9 თავი.

629 47 3
                                    



სახლის კართან მივედით. ორი, ორიჩემხელა კაცი იდგა. ორივემ თავი დამიკრეს და მომესალმენ. რა ხდება? ასე რომ იქცევიან უფრო მეშინია და ვიბნევი. ისე მიკვირს აყალ-მაყალი რატომ არ არის ან საერთოდ ვის იცავენ. კარები გააღეს. ჩვენც შიგნით შევედით. უზარმაზარი იყო იქაურობა. თვალიერებით კინაღამ კისერი მოვიტეხე. ბოლოს მეგიმ ხელი მრკა, რომ გამოვფხიზლებულიყავი. მეც წინ გავიხედე. ჩვენკენ ვიღაც ბიჭი მოდიოდა. ელეგანტურად ეცვა, უფრო სწორად განგსტერულად ან ორივე. მოკლედ შავები ეცვა და საშიშ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ როცა გამიღიმა ძალიან საყვარელი იყო და უნებლიედ მეც გავუღიმე. მაშინვე ლუის გამანადგურებელი მზერა ვიგრძენი. მეც მაშინვე დავსერიოზულდი.
- ნინა კოლინზი, არა?_ ისევ გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. სანამ რამეს ვიტყოდი, ლუიმ ჩემს ნაცვლად გასცა პასუხი.
-დიახ. შენ ვინ ხარ?!_ ძალიან მკაცრი იყო. ცოტა არ იყოს მისი შემეშინდა.
- მე დროებითი მართველი ვარ, მაგრამ როგორც ჩანს მემკვიდრემ აქ მოსვლა მოახერხა._ თვალს არ მაშორებს.
- არასდროს მინახიხარ აქამდე._ ლიამიც ისეთი სერიოზულია.
- მე დერეკი მქვია. მეც ნიკის შვილი ვარ._ ისევ იღიმის. რა აღიმებს! შოკისგან პირი ღია მაქვს. რა გამოდის, რომ მე ძმა მყავს? სხვებს გავხედე. ისინიც შოკში არიან.- არა, არა. თქვენ როგორც ჩანს არასწორად გაიგეთ. ის ჩემი ნათლია იყო. მამასავით იყო ჩემთვის. მან ამ ყველაფრის შესახებ გამაფრთხილა. მითხრა რომ შენზე ისინი იზრუნებდნენ_ ბიჭებისკენ და მეგისკენ მანიშნა.- ხოლო სანამ აქ მოხვიდოდი ან საერთოდ თუ მოაღწევდი მანამდე მე მემართა აქაურობა._ ხელები გაშალა და ირგვლივ მიიხედ-მოიხედა. გულზე მომეშვა. არ მინდოდა ძმა მყოლოდა. არ ვიცი რატო, მაგრამ არ მინდოდა.
- წამომყევით._ თქვა დერეკმა და კიბეებს აუყვა.
ერთმანეთს გადავხედეთ და უკან გავყევით. უზარმაზარი კაბინეტის კარები შეაღო და შევიდა, ჩვენც შევყევით.
- ესეც შენი კაბინეტი, ნინა._ ისეთი სიყვარულით მითხრა. გამიღიმა და მაგიდისკენ ხელით მანიშნა.
ლუის გავხედე, რომელიც გაცოფებული უყურებდა დერეკს. შემდეგ მე შემომხედა და თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. მეც მაგიდასთან მივედი, სკამი გამოვწიე და დავჯექი. ძალიან უცნაური გრძნობა იყო. მეგონა რომ ყველაფერი მე მეკუთვნოდა. მთელი სამყარო ჩემი იყო. სკამი ტყავის იყო და ბორბლები ჰქონდა. მეც ერთხელ დავტრიალდი და გავხედე მათ. მეგის და დერეკს გაეღიმათ. ბიჭები კი სერიოზულად მიყურებდნენ.
ლიმის მობილურმა რეკვა დაიწყო. დახედა თუ არა მაშინვე უპასუხა. კაბინეტიდან გავიდა. ლუიც მას გაჰყვა. მეგი იქვე მდგარ დივანში ჩაეშვა. ჩემი ყურადღება მაგიდაზე დაყრილმა ფურცლებმა მიიქცია. თვალიერება დავუწყე.
- ესე იგი, ნიკის ქონება მისია._ თქვა მეგიმ და დერეკს ჩემზე ანიშნა.
- ხო_ ისიც დაეთანხმა და მე გამომხედა.
- საინტერესო და უცნაურია._ მეგი დერეკს ეჭვისთვალით უყურებდა.
- რა?_ დერეკმა მას გახედა და ჯიბეში ხელები ჩაიწყო.
- ასე მარტივად თმობ აქაურობას?
- ვინ თქვა რომ ვთმობ?_ ამაზე დერეკს ავხედე.- მე ნიკმა მის მარჯვენახელად დამნიშნა ასე, რომ არც არაფერს ვკარგავ, პირიქით, ულამაზეს გოგოსთან ერთად მომიწევს მუშაობა._ ისევ გამომხედა და გამიღიმა. ეს უკვე აღარ მომწონს.
- ჰაჰაჰა. ეგ მეორედ აღარ თქვა_ ფეხზე ადგა მეგი.
- რატომ? მე ფაქტი ავღნიშნე.
- იმიტომ, რომ ის ლუის ეკუთვნის._ ვეკუთვნი? ეს სიტყვა ამ მომენტში არ მომეწონა, მაგრამ არ ჩავერევი.
- რა მეკუთვნის მე?_ კარებში ლიამი და ლუი შემოვიდნენ.
- ვინ იყო?_ უცბად შეცვალა თემა მეგიმ და მე გამომხედა, შემდეგ ისევ ბიჭებს გახედა.
- ჰარი. თქვა, რომ მოულოდნელად პოლიცია გამოჩნდა, მაგრამ სანერვიულო არაფერია. ჩვენებმა თავი დაიძვრინეს.

^ერთი თვის შემდეგ^

ერთი თვე გავიდა, რაც მამაჩემის საქმეებს ვაგვარებ. დერეკიც ძალიან მეხმარება. მე და ლუი შეყვარებულები ვართ რაც ძალიან მიხარია. ლუის დერეკი არ მოსწონს და გამუდმებით ეჭვიანობს. ძლისვს ვამშვიდდებ ხოლმე. ასეთ მომენტებში ისეთი საყვარელი და სექსუალურია. მე და მეგიც კარგი მეგობრები გავხდით. მეგიმ ჩხუბი მასწავლა. მაინც, რა იცი რა ხდება. ხოლო მარკზე და სტეფანზე არავის არაფერი სმენია.
ახლა კაბინეტში ვზივარ დერეკთან ერთად და ფინანსურ საკითხებს ვაგვარებთ. კარებს ლუი აღებს და შემოდის. არ ველოდი, რადგან სამი დღეა არ მინახავს. რაღაც საქმეზე იყო სხვა ქალაქში წასული და ჯერ არ უნდა დაბრუნებულიყო.
- შეგიძლია დაგვტოვო?!_ ვერ გავიგე უბრძანა თუ ჰკითხა ლუიმ დერეკს, მაგრამ ნამდვილად ვიცი არ ჰკითხავდა.
- ჯერ არ დაგვი...
- მოგვიანებით დავამთავროთ._ გავაწყვეტინე დერეკს. ლუი კმაყოფილებით აივსო.
მე და ლუი ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. დერეკმა თვალები გადაატრიალა და კაბინეტიდა გავიდა. ლუი ჩემთან წამებში გაჩნდა, ხელი დამავლო და მაგიდაზე შემომსვა. მკლავზე ხელი ნაზად ამისვა, მეც ჟრუანტელმა დამიარა.

Bad or Good (დასრულებული)Waar verhalen tot leven komen. Ontdek het nu