12 თავი

570 45 1
                                    

      ყველას თვალები შუბლზე აუვიდათ. ლიამი ფეხზე წამოხტა. მეგიც ადგა. რამდენიმე წამი ერთმანეთს უყურებდნენ. შემდეგ ლიამმა მეგის წელზე ხელები მოხვია და რამდენჯერმე დაატრიალა. თან ყვიროდა მამა გავხდებიო. მათი შემყურე ღიმილს ვერ ვიკავებდი. ძალიან მიხარია მათ გამო. საღამომ მშვენივრად ჩაიარა. ლიამი მთელი საღამო მეგის მუცელზე ეფერებოდა და ლოყაზე ჰკოცნიდა. ნაილი ჭამდა, თუ არ ჭამდა ლაპარაკობდა. ჰარიც რაღაც სასაცილო ისტორიებს ჰყვებოდა. რამდენიმეჯერ ვიღაცას დაურეკა, არამგონია საქმეზე ელაპარაკა. ისე იღიმოდა ხოლმე. მე კი ლუის მხარზე ვიყავი აკრული და ზოგჯერ მეც ვერთვებოდი ხოლმე საუბარში. 

- ისე კარგ ტორტს კი შევჭამდი._ გაიკრიჭა ნაილი.

 - არ მჯერააა_ თქვა ჰარიმ ვითომ და გაოცებულმა.

        მიმტანს ვანიშნე რომ ჩემი შეკვეთა მოეტანა. ცოტახანში მაღალ ქერა გოგოს ხელში ტორტი უჭირავს და მოაქვს. ისეთია როგორიც მე შევუკვეთე. ლუის წინ დაუდო. გაუღიმა და გვერდზე დაუდგა. ლუიმაც გაუღიმა და მე შემომხედა. 

- შენ მოიფიქრე? 

- სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ის ქერა ისევ თავზე გვადგას. არც იფიქროს და ლუის არ გაეფლირტაოს, თორემ აქვე დავასისხლიანებ.- სანთელი რატომ არ არის?_ გავხედე ქერას, რომელიც ლუის უღიმოდა.- შენ გეუბნები!_ ოდნავ ხმამაღლა ვუთხარი. 

- არ შეგიკვეთავთ_ უხეშად მითხრა. ახლა ამას ფეხქვეშ გავიგდებ!

 - ახლა ხომ გითხარი!_ გოგომ თვალები გადაატრიალა და წავიდა. ყველა გაკვირვებული მიყურებდა. ლუი კი იღიმის.- რა?_ ვიკითხე და ტორტს გავხედე. მალევე მოიტანა სამი ცალი სანთელი, მაგრამ მე ორი გამოვართვი და ტორტში ჩავარჭვე. ლუის სანთებელა გამოვართვი და მოვუკიდე.- სურვილი ჩაიფიქრე._ ვუთხარი ღიმილით.

  ცოტახანი მე მიყურებს, შემდეგ კი სანთლები ჩააქრო. ტაში დავუკარი, მხოლოდ ნაილი ამყავა. ლუის ლოყაზე ვაკოცე და კიდევ ერთხელ მივულოცე. თითქმის მთელი ტორტი ნაილმა შეჭამა. მეგისაც უნდოდა მაგრამ ორი ნაჭრის მეტი ვერ შეჭამა. სახლში დავბრუნდით, მაგრამ არავინ შემოვიდა. ყველა თავის სახლში წავიდა. მანქანიდან სწრაფად გადმოვხტი და წინ გავიქეცი. 

Bad or Good (დასრულებული)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ