15 თავი

541 41 1
                                    


                  ^შვიდი თვის შემდეგ^
- ძალიან გაიბერე_ ვეუბნები სიცილით მეგის რომელიც ისევ ჭამს.
- არ იყო საჭირო შეგეხსენებინა._ გამებუტა მაგრამ ჭამას არ წყვეტს.
- კარგი ხო. სამაგიეროდ საყვარელი ხარ._ გავეკრიჭე. რაზეც სიცილი დაიწყო. ოთახში ლიამი შემოდის. ხელში თეფში უჭირავს. რაზეც ვაშლი, ფორთოხალი, მარწყვი და კივი დევს. ღიმილით შემოდის და მეგის აწვდის. ისიც სიხარულით ართმევს. გვერდით იდებს და ვაშლის ერთ ნაჭერს ჭამს. მაგრამ სახე ემანჭება.
- რა მოხდა პატარავ, არ მოგწონს?_ შეშინებულმა ჰკითხა ლიამმა.
- არა უბრალოდ აღარ მინდა._ ჩაიფრუტუნა.
- კი მაგრამ შენ ხომ ამის გამო ოთახიდან გამაგდე.
- კი მაგრამ აღარ მინდა._ ცოტა იყვირა მეგიმ.
- მე გავალ ხო?_ ღიმილით ვთქვი და საწოლიდან ავდექი. ლიამს მხარზე ხელი დავადე.- წარმატებები._ ვუთხარი სისცილით და გარეთ გავედი.
მისაღებში დერეკი იდგა და ვიღაცას ესაუბრებოდა. სიტყვები კარგად ვერ გავარჩიე.
- ძალიან კარგი.... ყურადღება მიაქციეთ...რამე სისულელე არ ჩაიდინოს._ როცა საუბრობდა ჩემკენ ზურგით იდგა. შემდეგ შემობრუნდა და დამინახა. მაშინვე გათიშა მობილური და ნერვიულად გამიღიმა.
- ვინ იყო?_ ვკითხე და მასთან მივედი.
- არავინ._ მოკლედ მომიჭრა.
- როგორ თუ არავინ. შენ უთხარი რომ..._ სიტყვა გამიწყდა რადგან კიბეებზე ლიამი მორბოდა და თან გაჰყვიროდა რომ მეგის მშობიარობა დაეწყო.
- მერე გარეთ რას გარბიხარ! ადი და ჩამოიყვანე!_ დავუყვირე.
გაჩერდა და შემომხედა რამდენიმე წამი დაფიქრდა მერე კი ისევ ზევით გაიქცა. გარეთ გავვარდი და დაცვას მანქანა მოვაყვანიე. ლიამმაც ჩამოიყვანა მეგი რომელიც ხელებში ჰყავდა აყვანილი. მეგი ბოლო ხმაზე ყვიროდა.
მანქანაში საჭესთან დერეკი იჯდა მის გვერდით მე. ხოლო უკან მეგი და ლიამი. ლიამს მეგის ხელი ეჭირა და მასთან ერთად ღრმად სუნთქავდა. მეგის დამშვიდება უნდადო მაგრამ პირიქით შვებოდა. გზაში ლუისაც დავურეკე და გავაგებიე.
საავადმყოფოში შევვარდით. მეგი საკაცეზე დააწვინეს და სამშობიაროში შეიყვანეს. ბიჭებიც უკვე იქ იყვნენ. მოულოდნელად თავბუდამესხა და გული წამივიდა.
Liam's Pov
ექთანი ჩემთან მოდის. მთლიანად ვკანკალებ და დარწმუნებული ვარ სახეზე ფერი არ მადევს.
- დაესწრებით მშობიარობას?
- რ...რა? არა, არა. იცით...
- ნუ წუწუნებ და შედი._ ხელი მკრა ლუიმ. ექთანმა ხელი დამავლო. ლურჯი რაღაც ჩამაცვა და მეგისთან მიმიყვანა.
მეგი სამშობიაროს საწოლზე ( მგონი საწოლი არ ვიცი ზუსტად იმედია მიხვდით😁) იწვა ფეხები გაშლილი ჰქონდა. ფეხებს შორის ექიმი იდგა. გვერდეებზე კი ექთნები ედგა. მეგი ბოლო ხმაზე ყვიროდა. როცა დამინახა ოდნავ გაიღიმა და ხელი გამომიწოდა. მეც მაშინვე ჩავჭიდე ხელი.
- ღრმად ისუნთქე საყვარელო._ ვეუბნები და მეც მასავით ვიწყებ სუნთქვას. მოულოდნელად ყვირის და ხელს მიჭერს. როცა ყვირილს წყვეტს მე მიყურებს და იღიმის.
- ძალიან სასაცილო ხაააარ_ ისევ ყვირის.
- ცოტა დარჩა._ გვეუბნება ექიმი და ისევ მეგის ფრხებში ძვრება.
- გაუძელი პატარავ, ცოტა დარჩა.
ისევ ყვირის, ოდნავ იწევა. მთელი სახე დაჭიმული აქვს და მთლიანად სველია, ოფლისგან. ყვირილს წყვეტს და საეოლზე მოწყვეტით ეცემა. თვალებს ხუჭავს. მას ვუყურებდი სანამ ანგელოზის, ტირილის ხმა არ გავიგონე. მაშინვე ექიმს გავხედე, რომელსაც ხელში პატარა ღვთაება უჭირავს და ნაჭერში ახვევს. მე მომაწოდა. ხელში ავიყვანე. ცოტახანი ამ ულამაზეს არსებას ვუყურებდი. შემდეგ მეგის გავხედე, რომელიც თან იღიმოდა და თან ტიროდა.
- გილოცავთ გოგოა_ გვითხრა ექიმმა და გავიდა.
მეგიმ ხელები გაშალა. მეც ჩვენი გოგონა ხელებში ჩავუცურე და მათ გვერდით ჩამოვჯექი.
- გამარჯობა, მედისონ._ თქვა მეგიმ და შუბლზე აკოცა.
ორივეს ჩავეხუტე. ჯერ მედისონს ვაკოცე თავზე რომელიც აღარ ტიროდა და შემდეგ მეგის ვაკოცე შუბლზე. ამ მომენტში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში.
Nina's Pov
თვალებს ვახელ. სად ჯანდაბაში ვარ?! გბერდზე ვიხედები და ლუის ვხედავ, რომელიც დივანზე ზის და თვალები დახუჭული აქვს. ახლა მახსენდება რომ საავადმყოფოში ვარ.
- ლუ..._ ჩავიბუტბუტე. მაშინვე დაჭყიტა თვალები.
-როგორ ხარ?_ ჩემთან მოვიდა.
-კარგად. რა დამემართა?_ ამ კითხვაზე თვალები აუბრჭყვიალდა და ძალიან დიდზე გაიღიმა.
- პატარავ_ მითხრა და მუცელზე ხელი დამადო. თვალები უბრწყინავდა.- მალე დედიკო გახდები.
^ერთი კვირის შემდეგ^
მისაღებში ვსხედვართ და ყველა ბავშვს ვეთამაშებით. მედისონიც დაბნეული ბვიყურებს მაგრამ როცა ლუი ეჭყანება მას ისიც იღიმის. ასევე როცა ლიამი ტუჩებს წინ წევს და უცნაურ ხმას გამოსცემს ხოლმე. მე კიდე უკვე სამი თვის ვარ რაც მეც და ლუისაც ძალიან გვახარებს.
ყველას მობილურზე შეტყობინე მოდის. მხოლოდ მე და მეგის არ მოგვსვლია. როგორც კი წაიკითხეს ერთმანეთს გახედეს. კიბეებზე დერეკი ჩამოვიდა, რომელსაც მობილური ეჭირა ხელში.
- რა ხდება?_ ვიკითხე და ლუის შევხედე.
- ამ საღამოს კრებაა._ თქვა და ისევ ბავშვს შეხედა.
- რა კრება?
- ამ კრებაზე ყველა გავლენიანი მაფიოზი იკრიბება. როგორიც არიან ჰარი, ნაილი, ლიამი, ლუი, ჯეფრი, დილანი, ნიკი, მარკი, სტეფანი და ზეინი. აქედან ბოლო ოთხი მკვდარია რაც ცუდია მითუმეტეს რომ ამ ოთხიდამ ერთ-ერთი მათგანი. კონკრეტულად ნიკი კრების უფროსი იყო. ამიტომ იწვევენ კრებას რომ ადგილები ისევ შეივსოს._ თქვა დერეკმა და გვერდით დამიდგა.
- ბევრი რამ გცოდნია_ თქვა ჰარიმ და ეჭვით შეათვალიერა. რატომღაც ჩემს გარდა არავინ ენდობა დერეკს.
- მე უნდა წამოვიდე?
- რა თქმა უნდა. შენ ხომ ნიკის შვილი და მემკვიდრე ხარ თან მეორე მიზეზიც არის._ თქვა ლუიმ და შემომხედა- ყველას მეწყვილე ეყოლება. მარტო ხომ არ გამიშვებ_ გამიღიმა და მაცდურად ამათვალიერა. თვალები გადავატრიალე და გავიღიმე.
- კარგი ხო.
- მაშინ წავედით, მოვემზადოთ.
მეგიმ ბავშვი ლიამს ჩააბარა და ჩემს ოთახში ავედით.

Bad or Good (დასრულებული)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ