ერთ ოთახში შევედით. ჩაბნელებული ოთახი იყო მაგრამ ყველაფერი გარკვევით ჩანდა. დიდი მაგიდა იდგა. მის გარშემო ორუ კაცი იჯდა. ჰარი მაგიდის ერთ თავში დაჯდა. მის გვერდით ნაილი და მის წინ ლიამი. ნაილის გვერდით როგორც გავიგე ჯეფრი იჯდა. მის წინ დილანი. ლუიმ მაგიდის მეორე თავში დამაჯინა ერთ მხარეს ლუი დაჯდა. მეორე მხრიდან კი დერეკი დამიდგა. მეგი ლიამს ადგა თავზე ისევე როგორც ჯეფრის და დილანს "მისი გოგოები" მხოლოდ სამი ადგილი იყო ცარიელი. რამდენიმე წამი სიჩუმეში ვიჯექით. ბოლოს ჯეფრიმ ცივად შემომხედა.
- მისი ადგილი აქ არ არის. მითუმეტეს იქ სადაც ზის._ თქვა და ხელები მომუჭა.
- ის მემკვიდრეა_ ცივად და მკვლელი გამომეტყველებით გახედა ლუიმ ჯეფრის.
- მან არაფერი არ იცის. ის დაგვღუპავს._ თქვა დილანმა.
დილანიც და ჯეფრიც ცივად მიყურებდნენ. რაც ცოტა არ იყოს მაშინებს.
- მაშინ კენჭისყრა დავიწყოთ_ თქვა ნაილმა და ორივეს გახედა.
-წევრები გვაკლია თან საკმაოდ_ დილანმა ცარიელ სკამებს გახედა.
- ვინმეს გყავთ კანდიდატები?_ იკითხა ჯეფრიმ
- კი. მეგი._ თქვა ლიამმა. ჯეფრიმ სიცილი დაიწყო.
- კარგი ხუმრობა იყო._ თქვა სერიოზულად.
- არ ვხუმრობ!_ მკაცრად გახედა ლიამმა ჯეფრის.
- მე თანახმა ვარ_ თქვა ჰარიმ
- მეც_ აჰყვა ნაილი და ხელი ასწია. მას ლუიმაც მიბაძა და ხელი მაღლა ასწია. ლიამმაც რა თქმა უნდა.
- სულ გააფრინეთ_ თავი გააქნია დილანმა.
- მეგი, ლუის გვერდით დაჯექი._ უთხრა ლიამმა და მეგიც დაემორჩილა.
- მეც მყავს კანდიდანტი თუ ეგრეა_ ეშმაკურად თქვა ჯეფრიმ. ყველამ ინტერესით გახედა.- მე დერეკს შემოგთავაზებთ._ თქვა და დერეკს გახედა. დერეკი გაკვირვებული იყო ისევე როგორც ყველა.
- თანახმა ვარ._ თქვა დილანმა.
- მე არა!_ თქვა ჰარიმ. მას ნაილი, ლიამი და ლუიც დაეთანხმა.
- ახალი წევრი რას იტყვის?_ ჯეფრმა მეგის გახედა. მეგიმ ლიამს.- მგონი თავისით ვერ იღებს გადაწყვეტილებებს.
- თანახმა ვარ._ თქვა მეგიმ და ცალი წარბის აწევით გახედა ჯეფრის.
- ნინა რას იტყვის?_ იკითხა დილანმა.- თუ შენც ვერ იღებ შენით გადაწყვეტილებას._ ვხვდები რომ გვიწვევენ. ლუისაც დაეჭიმა მთელი სხეული. ხელებიც მომუჭა და ჩაშავებული თვალებით უყურებდა ჯეფრის. თავს ძლივს იკავებრა რომ არ დაერტყა.
-რატომაც არა_ ვთქვი და დერეკს გავხედე.
- ძალიან კარგი. შეგიძლია ადგილი დაიკავო._ თქვა ჯეფრიმ ღიმილით. დერეკი გვერდით მომიჯდა.
- ახლა კი დროა კრების ლიდერი ავირჩიოთ._ თქვა ჰარიმ და ჯეფრს გველურად გახედა, რაზეც მეც გველურად გამეღიმა.- მე ნინას ვირჩევ._ თქვა და ახლა დილანს გახედა.
- სისულელეა ის გამოუც..._ დაიწყო ჯეფრიმ
- მეც ნინას ვირჩევ_ თქვა ლიამმა.
- მეც_ ხელი მხიარულად დაკრა მაგიდას ნაილმა და მაღლა ასწია.
დერეკის, ჯეფრის და დილანის გარდა ყველამ მე ამირჩია.
- დერეკ? ხმას რატომ არ იღებ?_ ჰკითხა გაბრაზებულმა და დაეჭვებულმა ჰარიმ.
- ნინა...ნინა რა თქმა უნდა._ თქვა დერეკმა. მე გამომხედა და გამიღიმა. მისი ასეთი საქციელებით უკვე მეც ეჭვს მიჩენს.
- ჯანდაბა! სისულელეა._ ფეხზე წამოხტა ჯეფრი და ოთახიდან გავიდა. მას დილანიც გაჰყვა.
- გილოცავ ნინა. კრების ლიდერი ხარ._ მითხრა ღიმილით ჰარიმ
- ეს უნდა ავღნიშნოთ._ წამოიყვირა ნაილმა.
- წავიდეთ კლუბში?_ იკითხა ლიამმა და მეგის გახედა.
- რა თქმა უნადა._ თქვა მეგიმ და ფეხზე ადგა.
იმ მანქანაში არ ჩავმჯდარვართ რომლითაც მოვედით რადგან მძღოლმა თქვა რომ რაღაც დაზიანდა. ამიტომ ყველა ჩვენ ჩვენი მანქანებით წავედით. მანქანაში მხოლოდ მე და ლუი ვიჯექით. ის საჭესთან იჯდა.
- ლუი.
- რა?_ გამომხედა. მერე კი ისევ წინ გაიხედა.
- ბავშვს რა დავარქვათ?_ ჩაიღიმა.
- გამახსენე გოგო გვეყოლება თუ ბიჭი?
- ლუი!_ ხელი მკლავზე დავარტყი.
- კარგი ხო ვხუმრობ._ სიცილი დაიწყო.- შენ რა გინდა რომ დაარქვა?
- ზეინი._ ლუიმ წამიერად გამომხედა. ღიმილი სევდამ შეცვალა. მაგრამ მაინც გაიღიმა და ისევ შემომხედა.
- ძალიან კარგი იქნება._ ცალი ხელი ფეხზე დამადო და ოდნავ მომიჭირა.
მოულოდნელად ჩვენს წინ მიმავალმა მანქანამ დაამუხრუჭა. რის გამოც ლუიც იმავეს აკეთებს. სარკეში უკან იხედება. მეც იმავეს ვაკეთებ. ადგილზე ვიყინები როცა თავზე შეიარაღებული ხალხი გვადგება. ლუიმ იარაღის ამოღება სცადა მაგრამ უკვე გვიანი იყო. მთლიანად ალყაში ვიყავით. ორივე მანქანიდან გადაგვიყვანეს. წამებში ჩაგვტენეს სხვა მანქანაში და ადგილიდან მოწყვეტით გავარდნენ. ვიცი რომ მე და ლუი ერთ მანქანაში ვართ. მაგრამ ვერ ვხედავ. თვალები ახვეული მაქვს. ხელების გახსნა ვცადე მაგრამ როცა ნაცნობი ხმა გავიგონე და თან სახეზე შეხება ვიგრძენი იქვე გავშეშდი.
- არ გაინძრე თორემ ლუის შენ თვალწინ მოვკლავ_ თქვა და მისი ჩაღიმების ხმა გავიგე.
-დერეკ? _ გაისმა ლუის ხმა.- შენ ნაბიჭვარო! იცოდე..._ ვერ დაამთავრა ლუიმ. ალბათ პირი ამოუტენეს.
- კარგია რომ გააჩუმეთ. თორემ თავი ამატკივა.
თვალებიდან სახვევი მომხსნეს. ჩემს წინ დერეკი იჯდა. მის გვერდით ლუი, რომელისთვისაც თვალები აეხვიათ და პირში ნაჭერი ჩაეტენათ. დერეკის და ლუის ასე მდგომარეობაში ყოფნის გამო პირი ღია დამრჩა. თან დერეკის მიმართ დიდ ბრაზს ვგრძნობ.

Bad or Good (დასრულებული)Where stories live. Discover now