2 თავი

949 67 3
                                    


    მეორე დილით იმაზე ადრე გამომეღვიძა, ვიდრე ოდესმე. მაგრამ მაინც ავდექი. მოვემზადე, ყავა დავლიე და სამსახურში წავედი.
     ჩემს კაბინეტში ვიყავი, როცა ოთახში დაკაკუნების გარეშე ერთი გოგო შემოვარდა.
- გამარჯობა, მე მეგი მქვია. შენს გვერდით ოთახში ვარ._ ისე მომაყარა ეს სიტყვები რომ თავი ვერ შევიკავე და გამეცინა.
- მე ნინა მქვია.
- სასიამოვნოა. მოკლედ, რატომ შემოვედი. ჩემს ოთახში მაქვს ორი კაბა და ვერ გავიგე რომელი ჩავიცვა. შეგიძლია დამეხმარო?_ ამაზე უფრო მეტად ავტეხე სიცილი. თავიდან დაიბნა, შემდეგ კი ამყვა. ხელი ჩამავლო და მის კაბინეტში შემიყვანა. როგორც ჩანს კოლეგები ვართ. მეგიმ ორი კაბა მაჩვენა. ერთი მოკლე და მუქი წითელი მეორე კი შავი და გრძელი. წითელი ვურჩიე. ისიც დამეთანხმა და იქვე ჩაიცვა. მისი იმ კაბაში დანახვისას პირი ღია დამრჩა.
- ძალიან ლამაზი ხარ._ აღფრთოვანებით ვუთხარი.
- მადლობა. პაემანზე მივდივარ.
- ძალიან გაუმართლა შენს ბიჭს.
    ცოტახანი ვსაუბრობდით და ერთმანეთი გავიცანით. შემდეგ ჩემს კაბინეტში დავბრუნდი და ცოტა წავიმუშავე. ხუთი საათისთვის კი ძალიან დაღლილი სახლში დავბრუნდი. სახლში შესული ისევ ის ხუთეული დამხვდა... უკვე ვეჩვევი. მათ მივესალმე და ჩემს ოთახში შევედი. გამოსაცვლელი ტანსაცმელი ავიღე და აბაზანაში  წავედი. აბაზანა ჩემი ოთახის წინ არის. შუა ბანაობის დროს კარები იღება. ვყვირი და საპასუხოდ ლუიმაც იყვირა, ოღონდ მან მე გამცინა.
- რა გაყვირებს!_ დამიყვირა.
- რა მაყვირებს?! რა ჯანდაბას აკეთებ თუ იცი?! ახლავე გადი!
- ხელებს დავიბან და გავალ.
- არა! ახლავეს გადი! ვერ ხედავ შიშველი ვარ!
- ჯერ ვერ ვხედავ, მაგრამ შემიძლია ეგ ფარდა გავწიო და დავინახო.
- ვაიმე, ლუი ტომლინსონ, აქედან გამოვალ და ნახავ რასაც გიზამ!
- ფრთხილად იყავი პატარავ, თორემ საწოლში არ დაგინდობ და ძალიან გატკენ._ თქვა და გავიდა.
    რა?! ნაბიჭვარი! ნამდვილი ნაბიჭვარი! აბაზანიდან მალე გამოვდივარ. ჩემი გამოსვლა ვერავინ შეამჩნია. ამიტომ გადავწყვიტე ლუისთვის სამაგიერო გადამეხადა. სამზარეულოში შევიპარე. მაცივრიდან ბოთლით წყალი გამოვიღე. ლუის მივეპარე და თავზე გადავავლე. ყველა იცინოდა მათ შორის მეც. ლუი კი უბრალოდ თავჩახრილი იჯდა და ელოდებოდა როდის დავამთავრებდი. მთელი ბოთლი თავზე დავაცალე. როცა დავამთავრე თმები შუბლიდან უკან გადაიწია და ფეხზე ადგა. ვიღიმოდი და თვალებში ვუყურებდი. იმ მომენტში მასზე სექსუალური არავინ იყო. ოდნავ იღიმოდა, მაგრამ თვალებში ეტყობოდა რომ გაბრაზდა.
- ამას განანებ.
-საწოლში?_ ეშმაკურად ვკითხე. ამაზე ყველამ ერთმანეთს გადახედეს. ლუის კი ახლა მართლა გაეღიმა.
- შესაძლოა. ოღონდ მოგვიანებით. ახლა სხვანაირად ვაპირებ.
    უცებ ბეჭზე გადამიკიდა. არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ ვიცინოდი. მაგრამ როდესაც აბაზანაში შემიყვანა მხოლოდ მაშინ დავიწყე ფართხალი.
-რას აპირებ?
- შურისძიებას_ წყლის ქვეშ დამაყენა და წყალი მოუშვა. ძალიან ახლოს იდგა ჩემთან და ორივე ვსველდებოდით. უფრო და უფრო მიახლოვდება. სუნთქვა გამიხშირდა ვგრძნობდი რომ უნდა ეკოცნა. თავი ოდნავ დახარა. მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა რაზეც  ჟრუანტელმა დამიარა. ჩვენი ტუჩები თითქმის ერთმანეთს შეეხო, როდესაც ბიჭების ხმა გავიგონე.
-თავი შეიკავეთ. ჩვენც აქ ვართ._ გადაიხარხარა ნაილმა.
   მე და ლუის გაგვეღიმა. ლუის ხელი ვკარი, წყალი გადავკეტე და ჩემს ოთახში შევედი. გამოვიცვალე და ბიჭებთან დავბრუნდი. ლუის ლიამის ტანსაცმელი ეცვა. ძალიან უხდებოდა. გვიანი იყო, როცა ბიჭები წავიდნენ.  დილით სამსახურში წავედი. ლიამს არც გაუგია როდის წავედი და მოგვიანებით მომწერა თუ სად ვიყავი. მეც ის ვუთხარი სადაც ვიყავი. ისე ნეტავ მუშაობს სადმე? ან დანარჩენები? ალბათ მუშაობენ. თუმცა მე რაში მაინტერესებს. ერთი ნახაზი დავასრულე თუ არა მაშინვე ოთახში მეგი შემოდის და აღფრთოვანებული იწყებს გუშინდელ პაემანზე საუბარს. ისეთი ბედნიერი იყო რომ მის შემყურე მეც კარგ ხასიათზე დავდექი.
    საღამოს სახლში დავბრუნდი. ყველანი მისაღებში ისხდნენ და საშინელებათა ფილმს უყურებდნენ. მათ მივესალმე და სამზარეულოში შევედი. საშინლად მშიოდა. მაცივარი გამოვაღე და... არაფერი. საერთოდ არაფერი იყო.
- საჭმელი არ გვაქვს?-გაოცებულმა ვიკითხე რადგან ზუსტად მახსოვს რომ დილას მაცივარი სავსე იყო.
- შეჭამეს_ თქვა ჰარიმ და ყველამ ნაილს შეხედა. ის კი გაიკრიჭა.
- ძალიან მშიოდა._ ისე საყვარლად თქვა, რომ გამეღიმა.
    ის იყო მშიერი უნდა შევსულიყავი ოთახში და დამეძინა, რომ ზეინი მაჩერებს.
- შეგვიძლია გარეთ ვივახშმოთ.
- უარს არ ვიტყოდი._ ისე ძალიან მშია რომ ამ მომენტში ლუისაც დავთანხმდებოდი.
    ზეინმა მანქანის გასაღები აიღო და გარეთ გავედით.
    გზაში ზეინი ჩემს სამსახურზე მეკითხებოდა. თუ მომწონდა ან ვინმე ხომ არ მაწუხებდა. მეც ვერ მოვითმინე და მის სამსახურზე ვკითხე, რადგან ძალიან ელეგანტურად ეცვა. მაგრამ არ მიპასუხა და საუბარის თემა შეცვალა.
- რა გინდა რომ ვჭამოთ? _ მეკითხება როცა მაგიდასთავ ვსხდებით. თავი მენიუში მქონდა ჩარგული და საჭმელების დასახელებებს ვკითხულობდი.
    თავზე ერთი გოგო დაგვადგა. ზეინი და ის გოგო ერთმანეთს მიესალმნენ. მაშინვე გავხედე გოგოს რომელსაც თვალები უციმციმებდა, როცა ზეინს უყურებდა.
- სპაგეტი._ ვთქვი და გოგოს გავუღიმე იმან კი უკმაყოფილოდ გამომხედა. მგომი ზეინის შეყვარებული ვგონივარ. ზეინმაც იგივე შეუკვეთა და გოგოც წავიდა.
- ეს გოგო შენზე გიჟდება.
- მერე რა_ ზეინმა თვალები გადაატრიალა.
    მალევე მოიტანეს ჩვენი შეკვეთა. მე გამწარებული ვჭამდი. ზეინი კი იჯდა და მიყურებდა. თან იღიმოდა. ჩემი როცა დავამთავრე ზეინის თეფშს გავხედე.
- გინდა?_ მკითხა და თეფშს დახედა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მანაც გადაიხარხარა და თეფში ჩემკენ მოაცურა. მეც ბედნიერად დავიწყე მირთმევა.
    სახლში როცა დავბრუნდით არავინ დაგვხვდა. მხოლოდ ლუი იჯდა დივანზე და მობილურს დაჩერებოდა. როცა სახლში შევედით ლუიმ მაშინვე ჩვენ გამოგვხედა. მე ისევ ვიცინოდი ზეინის მოყოლილ სისულელე ამბავზე და ვცდილობდი ჩემი ხმა არავის გაეგო. მაგრამ როგორც კი ლუის გაბრაზებული მზერა დავიჭირე მაშინვე დავსერიოზულდი. ზეინს ლოყაზე ვაკოცე, ვახშმისთვის მადლობა გადავუხადე და ჩემს ოთახში შევედი. გავიგონე როგორ უსაყვედურა ლუიმ ზეინს გვიან მისვლის გამო.

     ^ერთი კვირის შემდეგ^

     ყოველი დღე თითქმის ერთნაირი იყო. დილას სამსახური, შუა დღეს მეგი, საღამოს კი  ბიჭები. ძალიან დავუახლოვდი ბიჭებს,განსაკუთრებით ზეინს,  ოღონდ როგორც მეგობარი. ხოლო ლუიზე იმაზე მეტს ვფიქრობ ვიდრე დანარჩენებზე. მგონი მიყვარს ან არა... არ ვიცი.
     დღეს სახლში ადრე ვბრუნდები. ბოლოს და ბოლოს პარასკევია. როცა სახლში შევედი. ლიამი, ჰარი და ნაილი დაბნეული მიყურებდნენ. მე კი ზეინზე ვიყავი მიშტერებული რომელსაც ხელები სისხლიანი ჰქონდა და მუცელზე იფარებდა. დარწმუნებული ვარ ჭრილობაზე. ზეინი დივანზე იჯდა, მის წინ, მუხლებზე, ლიამი იდგა და მაიკას ფრთხილად უწევდა მაღლა. მაგრამ ჩემს დანახვაზე გაჩერდა.
- რა ჯანდაბა ხდება?!_ ზეინს მივვარდი.
-იცი...იცი ის დაჭრეს.
- მაგას მივხვდი, ნაილ._ ზეინს მაიკა ავუწიე. დანით იყო ჭრილობა მიყენებული. არ ვიცი რას ვაკეთებდი, მაგრამ ჩემდა უნებურად ჭრილობის დამუშავება დავიწყე, თან არ ვჩუმდებოდი.
-ვინ დაჭრა? აქ რატომ არის? საავადმყოფოზე არ გსმენიათ?!
    ჩემს ამდენ კითხვებზე ზეინს გაეღიმა. გამაგიჟებს ეს ბიჭი. შეიძლება მოკვდეს, ის კი იღიმის.
- რა არის სასაცილო?!_ დავუყვირე, მაგრამ ის მაინც იღიმოდა.

Bad or Good (დასრულებული)Where stories live. Discover now