3 თავი

867 60 5
                                    


  
- იქნებ საავადმყოფოში წაგვეყვანა._ დავარღვიე აუტანელი სიჩუმე. ყველამ მაშინვე მე შემომხედა. მათი მზერით თავი სულელი მეგონა.- ან დაველოდოთ როდის მოვა გონს.
    ზეინის გვერდით ვიჯექი. ჩემი და მისი თითები ერთმანეთში მქონდა ახლართული. ზეინმა ხელი მომიჭირა, მაშინვე მას შევხედე. ნელ-ნელა თვალებს ახელდა. ბიჭები თავზე დაგვადგნენ.
- ზეინ? როგორ ხარ?_ ვკითხე იმ იმედით, რომ რამე დადებითს იტყოდა.
- კარგად, ნინა._ ამოიღლუღლუღა ზეინმა. გულზე მომეშვა.
- ვინ იყო ზეინ?!_ მაშინვე წამოიყვირა ლუიმ.
- მაიკლსონი._ თვალები მაგრად დახუჭა და ხელი უფრო მეტად მომიჭირა. ალბათ სტკივა...ჭრილობა სტკივა. ადგომა ვცადე, მაგრამ ზეინმა ხელი არ გამიშვა და ისევ მის გვერდით დავჯექი. ლუიმ გარეთ წასვლა სცადა, მაგრამ ბიჭებმა ლიამის ოთახში შეათრიეს. მესმოდა როგორ ყვიროდა ლუი.
- მოვკლავ! მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს!_ გაჩუმდა. ალბათ რომელიმემ გააგრძელა ლაპარაკი.
- ჰარი, ის ჩემს ძმას შეეხო. მან ზეინი დაჭრა!_ ისევ ყვირის.
    ზეინმა ამოიკვნესა. მაშინვე ვყვირი ლიამის სახელს. ოთახიდან, ერთი მეორეს ახტებოდა, ისე გამოვარდნენ.
- მას ტკივილგამაყუჩებელი სჭირდება.
- მე მოვუტან_ ნაილი კარისკენ წავიდა.
- რაც შეიძლება ძლიერი იყოს._ ვუთხარი და ისიც წავიდა.
- ხედავ, ჰარი?! ის იტანჯება. შენ კი მშვენივრად იცი მიზეზი._ უკვე წყნარად, მაგრამ მაინც გაცეცხლებულად საუბრობდა ლუი.
- მაგრამ ლუი, ჰარიც მართალია._ ჩუმად თქვა ლიამმა, მაგრამ მაინც გავიგე.
- იქნებ აქ არ ვისაუბროდ?_ თქვა ჰარიმ და ჩემზე ანიშნა ბიჭებს.
    სამივე მე მიყურებდა, მე კი მათ. ოთახში ნაილი შემოვიდა, ხელში პარკები ეჭირა. ლუი კი მოულოდნელად გარეთ გავარდა. ჰარიც მას გაეკიდა. მაშინვე დავალევინე ზეინს წამლები. ძალიან ძლიერი წამლები იყო ამიტომ ზეინს ჩაეძინა. მეც დრო ვიხელთე. ლიმი და ნაილი სამზარეულოში შევიყვანე.
- მეტყვით რა ჯანდაბა ხდება?! ვინ არის მაიკლსონი?!
- ნინა, ჯობია არ იციდე.
- როგორ თუ არ ვიცოდე ნაილ. ზეინი დაჭრილი წევს ლუი კი ღმერთმა იცის რას ჩაიდენს.
- მასთან ჰარია. ასე რომ ნუ ღელავ.
- როგორ თუ... ვინ არის მაიკლსონი და რა უნდა?
- ვერ გეტყვით.
- რატო? რა...
- ნინა_ ზეინის ხმამ სიტყვა გამაწყვეტინა. მასთან მივედი.
- ნინა ლუი სად არის?
- არ ვიცი ზეინ. მეგონა შენ გეცოდინებოდა.
- ლიამ... დაურეკე და უთხარი რომ... მთავარი კოლინზი მოკლეს._ კოლინზი? ვინ კოლინზი? მეც ხომ კოლინზი ვარ.
- ზეინ რას ამბობ_ ნაილი ზეინს მივარდა. ზეინი კი მე მიყურებდა.
- ლუის უთხარით... სანამ გვიანი არ არის... ნინას თავისი ადგილი უნდა ვანახოთ.
- ჩემი ადგილი? რას ნიშნავს ჩემი ადგილი?
- ძალინ ვწუხვარ ნინა._ კარებისკენ გავიხედე სადაც ლუი და ჰარი იდგა. ჰარის თავი დახრილი ჰქონდა. ლუი კი თვალებში მიყურებდა.
- ძალიან ვწუხვარ პატარავ._ გაიმეორა ლუიმ და ჩემსკენ წამოვიდა.
- რა ჯანდაბას ამბობ ლუი?!_ უკან ვიწევდი. არ მინდოდა შემხებოდა.
   ლუიმ რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ ზეიმა ხველა ატეხა. მასთან მივედი და ხელი ჩავჭიდე. როცა ახველებდა პირიდან სისხლი მოსდიოდა.
- ლუ... ლუი._ ზეინმა ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვები. ლუიც მაშინვე მასთან გაჩნდა. ხელი ხელზე დაადო.
- აქ ვარ ჩემო უმცროსო ძამიკო._ ლუის ხმა უკანკალებდა და თვალები აუცრემლიანდა. მე კი უკვე ვტიროდი.
-მას გაუფრთხილდი ლუ ის... ის ძალიან კარგია._ ზეინს  სუნთქვა უჭირდა.
- ასეც მოვიქცევი ცუდო ბიჭო._ უთხრა ლუიმ ნაძალადევი ღიმილით. ზეინმა მე შემომხედა. გამიღიმა და ხელი ლოყაზე დამადო.
- შეიძლება რაღაც გკითხო?_ ხმის ამოხღების თავი არ მქონდა ამიტომ თავი დავუქნიე.
- შეიძლება..._ ისევ ახველებს._ ბოდიში. შეიძლება გაკოცო?
   არც  კი დავფიქრებულვარ ისე დავეწაფე მის ტუჩებს. ნელ-ნელა უცივდებოდა. მაგრამ ძალიან ტკბილი იყო. ცოტა სისხლის გემოც ვიგრძენი. ზეინმა ტუჩები მომაშორა და თვალებში შემომხედა. ისევ თბილად გამიღიმა.
- მადლობა._ ჰაერი შეისუნთქა. ლუის გახედა.- კარგად ძამიკო_ თქვა და თვალები დახუჭა.
   ლიამი მოწყვეტით დავარდა დივანზე და შოკირებული აშტერდებოდა ზეინს რომელიც აღარ სუნთქავდა. ნაილმა თავი ხელებში ჩარგო და დივანზე აქეთ-იქით ირწეოდა. ჰარი კარებთან ჩაიკეცა. ხელები სახეზე აიფარა. დარწმუნებული ვარ რომ ტიროდა. ლუის ზეინის ხელი ეჭირა და მას უყურებდა. ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოდიოდა მის სახეზე. მე ზეინს მკერდზე ავეკარი და ხმამაღლა მოვრთე ტირილი. სადღაც ათი წუთის მერე. ლუი ფეხზე წამოხტა. ცრემლები მოიწმინდა. თვალები მას და ყველა ჩვენთაგანს დასიებული და ჩაწითლებული გვქონდა.
- უნდა წავიდეთ._ ყველამ ლუის შევხედეთ.- შურისძიების დროა.
    რამდენიმე საათია მანქანაში ვზივართ და მივდივართ. საჭესთან ლიამი იჯდა მის გვერდით ჰარი. უკან ნაილი, ლუი და მე. მე ლუიზე ვარ აკრული და თვალებიდან, თავისით, მომდის ცრემლები. ლუის ჩახუტებული ვყავარ რაც ცოტა მამშვიდებს. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ისევ მე დავარღვიე სიჩუმე.
- ლუი._ ლუიმ მაშინვე შემომხედა. მეც ქვემოდან ვუყურებდი.- ზეინს ხომ დავასაფლავებთ?
- რა თქმა უნდა._ ვჩურჩულებდით. მაგრამ როცა ნაილის სახეზე ცრემლი შევნიშნე. მივხვდი რომ მათაც ესმოდათ.
-რატომ დავტოვეთ იქ?
- მას მიხედავენ და იქ მოიყვანენ სადაც ჩვენ მივდივართ._ ლუი ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
- და სად მივდივართ? _ ვცდილობ რაც შეიძლება ფრთხილად ვკითხო რომ არ გაბრაზდეს.
- ნახავ._ მხოლოდ ეს თქვა და უფრო მაგრამ მომხვია ხელები.
   გავჩუმდი, აღარაფერი მითქვამს. ჩემი მობილური აზუზუნდა. ჯიბიდან ამოვიღე. უცხო ნომრისგან შეტყობინება მქონდა.
' მალე შენი დროც მოვა, მემკვიდრევ   
                            M.M '

Bad or Good (დასრულებული)Where stories live. Discover now